დედამ მამაკაცთან ყოფნა არჩია, მაგრამ 20 წლის შემდეგ გაახსენდა შვილი.

2317

როცა დედამ ლადო დატოვა, ის მესამე კლასში იყო. ამ ასაკში ბავშვებს ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ესმით, მაგრამ ილექება მათ გონებაში და შემდეგ მთელი ცხოვრება დევს. ლადოს გულში მუდმივად იმალებოდა წყენა დედის მიმართ და მხოლოდ ცხოვრების შეცვლაზე ოცნებობდა.

ნელი ერთ დღეს მიხვდა, რომ დაიღალა მუდმივად მთვრალი ქმარის ყურებით, მობეზრდა დედამთილის წუწუნი და სახლიც, სადაც ელემენტარული კომფორტიც არ იყო. მისი ერთადერთი სიხარული შვილი გახლდათ, მაგრამ იმ მომენტში, როცა საყვარელმა მასთან საცხოვრებლად გადასვლა შესთავაზა, ყოყმანის გარეშე დათანხმდა.ფიქრობდა, რომ ჯერ ერთად აიწყობდნენ ცხოვრებას, შემდეგ კი ლადოსაც წაიყვანდა. თუმცა, გიორგიმ დაარწმუნა, რომ ჯობდა მარტოებს ეცხოვრათ და დროთა განმავლობაში ნელის ეს იდეა მოეწონა კიდეც.

დედა ხანდახან ურეკავდა შვილს, ხშირად წერდა, ენატრებოდა კიდეც. თუმცა მან მისი აზრით, იპოვა თავისი ქალური ბედნიერება და არ სურდა მისი დაკარგვა, ასევე არ სურდა გიორგის გაღიზიანება და იშვიათად ნახულობდა შვილს.გავიდა დრო, ბებია ყველანაირად ცდილობდა შვილიშვილი ფეხზე დაეყენებინა, მერე მოხუცი გარდაიცვალა.

მამამ ამის შემდეგ სასმელს თავი დაანება და მუშაობა დაიწყო, თუმცა ალკოჰოლმა წლების განმავლობაში გაანადგურა მისი ჯანმრთელობა და როდესაც ბიჭი ოცი წლის იყო, გარდაიცვალა.ლადო გაიზარდა ჭკვიანი და დამოუკიდებელი ბიჭი. დაამთავრა უნივერსიტეტი, იპოვა შესანიშნავი სამუშაო და შექმნა ოჯახი. მას და მის მეუღლეს ჯერ ერთი შვილი შეეძინათ, ორი წლის შემდეგ კი მეორე.

ნელიმ ყველაფერი იცოდა შვილის ცხოვრების შესახებ, მუდმივად ესაუბრებოდა მას ტელეფონით ან ინტერნეტით, მაგრამ დედა-შვილს შორის არ იყო ემოციური სიახლოვე, ისინი ძველი ნაცნობებივით ურთიერთობდნენ.ბებია შვილიშვილებთან იშვიათად ურთიერთობდა, მხოლოდ რამდენჯერმე ნახა ისინი, როცა შვილს ვიდეო ზარით ესაუბრა და ეგა იყო. შესაძლოა, სულის სიღრმეში ხვდებოდა, რომ ერთ დროს დაუფიქრებლად მოიქცა, მაგრამ საკუთარ თავთანაც კი ეშინოდა ამის აღიარების.

გიორგისთან შვილი არ ეყოლა, ვნება წლებთან ერთად განელდა და თითოეული თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა. ისინი მხოლოდ საღამოს ან დილით ხვდებოდნენ სამზარეულოში, როგორც საერთო საცხოვრებლის თანამოსახლეები.ერთ დილას ნელიმ გაიღვიძა საშინელი მარტოობის, საკუთარი უსარგებლობის შეგრძნებით და გააცნობიერა, რომ თავისი ცხოვრება ფუჭად გაფლანგა. ერთი ხელის მოსმით თქვა უარი წარსულ ცხოვრებაზე და სახლში წავიდა შვილთან.

მაგრამ იქ მას არავინ ელოდა… შვილმა სახლში კი შეუშვა და მისი მოსვლის პატივსაცემად სუფრაც გაშალა, მაგრამ ისინი უბრალოდ ისხდნენ და არაფერზე საუბრობდნენ. ასეთი საუბარი მხოლოდ თავაზიანობის გამო წარიმართება ხოლმე.შემდეგ, ისევ თავაზიანობის გამო, ლადომ შესთავაზა დედას ღამის გათევა მათთან, მაგრამ მანამდე ჰკითხა, თუ როდის აპირებდა სახლში დაბრუნებას.

  • თუ გინდა დავრჩები სულ… –  ძლივს გასაგონად თქვა ნელიმ.
  • ამაზე მრავალი წელი ვოცნებობდი! მრავალი წელი ღამღამობით ბალიშში თავჩარგული ვტიროდი, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო, ახლა აღარ მინდა…
  • ალბათ, გაგიჭირდება, რომ მაპატიო – უპასუხა ნელიმ შვილს – მაგრამ იქნებ, ნება მომცე და ვცადო შენი შვილებისთვის ბებია გავხდე.
  • დედა, შვილიშვილების ნახვას არ აგიკრძალავ, მაგრამ ჩემს ოჯახში რომ იცხოვრო, არ მინდა. შენ არჩევანი მრავალი წლის წინ გააკეთე და ეხლა გვიანია რამის შეცვლა.

ორი დღის შემდეგ ნელი გიორგისთან დაბრუნდა. იქ არავის უკითხავს სად წავიდა და რატომ, რადგან დიდი ხანია ერთმანეთისთვის უცხოები გახდნენ. შვილისთვისაც უცხო იყო…შესაძლოა, ოდესმე მაინც აპატიებს ლადო და აღარ იქნებიან ერთმანეთისთვის უცხოები.

ეს არავინ იცის, ვნახოთ რა იქნება მომავალში…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს