ლამაზი ქათმის სალათი „წითელქუდა“ საახალწლო სუფრისთვის. გემოების საოცარი ნაზავი

0
768

სალათი ქათმით და ბულგარული წიწაკით „წითელქუდა“ სადღესასწაულო პროგრამის მთავარი ნაწილი გახდება. თუ სუფრაზე ასეთი კერძია, ჩათვალეთ, რომ წვეულებამ წარმატებით ჩაიარა. არა მხოლოდ გემოების პალიტრით, არამედ უნივერსალური ინგრედიენტებით გაგახარებთ. ადვილად შეგიძლიათ შეცვალოთ, ასე კერძს არ დააზიანებთ. „წითელქუდას“ საიდუმლოებებს გაგიმხელთ.

ქათმის სალათი ბულგარული წიწაკით – კერძს ბევრი ვარიანტი არსებობს. ეს მის პოპულარობას და შეუდარებელ გემოს ხაზს უსვამს. მაგალითად, „წითელქუდას“ ყველაზე გავრცელებულ რეცეპტში გამოიყენება ქათმის ხორცი და ბულგარული წიწაკა. თუმცა ქათმის ნაცვლად ხბოს ხორცი, ხოლო წიწაკის ნაცვლად ჭარხალი შეგიძლიათ გამოიყენოთ. გემოების საოცარი ტანდემი გამოვა. ვეგეტარიანული ვარიანტიც არსებობს. ამ შემთხვევაში ხორცი საერთოდ ამოიღეთ. ქიშმიში, შავქლიავი და კაკალი დაუმატეთ. ხილ–ბოსტნეულის გემრიელი კომბინაცია გამოვა. კლასიკურს არაფრით ჩამოუვარდება. მთავარია, რომ დამახასიათებელი ქუდის ფორმა მისცეთ, რომ სახელი გაამართლოს.

უჩვეულო „წითელქუდა“

ინგრედიენტები:

  • 300 გ მოხარშული ან შებოლილი ფილე
  • 200 გ პეკინის კომბოსტო
  • 2 პომიდორი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 2 კვერცხი
  • 200 გ ხმელი ყველი
  • მწვანე ბარდა (დეკორისთვის)
  • ბროწეულის მარცვლები (დეკორისთვის)

სოუსის ინგრედიენტები:

  • 200 გ მაიონეზი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 კონა ახალი მწვანილი
  • სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, სალათის ფორმირება განვიხილოთ. გირჩევთ, რომ თითოეული სტუმრისთვის ცალკე თეფშზე გააკეთოთ. ასე „ქუდის“ ფორმის პატარა მთებს მიიღებთ, რომელიც სალათის ატმოსფერულ სახელს მთლიანად გადმოსცემს. ბროწეულის მარცვლები კაშკაშა ფერებს შემატებს, ხოლო გახეხილი ყველიდან ქუდის ფუმფულა არშია შეგიძლიათ შექმნათ.
  2. მოხარშული ქათმის ფილე პატარა ნაჭრებად დაჭერით. თუ შესაძლებელია, შებოლილი ხორცი იყიდეთ ან მოამზადეთ. ასე უფრო გემრიელი გამოვა. ქათმის ხორცი თეფშზე პირველ ფენად დააწყვეთ. შემდეგ მუჭა პეკინის კომბოსტო დაუმატეთ. ზემოდან კვერცხის ფენა და გახეხილი ყველი, ხოლო შემდეგ ბულგარული წიწაკის ნაჭრები დაუმატეთ.
  3. თითოეულ ფენას ცხარე მაიონეზის სოუსი წაუსვით. წიწაკა გააფორმეთ ბარდით, სოუსის ფენა წაუსვით და ზემოდან პომიდორი დააწყვეთ. მასაც სოუსი უხვად წაუსვით და ბროწეულის მარცვლებით გააფორმეთ.
  4. ისეთი სასალათე აირჩიეთ, რომელშიც დეკორისთვის საკმარისი ადგილია. წვრილად გახეხილი ყველით თითოეული ქუდისთვის არშია გააკეთეთ. გარდა ამისა, ყველს ცოტა მაიონეზი და ქათმის ფილე დაუმატეთ, რომ პატარა ბურთი შექმნათ. ეს ბურთი სალათის ზემოთ პატარა პომპონის როლს შეასრულებს. გარწმუნებთ, სტუმრები აღფრთოვანებულნი იქნებიან.

სადღესასწაულო სალათი ქათმით და ბულგარული წიწაკით – მთავარია, რომ სხვადასხვა ინგრედიენტებისგან საყვარელი ქუდი შექმნათ, რომელიც თითოეულ სტუმარს მოეწონება. ქათმის ნაცვლად თევზი ან სუბპროდუქტიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მოკლედ, აქ ფანტაზიას გასაქანი აქვს.