ფინანსური სირთულეები რომ დაგვეწყო, დავიწყე ორსულობის დადებითი ტესტის გაყიდვა. რით დასრულდა ეს ყველაფერი?

1174

მე მქვია ქრისტინე. მინდა მოგიყვეთ, როგორ გავხდი იძულებული გამეყიდა ორსულობის დადებითი ტესტები და როგორ დასრულდა ეს ყველაფერი.ვიცოდი, რომ ბევრი გოგონა იყენებდა ორსულობის ტესტს იმისთვის, რომ მამაკაცზე დაქორწინებულიყო. მე ამას არ ვთვლიდი სწორ ქცევად, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს.

ჩვენს ცხოვრებაში რთული პერიოდი დაიწყო: სამსახურიდან გამათავისუფლეს, გოგას ხელფასი დაუგვიანეს, შემდეგ დედაჩემი გახდა ავად და აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი…ერთხელ, როცა ფული ძალიან დამჭირდა, მეგობარმა მირჩია ორსულობის დადებითი ტესტის გაყიდვა. ამაში უკანონო არაფერი იყო და გადავწყვიტე მეცადა.

დავდე განცხადება ინტერნეტში და დაველოდე. ძალიან გამიკვირდა, როცა ძალიან ბევრმა დამირეკა. ერთ გოგონას უბრალოდ სურდა შეემოწმებინა, ჰქონდა თუ არა სერიოზული ურთიერთობა შეყვარებულთან. მეორე გოგონა საყვარელი აღმოჩნდა და მას სჭირდებოდა ორსულობის დადებითი ტესტი, რათა მის საყვარელს ცოლი მიეტოვებინა. ერთი გოგონა დიდი ხანია ცხოვრობდა ბიჭთან და ამ გზით სურდა დაეჩქარებინა ქორწინება.

22 ტესტი გავყიდე. რვა ტესტი ერთმა გოგონამ -ანამ იყიდა. მან მომიტანა სხვადასხვა ფირმის ტესტი და მითხრა, რომ ძალიან ეჭვიანი მეგობარი ბიჭი მყავს და გადამამოწმებინებსო.სანამ ჩაის ვსვამდით, ანამ მითხრა, რომ ორი წელია თავის შეყვარებულთან ცხოვრობს და რა არ გააკეთა იმისთვის, რომ ცოლად გაჰყოლოდა, მაგრამ მის დედას არ მოსწონს სარძლო:

  • მე არ მაქვს ბინა და არსად ვსწავლობდი სკოლის შემდეგ!

ტესტები გავყიდე და იმ ფულით საორსულო ტანსაცმელი ვიყიდე.ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. ცოტათი სინდისიც მაწუხებდა – ბოლოს და ბოლოს, ჩემი დახმარებით ამ გოგოებმა თავიანთი მამაკაცები მოატყუეს.

მერე ცოტა დავმშვიდდი, მაგრამ დიდი ხნით არა. ანამ დამირეკა და მითხრა, რომ თურმე შეყვარებულმა არ დაუჯერა და ექიმთან წაიყვანა. ექიმმა თქვა, რომ ანა ორსულად არ იყო. მისი მეგობარი ბიჭი გაბრაზდა გააგდო ბინიდან.ახლა ეს ანა ამაში მე მადანაშაულებს და მორალური კომპენსაციის გადახდას მოითხოვს. რისთვის?

ანამ უბრალოდ მაწამა: მირეკავდა და მუქარის შემცველ წერილებს მწერდა. მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა დავემუქრე, რომ განცხადებას დავწერდი პოლიციაში.ზოგადად, ეს მცირე შემოსავალი დიდ ნერვიულობად დამიჯდა.ერთი რამ ნამდვილად გადავწყვიტე: რაც არ უნდა გაგვიჭირდეს, მეტად ასეთ სისულელეს არ გავაკეთებ…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს