ეს ნივთები ეზოდან სასწრაფოდ მოიშორეთ, რომ ხელცარიელი არ დარჩეთ

0
9905

ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ნივთები, რომელთაც სახლში ან ეზოში ვინახავთ, ჩვენს ცხოვრებაზე ძლიერ გავლენას ახდენს. ამაში სიმართლის მარცვალია. ხშირად ხარახურით სავსე ეზოში საკმარისად ღარიბი და უბედური ხალხი ცხოვრობს. Paparazzi გიამბობთ, რომელ ნივთებს მოაქვს ფინანსური ზარალი. სახლს და ეზოს სასწრაფოდ მოაშორეთ, თუ გაღატაკება არ გსურთ.

ფინანსური ზარალი – მნიშვნელოვანი ნივთები, რომელთაც სახლში ან ბინაში ვინახავთ. ასევე მთელი ხარახურა, რომელიც აგარაკზე ან სოფელში გროვდება. როცა ხარახურას იშორებთ, უმჯობესია ნაგავსაყრელზე წაიღოთ და არა აგარაკზე. მცირე რევიზია ჩაატარეთ.

  • პირველ რიგში, ძველი ცოცხი მოიშორეთ, თუ ასეთი ეზოში ან აგარაკზე გაქვთ. საუბარია ცოცხზე, რომელიც უკვე დიდი ხანია უბრალოდ დევს და თავისი გარეგნობით სევდას იწვევს. საკუთარ თავთან მაინც აღიარეთ, რომ მას არავინ გამოიყენებს. ახალი ლამაზი ცოცხით ჩაანაცვლეთ. ძველი გადააგდეთ. ის მხოლოდ ფინანსების დაკარგვას იწვევს.
  • შორს გაიხედეთ. თუ ეზოში ფრინველის ფიგურას იპოვით, ცოცხთან ერთად ნაგავში გაუშვით. არწივის, ყარყარის და მტრედის ფიგურებს მხოლოდ უბედურება მოაქვს. ექსპერტები თვლიან, რომ მათ ცუდი ენერგია აქვთ. ძაღლის ან ლომის ქანდაკებებიც, რომელთაც პირი დაღებული აქვთ, ნეგატივს იზიდავს. შეფუთეთ და სანაგვეზე გაუშვით.
  • ძველი ნივთებიდან კლუმბისთვის უჩვეულო ნაკეთობა შეგიძლიათ გააკეთოთ, მაგრამ ამ მიზნით ძველი ჭურჭელი არ გამოგადგებათ. გაბზარული და დატეხილი ჭურჭელი მაშინვე გადააგდეთ. ასეთი ნივთები თითქოს უსიამოვნებისგან თქვენს დაცვას აზიანებს. ამ მიზეზით დატეხილი მინა და სარკე უნდა გამოცვალოთ.
  • სახლში დახეული ფეხსაცმელი და გაცვეთილი ტანსაცმელიც არ შეინახოთ. ბინიდან აგარაკზე არ წაიღოთ. ნივთები ყურადღებით დაახარისხეთ. ზოგიერთი ნივთი შეგიძლიათ სხვებს აჩუქოთ. სხვები აგარაკზე დროის გასატარებლად შეიძლება გამოგადგეთ. აშკარა ხარახურა მაშინვე გადაყარეთ.
  • ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ეზოში მცოცავი მცენარეები არ უნდა იყოს. მხოლოდ ყურძენი შეგიძლიათ დატოვოთ, რადგან ნაყოფს იძლევა. დანარჩენი ამოთხარეთ. ასეთი მცენარე კამათს და ჩხუბს იზიდავს.

ყველა ეს ნივთი ფინანსურ ზარალს და უსიამოვნებას იწვევს. სწორედ ამიტომ, ეზო ან აგარაკის ნაკვეთი სასწრაფოდ დაალაგეთ. სწორი დალაგება ცხოვრებაში დადებით ენერგიას მოგიტანთ.