გადავწყვიტე 45 წლის ასაკში შვილის გაჩენა, რომ მარტო არ ვიყო.

0
422

ჩემი ქალიშვილი ახლა ათი წლისაა. ის ჯერ კიდევ ბავშვია – გრძელფეხება, წითური, გამხდარი გოგონა. ის ჩემი სიხარულია…ჩემი ქმარი ფრონტზე გარდაიცვალა. შვილები მისგან – ვაჟი და ქალიშვილი გაიზარდნენ, წავიდნენ სასწავლებლად. აღარც დაბრუნებულან მშობლიურ სოფელში. ქალაქში დაქორწინდნენ, შეეძინათ შვილები და თავისი ცხოვრება აქვთ. მე კი მარტო დავრჩი.

სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ კიდევ ერთი ბავშვი გამეჩინა, მაგრამ ვისგან? ომის შემდეგ ჩვენს სოფელში ძალიან ცოტა მამაკაცი დარჩა. მაინც გადავწყვიტე არ მეთქვა უარი ჩემს ოცნებაზე და ისევ გავმხდარიყავი დედა. არადა უკვე ორმოცდაოთხი წლის ვიყავი, მაგრამ ამან არ შემაჩერა.

გადავწყვიტე, ბავშვი ადგილობრივი ღუმელის შემკეთებლისგან გამეჩინა. ჩემთან დავპატიჟე ჩემი ღუმელის გასაკეთებლად. სუფრა გავუშალე, მას შემდეგ რაც თავის საქმეს მორჩა. დავლიეთ, ვისაუბრეთ და ყველაფერი მოხდა…

როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, ძალიან გამიხარდა. მაგრამ არ გაუხარდათ სხვებს. ჩემმა ძმამ შემაჩვენა, რომ ოჯახი შევარცხვინე. ადგილობრივი ქალები მსჯელობდნენ და აინტერესებდათ, ვისგან დავორსულდი, რომელიმეს ქმარი ხომ იყო მამა.

მაგრამ მე ეს საერთოდ არ მაწუხებდა. ის ფაქტიც, რომ ჩემი ვაჟი და ქალიშვილი გოგონას დაბადების შემდეგ იშვიათად მირეკავდნენ, არ ამცირებდა ჩემს სიხარულს.ჩემი ნაბოლარა საოცრად ლამაზი და ჭკვიანი გოგო იყო. ყველაფერს მიჯერებდა, ისწავლა საჭმლის მომზადება. საერთოდ, დედის სიხარული და დედის შემწე იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ასაკში შვილის გაჩენა გადავწყვიტე.

გოგონას ჯერ კიდევ არ ესმის, რატომ არ სურს საკუთარ ბიძას მასთან ურთიერთობა, რატომ არ მოსულა მისი ძმა და და ამდენი წელი ჩვენთან სტუმრად.არაუშავს, მინდა მალე დავტოვოთ ჩვენი სოფელი და ბედნიერად ვიცხოვროთ სხვაგან, ბოროტი მზერისა და ჭორებისგან შორს…