დანამდვილებით გეუბნები, რომ ირა მათი ნაშვილები ქალიშვილია. ის ხომ საერთოდ არ ჰგავს მათ!

0
12130

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი თავისი ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობს.ერთხელ სკოლიდან დაბრუნებისას, შემთხვევით ორი ქალის საუბარი მოვისმინე, რომლებიც ჩვენს სადარბაზოში ცხოვრობენ.

  • დანამდვილებით გეუბნები, რომ ირა მათი ნაშვილები ქალიშვილია. ის ხომ საერთოდ არ ჰგავს მათ!
  • იქნებ, ის რომელიმე ბებიას ჰგავს, ასეც ხომ ხდეა ხოლმე!
  • ხდება! მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის! მე ტოპოლკოვებს კარგად ვიცნობ. არაერთი თაობა გაიზარდა ჩემ თვალწინ! ისინი ყველა მუქ თმიანები არიან და ყავისფერი თვალები აქვთ. ირა კი – წითურია და ჭორფლიანი.

ამ ქალებს გვერდზე ჩავუარე და მაშინვე მივხვდი, რომ ჩემზე საუბრობდნენ. სხვა ვისზე უნდა ესაუბრათ, ამ გვარის მხოლოდ ჩვენ ვართ.სახლის კარები შევაღე და დიდხანს ვიდექი სარკის წინ. მე ნამდვილად არ ვგავდი არც დედას, არც მამას და არც ჩემს უმცროს ძმას – იგორს.

  • გამარჯობა, არის ვინმე სახლში? ისეთი გემრიელი ტორტი ვიყიდე! გამარჯობა ირა! როგორ ხარ? რატომ ხარ ასეთი მოწყენილი? მოხდა რამე? – მკითხა დედამ და უფრო დაკვირვებით შემომხედა.
  • ის მოხდა, რომ გავიგე, რომ თქვენი ნამდვილი შვილი არ ვარ! ეს მართალია?!
  • ვინ გითხრა?
  • არ აქვს მნიშვნელობა! სიმართლეა ეს თუ არა?
  • შენ უკვე დიდი გოგო ხარ. მე და მამაშენს მაინც გვინდოდა შენთვის სიმართლის თქმა, მაგრამ როდესაც სკოლას დაამთავრებდი. თუმცა, მომიწევს, რომ სიმართლე ახლავე გითხრა. როდესაც მე და მამაშენმა ვიქორწინეთ, მე დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვორსულდებოდი. ჩვენ გადავწყვიტეთ ბავშვი გვეშვილებინა. პირველად რომ დაგინახეთ, მაშინვე მივხვდით, რომ შენ ჩვენი ქალიშვილი იყავი. ჩვენ გიშვილეთ და მთელი ეს წლები საკუთარი შვილივით გზრდიდით. შემდეგ კი – ღმერთმა ვაჟიშვილი გვაჩუქა, მაგრამ ჩვენ არც ერთხელ არ გვინანია ის, რომ შენ გიშვილეთ. ჩვენ შენ ძალიან გვიყვარხარ!
  • გიყვარვართ? თქვენ წლების განმავლობაში მატყუებდით! თვენი დანახვა აღარ მინდა! მძულხართ! – დავიყვირე და ქუჩაში გავიქეცი.

დიდხანს დავეხეტებოდი სკვერში. არაფრით არ შემეძლო იმის დაჯერება, რომ მე ჩემი მშობლების ნამდვილი შვილი არ ვიყავი. ძალიან გაბრაზებული ვიყავი. წარმოვიდგინე ჩემი ნამდვილი დედა, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე მეძებდა. წარმოვიდგინე, რომ ის ძალიან იტანჯებოდა და დღემდე მეძებდა. გადავწყვიტე, რომ ის აუცილებლად მეპოვა. წარმოვიდგინე, როგორ გაუხარდებოდა, როდესაც ერთმანეთს შევხვდებოდით.

ღამის გასათევად სახლში არ დავბრუნებულვარ, ჩემს საუკეთესო მეგობართან დავრჩი. მან დედაჩემს დაურეკა და უთხრა, რომ ღამით მასთან ვრჩებოდი და რომ არ ენერვიულა.

  • არ ინერვიულებს ჩემ გამო. ვინ ვარ მე მისთვის? არავინ! – ვთქვი და ავტირდი.
  • არ ხარ მართალი! ნატა დეიდა ამდენი წელია დედაშენია. მას ძალიან ძლიერ უყვარხარ!
  • არა! დედაჩემი არ არის, მე აუცილებლად ვიპოვი ჩემს ნამდვილ დედას!

გაკვეთილების შემდეგ სკოლასთან დედა მელოდა. სახეზე შევატყვე, რომ მას მთელი ღამე საერთოდ არ სძინებია.

  • ირა მომისმინე, შენს ნამდვილ დედაზე მინდა გიამბო. როდესაც გაგაჩინა, ის ძალიან ახალგაზრდა იყო, 17 წლის. ის ჯერ თვითონ ბავშვი იყო. მას არ შეეძლო, რომ შენ არ დაეტოვებინე. თუ მისი გაცნობა და მასთან საუბარი გსურს, მისი მისამართი მოგიტანე! – მითხრა დედამ და გამომიწოდა წერილი მისამართით.

ამის შემდეგ დედა წავიდა. მეორე დღეს მე და ჩემი მეგობარი მითითებულ მისამართზე გავემგზავრეთ. დიდხანს ვიმგზავრეთ, ავტობუსით მთელი სამი საათი. მთელი გზა ნამდვილ დედასთან შეხვედრას წარმოვიდგენდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი.შემდეგ, მე და ელენემ მისამართში მითითებული ქუჩა და სახლი ვიპოვეთ. სახლის ეზოში ბავშვები თამაშობდნენ, ჩემი და-ძმა. ეზოში ქალი გამოვიდა, დაგვინახა და ჭიშკრისკენ გამოემართა. მაშინვე მიცნო. ჩვენ ძალიან ვგავდით ერთმანეთს.

  • აქ რატომ მოხვედი? შენ მე არ მჭირდები და არც არასოდეს მჭირდებოდი. მე მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, შენ ჩემი ახალგაზრდობის შეცდომა ხარ. ძალიან მიხარია, რომ წლების წინ შენზე უარი ვთქვი. ახლა მე გათხოვილი ვარ და სამი შვილი მყავს. შენ კი, როგორც ვხედავ კარგი მშობლები გყავს: მოდურად ხარ ჩაცმული და ძვირადღირებული ჩანთაც გიჭირავს! წადი და აქ არასოდეს აღარ მოხვიდე. ჩვენ ორივეს საკუთარი ცხოვრება გვაქვს! – მითხრა ჩემმა ნამდვილმა დედამ.

გამოვტრიალდით და წამოვედით. მთელი გზა ვტიროდი. ძალიან მრცხვენოდა იმის გამო, რომ დედაჩემს ასე ვაწყენინე. მაპატიებს კი? ელენე მამშვიდებდა, როგორც შეეძლო. შემდეგ, სახლამდე მიმაცილა. კარი შევაღე.

  • გამარჯობა! როგორც იქნა მოხვედი! სად იყავი? ძალიან მომენატრე! – მომვარდა იგორი.ოთახიდან მამა გამოვიდა.
  • ძალიან მიხარია, რომ დაბრუნდი! მოდი! დედაშენმა ისეთი კარგი ღვეზლები გამოაცხო! ახლა ჩაის დავლევთ! – თქვა მამამ და ხელი მომხვია.

სამზარეულოში გავედი. მე და დედა რამდენიმე წუთს ჩუმად ვუმზერდით ერთმანეთს, შემდეგი კი ჩავიჩურჩულე:

  • მაპატიე დედა, თუ შეძლებ. ძალიან მიყვარხარ.დედა მომიახლოვდა და ასევე ჩუმად ჩაიჩურჩულა:
  • მეც ძალიან მიყვარხარ შვილო.

ამ სიტყვების შემდეგ ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ერთად ავტირდით. ეს სიხარულისა და ბედნიერების ცრემლები იყო.