მე შემიყვარდა ჩემი მამამთილი და მისგან შვილები გავაჩინე. ამით მე ერთდროულად ორი ოჯახი დავანგრიე

0
471

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.მე ანნა მქვია. განათლებით მედიკოსი ვარ. ჩემი ქმარი, ვლადიმერი, საავადმყოფოში გავიცანი, როდესაც პრაქტიკებს გავდიოდი. ჩვენ ერთმანეთი მოგვეწონა და ერთმანეთს ვხვდებოდით. ცოტა ხნის შემდეგ, ვლადიმერმა თავისი მშობლები გამაცნო. მე მაშინვე მომეწონა ჩემი მამამთილი. ისიც ექიმი იყო, საკუთარი კერძო კლინიკა ჰქონდა.

მე და ვლადიმერი დავქორწინდით. ჩემი ქმარი ძალიან ხშირად მიემგზავრებოდა მივლინებაში. მე კი გამუდმებით ჩემს მამამთილზე ვფიქრობდი. ერთხელ, გამბედაობა მოვიკრიბე და ჩემი მამამთილი სტუმრად დავპატიჟე. ჩვენ ვივახშმეთ, ღვინო დავლიეთ და გულწრფელად ვისაუბრეთ.

იგორმა მითხრა, რომ მასაც ძალიან მოვწონდი, როგორც ქალი. მას ესმოდა, რომ მე ძალიან ცუდად ვიყავი იმის გამო, რომ მისი შვილი ასე ხშირად დადიოდა მივლინებებში და ამიტომ დამთანხმდა, რომ გამხდარიყო ჩემი საყვარელი.საყვარლები იმ საღამოსვე გავხდით. მე სინამდვილეში შემიყვარდა ჩემი მამამთილი და მის გარდა სხვა არავინ მჭირდებოდა. მინდოდა, რომ ჩემთან, რაც შეიძლებოდა მეტი დრო გაეტარებინა.

შემდეგ, ჩემი მამამთილისაგან ორი შვილი გავაჩინე: ბიჭი და გოგო. ჩემს ქმარს, რა თქმა უნდა, ეს ბავშვები თავისები ეგონა. ერთ დღეს კი ჩემი ქმარი მივლინებიდან დაბრუნდა და მე და მამამისი საწოლში დაგვინახა. საშინელი სკანდალი ატყდა.ჩვენ დავშორდით. ჩემს ქმარს ჩემთან ლაპარაკიც კი აღარ სურს. მამამთილმაც გამათავისუფლა. დედამთილმა თავის ქმარს აპატია და ისინი ისევ ერთად ცხოვრობენ.

მე კი მარტო დავრჩი ორ შვილთან ერთად და უმუშევარი. ძალიან მიჭირდა. როდესაც ჩემმა მშობლებმა ქმართან დაშორების მიზეზი გაგიგეს, მათაც შეწყვიტეს ჩემთან ურთიერთობა.ალიმენტზე უარი მითხრეს, ჩემი მშობლები არ მეხმარებოდნენ. მარტო მამამთილი მეხმარებოდა ძალიან ცოტას, რადგან ეს ბავშვები ხომ მისი შვილები იყვნენ. პირველ ხანებში ბავშვები მუდმივად მეკითხებოდნენ მამაზე და პაპაზე. როგორ უნდა მეთქვა მათთვის, რომ ეს ერთი და იგივე ადამიანი იყო?

ცოტა ხნის შემდეგ სამსახური მოვნახე, ბინა ვიქირავე. ჩემი შვილები გაიზარდნენ. ქმარმა ცოლი მოიყვანა, მას ახალი ოჯახი ჰყავს. ჩემი შვილები ექიმები გახდნენ.მე აღარ გავთხოვილვარ. მთელი ამ წლების განმავლობაში მარტო ვცხოვრობ, ვერც ერთი მამაკაცი ვეღარ შევიყვარე.

არაფერს არ ვნანობ, თუმცა სხვა ქალებს მინდა ვურჩიო: ნუ დაანგრევთ სხვის ოჯახებს. სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერ აიშენებთ. ეს სრული სიმართლეა!