დედა იტალიიდან ბრუნდებოდა და ძვირფას სიძეს დახვედრა სთხოვა, მაგრამ მან სხვაგვარად გადაწყვიტა

0
1753

ზოგჯერ მშობლების დახმარებას არ ვაფასებთ და ყველაფერს ვალდებულებად ვიღებთ. სინამდვილეში, მშობლებსაც შეუძლიათ საკუთარი სიამოვნებისთვის იცხოვრონ და არა შვილებისთვის. სამწუხაროა, რომ ეს ბევრს ავიწყდება. როგორც ძვირფას სიძეს ჩვენი ისტორიიდან, რომელსაც დაავიწყდა, რას ნიშნავს სიდედრის მიმართ ელემენტარული მადლიერება. თუმცა შეიძლება მისი საქციელი გაამართლოთ. Paparazzi გიზიარებთ ცოლის ისტორიას, რომლის ქმარი სიდედრის ძალისხმევას საერთოდ არ აფასებს.

საყვარელი სიძე – „რამდენიმე დღის წინ დედამ დარეკა და მითხრა, რომ ცოტა ხნით იტალიიდან ჩამოსვლას აპირებდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან დედა თითქმის 3 წელი არ მინახავს. როგორც იქნა, შვილიშვილს გაიცნობს. ერთადერთი მთხოვა, რომ სიძე დახვედროდა. დედამ მითხრა: „სამი წელი არ მინახავხართ, ყველა დღესასწაულისთვის საჩუქრები უნდა ჩამოგიტანოთ. განსაკუთრებით, ჩემს შვილიშვილს“. უნდა ვთქვა, რომ საჩუქრები არ მითხოვია, დედის ისედაც მადლობელი ვარ. 6 თვის წინ ქალიშვილი შემეძინა, იძულებული ვიყავი, დეკრეტში გავსულიყავი. ოჯახში ფული შემცირდა, ხოლო გაზაფხულზე ქმარსაც ხელფასი შეუმცირეს. რა უნდა ვთქვა, ყველას უჭირს. ამ პერიოდში დედა ყველაფერში მეხმარებოდა, როგორც შეეძლო. გულწრფელად, მთელი ზაფხული დედის ფულით და გზავნილებით ვარსებობდით. ქმარმა უფრო შემოსავლიანი სამსახური მხოლოდ აგვისტოს ბოლოს იპოვა. ქმრის მშობლები დიდად არ გვეხმარებიან, თუმცა ღარიბები არ არიან. შვილიშვილს თვეში ერთხელ ნახულობენ. საჩუქრად ერთხელ კომბინიზონი მოუტანეს. ძირითადად, საკუთარი ცხოვრებით დაკავებულნი არიან, ჩვენით დიდად არ ინტერესდებიან. ყველა ისე ცხოვრობს, როგორც სურს. ამაზე არაფერს ვიტყოდი, რომ არა შექმნილი სიტუაცია.

სიდედრის ჩამოსვლა – როცა ახალი ამბავი გავიგე, მაშინვე მეუღლეს ვახარე. დახვედრაზე პირდაპირ უარი განაცხადა. მითხრა, რომ დასვენების დღე აქვს, ტაქსის ფული მომცა. ესეც მთელი დახმარება, ესეც ძვირფასი სიძე. დედას თავად დავხვდი. გული დამწყდა, რადგან ეს ყველაფერი დედამ მოგვიტანა. როცა დედამთილი ტორტით გვესტუმრა, ქმარი ამაზე მთელი თვე ლაპარაკობდა. თუმცა ისინი არასდროს გვეხმარებოდნენ, როცა რთული დრო გვქონდა. საწყენია, რომ ქმარს დაავიწყდა, ვისი ფულით ვცხოვრობდით მთელი ზაფხული.“

რედაქციის მოსაზრება – ძალიან უსიამოვნო სიტუაციაა. ვფიქრობთ, რომ სიძეს შეეძლო სიდედრს ჩემოდნების წამოღებაში დახმარებოდა და ასე მადლიერება გამოეხატა. იქნებ უჭირს იმის თქმა, რომ თავად ოჯახის უზრუნველყოფა არ შეეძლო, მაგრამ ეს მის საქციელს არ ამართლებს. ვფიქრობთ, რომ ცოლმა ქმართან ეს საკითხი უნდა განიხილოს. პროდუქტიული საუბარი პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობს და არ დააკონსერვებს.