გამყიდველმა დიდი გოგრის ყიდვა დამარწმუნა, ჯადოსნური ცომეულის რეცეპტი სალფეთქზე ჩავიწერე

0
420

გოგრის ცომეული, თან ყავასთან ერთად, სწორედ ისაა, რაც შემოდგომის ნაცრისფერი დღეების გასაფერადებლად გვჭირდება. დაახლოებით 7 წლის წინ, გამყიდველმა ბაზარში რეცეპტი სალფეთქზე დამიწერა: „გოგრისა და ყავის მოყვარულს ჩემთან ჩაიზე ველოდები!“ და უკვე 6 წელია ერთად ვართ. სიტყვაზე, ახლა ჩემი ქმარი სუპერმარკეტების ქსელის მფლობელია. გადავიდეთ კექსზე. ოდნავ სველი, ზომიერად ტკბილი, არომატული და ძალიან გემრიელი გამოდის. Paparazzi გიამბობთ, როგორ მოამზადოთ გოგრა–ყავის კექსი სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. მისი არომატული ხრაშუნა მოსაყრელი ძალიან მომწონს!

ცომის ინგრედიენტები:

  • 300 გ გოგრა
  • 60 მლ რძე
  • 120 მლ მცენარეული ზეთი
  • 2 კვერცხი
  • 190 გ ფქვილი
  • 1,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 ს/კ ხსნადი ყავა
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • 0,5 ჩ/კ მუსკატის კაკალი
  • 0,5 ჩ/კ დაფქული მიხაკი
  • 150 გ შაქარი
  • 0,5 ჩ/კ მარილი

მოსაყრელი ინგრედიენტები:

  • 3 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ დაფქული ნატურალური ყავა
  • 0,5 ჩ/კ დარიჩინი

მომზადების წესი:

  1. გოგრა გაასუფთავეთ, ნაჭრებად დაჭერით და დარბილებამდე გამოაცხვეთ. მეორე ვარიანტი: გოგრა მომზადებამდე შეგიძლიათ მოხარშოთ.
  2. მზა გოგრა პიურეს მიღებამდე დააბლენდერეთ.
  3. კექსის მოსაყრელი წინასწარ მოამზადეთ. შაქარი, დაფქული ყავა და დარიჩინი აურიეთ.
  4. ცომისთვის ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი გაცერით და აურიეთ. ნარევს სანელებლები (მიხაკი, მუსკატის კაკალი, დარიჩინი) და ხსნადი ყავა დაუმატეთ.
  5. კვერცხი და შაქარი ცალკე ათქვიფეთ. გოგრის პიურე დაუმატეთ და სილიკონის სპატულით აურიეთ. მცენარეული ზეთი და რძე ჩაასხით. კვლავ აურიეთ.
  6. მშრალი და თხევადი ნარევი აურიეთ. საცხობ ფორმას (11×21სმ) ზეთი წაუსვით ან პერგამენტი დააფინეთ. ცომი ფორმაში ჩაასხით. ზემოდან კექსს მოსაყრელი მოაყარეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50-55 წუთით მომზადებამდე აცხვეთ.
  7. კექსს გაგრილება აცადეთ, შემდეგ სუფრაზე გაიტანეთ. ესეც ასე. გოგრის კექსი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

გოგრის კექსი ძალიან არომატული გამოდის, ცომის ტექსტურა დიდებულია: ზომიერად სველი, ცომი კარგად ცხვება, რაც მნიშვნელოვანია. ცომს შეგიძლიათ ნიგოზი დაუმატოთ. ცოტა ლიმონიც მოუხდება, ცომს პირდაპირ დაუმატეთ ან ცედრა გახეხეთ. გოგრის ცომეული შემოდგომაზე ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებაა.