წყვილი ახალგაჩენილ ტყუპებს შეჰხაროდა, როცა ექიმი შემოვიდა და თქვა: “ძალიან ვწუხვარ…”

80506

პრაქტიკულად ყველა ჩვენგანს მოსწევია საავადმყოფოში ყოფნა: ვიღაცამ საკუთარ თავზე გამოსცადა სტაციონარში ყოფნის სირთულეები, სხვა კი ნათესავებს ინახულებდა. ეს საკმაოდ არასასიამოვნო ადგილია, რომელშიც მოხვედრა არავის სურს.

ალბათ, ისიც გინახავთ, თუ როგორ გამოდის ექიმი ყინულივით ცივი სახით საოპერაციოდან და პაციენტის ნათესავებს ეუბნება: “ძალიან ვწუხვარ…” ექიმები ამას მიჩვეულნი არიან – ადამიანები ხომ ყოველდღე იღუპებიან. თუმცა, ასეთი სიტყვებისთვის მოუმზადებლებისთვის ისინი რთული მოსასმენია.

სწორედ ეს სიტყვები გაიგონეს ჩვენი სტატიის გმირებმა, მეთ და ჯოჯი პერიებმა, 6 წლის წინ, ახალგაზრდა წყვილისთვის ეს ნამდვილი ტრაგედია იყო.

ქალმა რთული მშობიარობა გადაიტანა, ბავშვების წაყვანიდან რამდენიმე საათის შემდეგ კი ასეთი რამ მოისმინა.

მდგომარეობა იმან გაართულა, რომ პერიმ ერთი შვილის დაკარგვა უკვე განიცადეს: მისი პირველი ფეხმძიმობა მუცლის მოშლით დასრულდა. თუმცა, ბრიტანელი კიდევ ერთხელ დაფეხმძიმდა.

მან გააჩინა ბიჭუნა, სახელად ფინლი.

მესამე ფეხმძიმობა ექიმების მკაცრი დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობდა. ექიმების სიფრთხილე პირველი ფეხმძიმობის ცუდად დამთავრებით იყო განპირობებული, თუმცა მშობიარობამდე საშიში არაფერი ყოფილა.

ამჯერად, პერიმ ტყუპები გააჩინა, თუმცა უპრობლემოდ არა: პატარები ვადამდე 6 კვირით ადრე გაჩნდნენ. ექიმებმა ახალშობილები რეანიმაციაში გადაიყვანეს, სადაც დაუნის სინდრომი დაუდგინდათ.

ახალგაზრდა ოჯახმა ღირსეულად მიიღო ბედის ასეთი დარტყმა. თუმცა, მას ასეთი რამ მოჰყვა: საფუძვლიანი გამოკვლევების შემდეგ, ერთ-ერთ პატარას სიყრუვე, ხოლო მეორეს – გულის დაავადება დაუდგინდა.

-“თავი განადგურებულად ვიგრძენი. არ ვიცოდი, როგორ უნდა გამეზარდა ბავშვები ასეთი დაავადებით, შეძლებდნენ თუ არა სრულყოფილად ცხოვრებას.” – იხსენებს დედა.

ექიმის ტონმა მშობლებს მიახვედრა, რომ მათი ამბავი სახარბიელო არ იყო. მიუხედავად ამისა, მათ ფარ-ხმალი არ დაუყრიათ და მთელი ძალისხმევა ქალიშვილების აღზრდისკენ მიმართეს.

ახლა გოგონები უკვე 6 წლის არიან. ისინი სრულყოფილად ცხოვრობენ და პრაქტიკულად არ ჩამორჩებიან თანატოლებს განვითარებაში.

უფროსი ძმა აქტიურად მონაწილეობს ებიგეილისა და იზაბელის ცხოვრებაში.

-“ახლა რომ ვნახო ის ექიმი, ვაჩვენებდი ჩემს შვილებს და დავარწმუნებდი, რომ ისინი სავსებით ნორმალურები არიან. დღემდე ვერ ვივიწყებ მის სიტყვებს…” – თქვა მეთმა.

წყვილი გოგონების სკოლაში მიყვანას გეგმავს. პერიების ოჯახი დარწმუნებულია, რომ ებიგეილი და იზაბელი კარგ ადამიანებად გაიზრდებიან და საზოგადოების სრულყოფილი წევრებიც გახდებიან.

მეთისა და ჯოჯის ისტორია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ფარ-ხმალი არასდროს არ უნდა დაყაროთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს