უცნაური ძმა მყავს: იყიდა აგარაკი, სადაც არასდროს ჩადის. მე და ჩემს ქალიშვილს კი ფულის სანაცვლოდ გვიშვებს იქ.

0
6400

მე მქვია ლალი. გათხოვილი ვარ და მყავს ქალიშვილი. ასევე, მყავს ძმა ანდრია, რომელიც არ არის დაქორწინებული.მე და ჩემს ძმას ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ მას შემდეგ რაც მოხდა, აღარ ვიცი რა ვიფიქრო მასზე. მართალი გითხრათ, საერთოდ აღარ მაქვს კომუნიკაციის სურვილი. და აი რა მოხდა:

ანდრიამ სამი წლის წინ იყიდა აგარაკი – პატარა ნაკვეთი პატარა სახლით. თავად მხოლოდ სამჯერ იყო ჩასული – ხან დრო არ ჰქონდა, ხან ეზარებოდა ასე შორს წასვლა. სახლი კარგი იყო, ბაღი სავსე იყო ხეხილით და კენკრით.თავიდან ჩემს ძმას უნდოდა სახლი გადაეკეთებინა და კიდევ ბევრი რამ გაეკეთებინა, მაგრამ მერე რატომღაც გადაიფიქრა. აგარაკზე რამდენჯერმე ჩავიდა მეგობრებთან ერთად და ეგ იყო. არ მოეწონათ: ქალაქიდან ძალიან შორს არის და გასართობი არაფერი არ არისო.ჩვენი ქალიშვილი ელენე უკვე სამი წლისაა. წელს ყველას ერთად გვინდოდა ზღვაზე წასვლა, მაგრამ ცუდი ამინდები იყო. საზღვარგარეთ წასვლაც ვერ გავრისკეთ, რადგან პანდემიის შეგვეშინდა. რა უნდა გვექნა, თუ საზღვრებს ჩაკეტავდნენ?

ჩემი მეგობარი შარშან მთელი თვე-ნახევარი ვერ დაბრუნდა სახლში უცხოეთიდან. გადავწყვიტეთ არ გაგვერისკა და ზღვა და უცხოეთი უკეთესი მომავლისთვის გადავდეთ, მაგრამ არ მინდოდა მთელი ზაფხული ქალაქში ჯდომა.სწორედ მაშინ გადავწყვიტე ჩემი ძმისთვის მეთხოვა, რომ მე და ელენეს მის აგარაკზე გაგვეტარებინა ერთი თვე.

ჩვენს მშობლებს სოფელი არ ჰქონდათ, ამიტომ ჩემს ძმას დავურეკე, რომ სუფთა ჰაერზე წამეყვანა ბავშვი.ვკითხე, ხომ არ აპირებდა თავის აგარაკზე დასვენებას, ან რამე საქმე ხომ არ ჰქონდა იქ, მაგრამ ძმამ მიპასუხა, რომ იქ არაფრის გაკეთებას არ აპირებდა და არც წასვლა სურდა.ეს რომ გავიგე, ვთხოვე, რომ ერთი თვე იქ მე ჩავიდოდი ქალიშვილთან ერთად. სახლი ხომ მაინც ცარიელია?ანდრიამ მითხრა, რომ დაფიქრება სჭირდებოდა.

ძალიან გამიკვირდა: რა იყო დასაფიქრებელი? მეორე დღეს დამირეკა და ისეთი რამ მითხრა, რომ შოკში ჩამაგდო: ის ქირის ფულს მთხოვდა!თავიდან მეგონა უბრალოდ ხუმრობდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ სრულიად სერიოზულად ამბობდა.

  •  ახლა ბევრი აგარაკი ქირავდება. თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვისაც ზღვაზე ან საზღვარგარეთ წასვლის შეეშინდა. ყველას სურს ჰაერზე ყოფნა. ხალხი ამით ფულს შოულობს. მაშ ასე, დაიკო, აგარაკს იქირავებ ჩემგან თუ სხვა ხალხი მოვძებნო?

ამას ჩემი ძმისგან არ ველოდი! ყოველთვის ახლოს ვიყავით და ვეხმარებოდით ერთმანეთს. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ თავის მიტოვებულ აგარაკს ფულის სანაცვლოდ მომაქირავებდა!

  • მოძებნე სხვა მდგმურები. შენგან ქირაობას არ ვაპირებ!
  • ტყუილად ამბობ უარს! შენთვის ფასდაკლების გაკეთებაც კი მინდოდა. თუ გადაიფიქრებ, დამირეკე! – გაეცია ანდრიას.

ზუსტად ვიცოდი, რომ აღარ დავრეკავდი. ვბრაზობდი, რატომ არ ვთხოვდი არასდროს ფულს დახმარებისთვის!