სსრკ-ს დანაშაულებრივი სამყაროს ლეგენდა: ამ ქალისა “კანონიერ ქურდებსაც

1264

“კანონიერი ქურდი” – ესაა განსაკუთრებული კასტა დამნაშავეებისა, რომლებიც თავიანთი წესებითა და კანონებით, სიკეთისა და ბოროტების ჩვენეულისგან განსხვავებული გაგებით ცხოვრობენ. ერთი შეხედვით, ასეთ მკაცრ მამაკაცურ სამყაროში ქალების არსებობა შეუძლებელია.

თუმცა, ისტორიას ახსოვს მდედრობითი სქესის ერთი არაორდინალური პიროვნება, რომელმაც შეძლო ქურდთა რიგებში მოხვედრა. მას აგლაი დემიდოვა ერქვა. იგი უკანასკნელი ქალი იყო, რომელიც “კანონიერ ქურდად” აკურთხეს.სხვათა შორის, სწორედ ის გახდა მიზეზი, რომლის გამოც ქურდებმა უარი თქვეს თავიანთ რიგებში ქალების მიღებაზე.

მის ბავშვობაზე არ არსებობს არავითარი დადასტურებული ინფორმაცია. ალგაის ისტორია ახალგაზრდობიდან იწყება, როცა მან მოქალაქეების ჯიბეებიდან დაიწყო ქურდობა და ამისთვის დააკავეს. არასრულწლოვანთა კოლონიიდან გამოსული ქალი დაკავდა ბინებისა და მაღაზიების ძარცვით.

30 წლის ასაკში, მან თავისი პროფესიული კარიერის პიკს მიაღწია – კანონიერ ქურდად აკურთხეს. თუმცა, თავისუფლად დიდხანს არ უვლია და კიდევ ერთი ჯიბის ქურდობის დროს, მისი მსხვერპლი რიგითი მილიციელი აღმოჩნდა, რომელმაც “ზონაზე” გაგზავნა.

ასეთი ბედი ალგაის სულაც არ აშინებდამ რადგან ქურდებს ზონაზე პრივილეგიები ჰქონდათ: შეეძლოთ არ ემუშავათ და თავისი თანამესაკნეების ე.წ. “ობშიაკი” თავის ნებაზე დაეხარჯა.

სხვათა შორის, როგორც ხდება ხოლმე, არსებობდა ერთი “მაგრამ” – დემიდოვას შეუყვარდა სხვა ქურდი, ტიმოხა ჟიგანი. და, თუ მამაკაც-ქურდებს ვნებიანად, თუმცა ხანმოკლედ უყვართ, ალგაიმ ვერ შეძლო თავისი გრძნობების დავიწყება. ამიტომ ქურდმა იმაზე ფიქრი დაიწყო, თუ როგორ გაქცეულიყო ციხიდან საყვარელ ადამიანთან.

პატიმარმა ციხის ექიმის მოხიბლვა გადაწყვიტა, რათა მას გადაეცა დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც ალგაის ტუბერკულოზი ჰქონდა. ქალს იმედი ჰქონდა, რომ სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანდნე, იქ კი ჟიგანი მივიდოდა. ქურდული კანონებით, ასეთი საქციელი უკიდურესად სამარცხვინო იყო, თუმცა სიყვარულისთვის რაზე არ წახვალ ადამიანი?

ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, სანამ დემიდოვას თანამესაკნემ, ვერკამ, არ დაასმინა იგი ექიმთან საავადმყოფოს დივანზე “მიღების” თაობაზე.

კამერაში ალგაის შესვლამდე, ვერკა მასში მთავარი იყო. მისი ძალაუფლება შიშზე იყო დაფუძნებული: იგი სცემდა და ძალადობდა სხვა პატიმრებზე. თუმცა, როგორც კი კანონიერი ქურდი გამოჩნდა, ყველაფერი შეიცვალა. ალგაი უფრო ძლიერი და ავტორიტეტული აღმოჩნდა.

ვერკამ დემიდოვას წყენა შემოინახა, ამიტომ ეძებდა ვარიანტებს მის თავიდან მოსაშორებლად. მისი და ექიმის ურთიერთობის გაგებისთანავე, ალგაი სხვა ქურდებთან დაასმინა. მათ ბევრი არ უფიქრიათ და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, ჯალათად კი ენის მიმტანი დაუნიშნეს.

ვერკას მცდელობა წარუმატებლად დასრულდა: ქალებმა ალგაი დაიცვეს და ვერკა მოკლეს. ჩხუბის ხმაზე შემოცვივდნენ ბადრაგები, რომელთაგანაც ერთ-ერთი დემიდოვას ხელით მოკვდა, რადგან იცოდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე თავადაც არ ჰქონდა დარჩენილი.

ეს ქმედება ახალი გეგმის ნაწილი აღმოჩნდა. მკვლელობისთვის, ჭკვიანი ქურდი სხვა ციხეში გადაიყვანეს. იმ დროისთვის ნორმალური იყო ბადრაგის მხრიდან პატიმრებზე ძალადობა. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ერთ-ერთმა მათგანმა ალგაისთან გართობა მოინდომა.

ბადრაგმა დემიდოვა მანქანიდან გადმოიყვანა და ბუჩქებში შეათრია. მეორე მანქანაში დარჩა და ელოდებოდა, თუმცა, 1 საათის შემდეგ მიხვდა, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. იგი კოლეგის მოსაძებნად წავიდა და მხოლოდ მისი გვამი იპოვა: ალგაიმ ბადრაგი მახათით მოკლა.

გაქცეული მაშინვე თავის საყვარელ ადამიანთან მივიდა. თუმცა, ქურდები ელოდნენ მოვლენების ასეთ შემობრუნებას. როცა ალგაი ტიმოხასთან მიდიოდა, მან იგი მიიღო, ერთად ვნებიანი ღამეც გაატარეს, თუმცა დილით ჟიგანმა განუცხადა, რომ ქურდული კოდექსის დარღვევის გამო, მას პირადად მოკლავდა.

დემიდოვა ევედრებოდა საყვარელს გონს მოსვლას, სიყვარულს ეფიცებოდა, თუმცა ბანდიტი დაუნდობელი აღმოჩნდა. მაშინ ქალი სახლიდან გავარდა და გაქცევა სცადა.

მან იცოდა, რომ ტიმოხას ცურვა არ შეეძლო, ამიტომ მდინარისკენ გაიქცა. ნაპირამდე მისული უსულოდ დაეცა მიწაზე. ჟიგანმა დანის ზუსტი სროლით გამოუტანა მას სასიკვდილო განაჩენი.

ალგაიზე დიდხანს არც უფიქრია, მალევე იპოვა ახალი პარტნიორი. ქურდის ცხოვრება ხომ მოკლეა, ამიტომ თვლიან, რომ ყველაფერი უნდა გამოსცადონ, სანამ შუბლში ტყვიას დაახლიან ან ციხეში ჩასვამენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს