ჰაეროვანი და მსუბუქი ვაშლის თაფლაკვერი.1 კვირა არ ხმება

767

ხილის ორცხობილა ძალიან მიყვარს. შემოდგომაზე ასეთს ვაშლით ხშირად ვაცხობ. მაშინვე ორმაგ პორციას ვამზადებ. ერთი კვირა არ ხმება! თაფლაკვერი ჰაეროვანი და მსუბუქი გამოდის. მასში ვაშლის გემო და ვანილისა და დარიჩინის არომატი მკვეთრად გამოხატულია. Paparazzi გიამბობთ, როგორ მოამზადოთ რბილი ვაშლის თაფლაკვერი სახლის პირობებში. ფრთხილად! იმდენად გემრიელია, რომ 10 წუთში შემოგეჭმებათ.

ინგრედიენტები:

  • 370 გ გასუფთავებული ვაშლი
  • 1 კვერცხი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 175 გ შაქარი
  • 4 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 370 გ ფქვილი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 0,5 ლიმონი
  • 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
  • 110 გ + 1 ჩ/კ კარაქი
  • 1 ჩ/კ ვანილი

მომზადების წესი:

  1. ვაშლი გარეცხეთ, გაასუფთავეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. ლიმონის წვენი მოასხით, დარიჩინი და შაქარი მოაყარეთ.
  2. ცხელ ტაფაზე 1 ჩაის კოვზ კარაქში ვაშლი დარბილებამდე თუშეთ, პერიოდულად აურიეთ. ამის შემდეგ ვაშლი პიურეს მიღებამდე დააბლენდერეთ.
  3. ფქვილს გამაფხვიერებელი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  4. ვაშლის პიურეს შაქარი, 110 გ გამდნარი კარაქი, კვერცხი, მარილი და ვანილი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ვაშლის მასას ნახევარი ფქვილის ნარევი დაუმატეთ. სილიკონის სპატულით აურიეთ, შემდეგ მეორე ნახევარი დაუმატეთ და აურიეთ.
  5. ძალიან სქელი ცომი არ უნდა გამოვიდეს, ხელზე მიგეკვრებათ. ცომიდან მსხვილი ნიგვზის ზომის ბურთები გააკეთეთ. მზა ორცხობილები პერგამენდაფარებულ საცხობ ფორმაზე ერთმანეთისგან მცირე დისტანციაზე დააწყვეთ.
  6. სურვილის შემთხვევაში ზემოდან შაქარი მოაყარეთ. ორცხობილა წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35 წუთით მომზადებამდე აცხვეთ. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ. ვაშლის ორცხობილა მზადაა. გემრიელად მიირთვით.

ორცხობილა ხილით ძალიან არომატული გამოდის. რაც მთავარია, სწრაფად და მარტივი პროდუქტებით მზადდება. ვაშლი ცომს სინაზეს და სირბილეს მატებს. ასეთი ორცხობილა ვაშლის შარლოტას, მით უფრო ნაყიდი ორცხობილის შესანიშნავი ალტერნატივაა. შეუდარებელი რეცეპტია, გირჩევთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს