დაწერეთ ეს ციფრი დაფნის ფოთოლზე და ჩადეთ საფულეში. ძლიერი შელოცვა ფინანსების მოსაზიდად

0
10770

უძველესი დროიდან დაფნის ფოთოლს განსაკუთრებულ თვისებებს აწერენ. მას ტრიუმფის სიმბოლოს ტყუილად არ უწოდებენ. ამბობენ, რომ დაფნა სიმდიდრეს და წარმატებას იზიდავს. მას უკავშირდება ძველი ბერძნული მითიც, რომლის შესახებ დღეს გიამბობთ. Paparazzi გასწავლით, როგორ გააკეთოთ შელოცვა დაფნის ფოთლით. ძლიერი რიტუალი ფინანსური წარმატების მოზიდვაში დაგეხმარებათ.

შელოცვა დაფნის ფოთოლზე – არსებობს ლამაზი ლეგენდა, როგორ გაჩნდა დაფნა. ერთხელ აპოლონმა ეროსს დაუფიქრებლად შეურაცხყოფა მიაყენა, მის მშვილდ–ისარს დასცინა. ეროსმა შურისძიების მიზნით აპოლონს მშვენიერი ნიმფა დაფნეს მიმართ სიყვარულის ისარი ესროლა. დაფნეს კი მის მიმართ სიძულვილის ისარი ესროლა. ვნებით შეპყრობილი აპოლონი დაფნეს დასდევდა, მაგრამ ქალი მის მიმართ გულგრილი იყო. მაშინ მშობლებს შეევედრა, რომ მისი გარეგნობა შეეცვალათ. ასე მშვენიერი ქალი დაფნის ხედ გადაიქცა. აპოლონმა მისი გრძნობა შეინარჩუნა. იმ დღიდან დაფნა აპოლონის წმინდა ხედ იქცა, ხოლო დაფნის გვირგვინი მის განუყოფელ ატრიბუტად.

დაფნის ფოთლები და ფული – ალბათ, ასე დაფნის ფოთოლი ჯადოსნურად ჩათვალეს. მას სხვადასხვა რიტუალსა და შელოცვაში ხშირად იყენებენ. მაგალითად, წარმატების და იღბლის მოსაზიდად. დღეს ერთ–ერთ ასეთ რიტუალს გიზიარებთ. დავიწყოთ მარტივით. გაქვთ თასი, სადაც ხურდა ფულს ინახავთ? მაშინ ერთი მარტივი რამ გააკეთეთ. დაფნის ფოთოლი აიღეთ. ხელში დაიჭირეთ და დაფიქრდით, როგორ გსურთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება: ახალი სამსახური, ხელფასის მომატება თუ საკუთარი ბიზნესი. იდეა წარმოიდგინეთ, ფოთოლი თასში მონეტებთან ჩადეთ. შემდეგ რაიმე დააფარეთ და კუთხეში დადგით, სადაც ვერავინ დაინახავს. ითვლება, რომ დაფნის ფოთოლი უნდა შეინახოთ იქ, სადაც ფულია. 5 ლამაზი ფოთოლი აიღეთ, თითოეულს ფორთოხლის ეთერზეთი დააწვეთეთ. მზეზე გააშრეთ. ამის შემდეგ დააწყვეთ იმ ადგილებში, სადაც ფულს ხშირად ინახავთ. ძლიერი თილისმაა!

შელოცვა დაფნის ფოთოლზე – ბოლო, მაგრამ უძლიერესი მეთოდი. დაფნის ფოთოლი ფინანსების თილისმად გამოიყენეთ. დიდი ლამაზი ფოთოლი აიღეთ. მასზე დაწერეთ თანხის რაოდენობა, რომელიც გჭირდებათ. ნებისმიერი ეთერზეთი წაუსვით. ამის შემდეგ ხელისგულებს შორის ჩაიდეთ, ნაზად გასრისეთ და თქვით: „ვსრეს დაფნას, ფულში დახმარებას ვითხოვ.“ შემდეგ ფოთოლი საფულეში ჩადეთ და ეცადეთ, რომ აღარ ამოიღოთ. ისე შეინახეთ, რომ უცხომ ვერ დაინახოს. ასე ცხოვრებაში წარმატებას, ხოლო საფულეში ფულს მოიზიდავთ.

უნდა გესმოდეთ, რომ დაფნის ფოთოლზე შელოცვა ვერ იმუშავებს, თუ არ იშრომებთ. გულახდილები ვიყოთ, ფული თქვენს ცხოვრებაში თავისით ვერ მოვა. უნდა იმუშაოთ და ყველაფერი გააკეთოთ, რომ მოგება გაზარდოთ. ასე შელოცვა იმუშავებს, ხოლო თქვენი ძალისხმევა სათანადოდ ანაზღაურდება. მიზნების მიღწევას და ოცნებების ახდენას გისურვებთ!