მეგობრები და ახლობლები 28 წლის მინა ბაშარანს ამბიციურ და ნიჭიერ ადამიანად თვლიდნენ. გოგონა თურქი მეწარმის და მილიარდერის, ჰუსეინ ბაშარანის მემკვიდრე იყო. მზრუნველ მამას ქალიშვილზე სული და გული ამოდიოდა და კომპანიის ნაწილი სამართავად უკვე გადასცა.
ერთი შეხედვით, მინა ოქროს ახალგაზრდების ტიპიურ წარმომადგენლად შეიძლება ჩათვალოთ, თუმცა გოგოების წრეში თავისი საქმიანი უნარებით უკვე პოპულარული გახდა. ისე ჩანდა, რომ ახალგაზრდა მეწარმეს ბედნიერი მომავალი ელოდა. თუმცა სულ ცოტა ხნის წინ მინა ტრაგიკულად დაიღუპა!
გასულ ოქტომბერს კომერციული იმპერიის ბაშარანის მემკვიდრე მურატ გეზერემთან დაინიშნა. ერთობლივი სურათების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ შეყვარებულები ერთმანეთზე გიჟდებოდნენ. ამასთან, ქორწინება გაუგებრობა არ იყო: თავად მურატის ოჯახი მსხვილ საგამომცემლო კომპანიას ფლობს.
მარტის ბოლოს დანიშნულ ქორწინებამდე მინა თავისუფალ ცხოვრებასთან გრანდიოზულად გამომშვიდობებას აპირებდა. შვიდ ყველაზე ახლო დაქალთან ერთად გოგონა დუბაიში გაემგზავრა.
კარგად დასვენების შემდეგ მხიარული კომპანია უკან ბრუნდებოდა კერძო თვითმფრინავით, რომელიც თავად გოგონას ოჯახს ეკუთვნოდა. თუმცა მთელი და უვნებელი სახლში დაბრუნება ლამაზმანმა ვეღარ შეძლო. მინას თვითმფრინავი ზაგროსის მთებში, თეირანიდან 360 კმ-ს დაშორებით ჩამოვარდა.
შარჯას საემირო-სტამბულის საჰაერო გზაზე თვითმფრინავმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და ჩამოვარდა. თვითმფრინავი მოშორებულ ადგილას ჩამოვარდა, მაშველებს ადგილზე მისვლა ვერტმფრენით მოუწიათ. სპეციალისტები თავიდანვე ეჭვობდნენ, რომ ვერავინ გადარჩებოდა.
საუბედუროდ, მაშველები მართლები იყვნენ. ავიაკატასტროფაში 11 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 8 მგზავრი, ხოლო 3 კი ეკიპაჟის წევრი იყო. კატასტროფის ადგილას მხოლოდ დამწვარი გვამები იპოვეს. ასევე „შავი ყუთიც“ აღმოაჩინეს.
ფრენის ჩანაწერების გაშიფვრამ აჩვენა: ტრაგედიის მთავარი მიზეზი არახელსაყრელი ამინდი იყო. თოვლიანი ქარიშხლის გამო, რომელსაც სქელი ნისლი ახლდა, თვითმფრინავის ძრავებმა მუშაობა შეწყვიტა. მფრინავები მის დაჯდომას ცდილობდნენ, მაგრამ ამოცანას ვერ გაუმკლავდნენ, ხოლო მიწაზე დაცემისას ფრთიანი მანქანა ასანთის ღერივით აფეთქდა.
მინას მამამ როგორც კი მომხდარის შესახებ შეიტყო, თეირანში გაემგზავრა. მაშველებს საქმეს ურთულებდა ის ფაქტი, რომ თვითმფრინავის შეტაკება 4 კმ-ს სიმაღლეზე მოხდა, საიდანაც ნაშთების ევაკუაცია საკმაოდ რთული იყო.