ორცხობილა „აბლაბუდა“, რომელიც ზარმაცი დიასახლისის მხსნელია

0
959

შინ გამომცხვარი ცომეული ძალიან მიყვარს, მაგრამ მომზადების სიყვარულით არ გამოვირჩევი. მხოლოდ მარტივ და ლამაზი შედეგის რეცეპტებს ვამზადებ. ჩემი ფავორიტი ვიპოვე. ორცხობილა კაკაოთი „აბლაბუდა“. ელემენტარულად მზადდება. იმდენად ლამაზია, რომ მაშინვე ინსტაგრამზე შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ. ძალიან გემრიელი და არომატულია. Paparazzi ამ მარტივ ხელმისაწვდომ რეცეპტს გიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • 300 გ შაქარი
  • 7 გ გამაფხვიერებელი
  • 160 გ მანანის ბურღული
  • 350 გ ფქვილი
  • კაკაო

მომზადების წესი:

  1. კვერცხი შაქართან ერთად სრულ გახსნამდე ათქვიფეთ. რეცეპტში ბევრი შაქარია, მაგრამ რაოდენობა შეგიძლიათ გაანახევროთ. ეს პროპორცია ტკბილეულის დიდი მოყვარულთათვისაა. ნაკლები შაქრითაც შეუდარებელი გამოვა. სამაგიეროდ რეცეპტში მცენარეული ზეთი ან კარაქი არ შედის.
  2. კვერცხის ნარევს მანანის ბურღული დაუმატეთ, აურიეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ. ზუსტად 10-15 წუთით.
  3. გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებლით დაუმატეთ. ფქვილი აუცილებლად გაცერით, რომ ცომი ფაფუკი გამოვიდეს. ასე ორცხობილა ჰაეროვანი გამოვა.
  4. რბილი ცომი მოზილეთ. ხელზე არ უნდა გეკვროდეთ, მაგრამ ფქვილით გატენილიც არ უნდა იყოს. ცომიდან პატარა ბურთები გამოძერწეთ. წინასწარ ხელი წყალში დაისველეთ. პატარა ჭურჭელში კაკაო ჩაყარეთ.
  5. თითოეული ბურთი კაკაოში ამოავლეთ, რომ ცომით მთლიანად დაიფაროს. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ზუსტად 13 წუთით აცხვეთ.

იმის გამო, რომ ცომი ამოდის, კაკაოს ფენები სკდება. ასე ობობის ქსელის ეფექტი იქმნება. ორცხობილა სტუმრებსაც შეგიძლიათ მიართვათ. ეფექტურად და მორთულად გამოიყურება. გემოც შესანიშნავია. პირადად, ტკბილ ორცხობილას ვაცხობ, იმდენი შაქრით, რამდენიც რეცეპტში შედის. შინ გამომცხვარი დესერტი ფინჯან არომატულ ყავასთან ერთად საოცარია. ძალიან სწრაფად მზადდება, ჭუჭყიანი ჭურჭელი ცოტაა, ხოლო შედეგი გვახარებს. თუ ზარმაცი დიასახლისი ხართ, თქვენთვის იდეალურია.