ჩემი მშობლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ჩემს გათხოვებას. მე ხომ ყრუ-მუნჯს მივყვებოდი ცოლად. მე მათ არ დავუჯერე

0
12371

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.მე მქვია ელენე. მინდა მოგითხროთ იმის შესახებ, თუ როგორ გავიცანი ჩემი ქმარი – მიხეილი.

იმ დღეს არაფერში მიმართლებდა, აი პირდაპირ დილიდანვე ვერ შედგა ის დღე. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩამეძინა. მერე, ძალიან მეჩქარებოდა და ყავა გადავისხი. სხვა პერანგის გაუთოვება მომიწია. როდესაც, უკვე თითქმის გაჩერებამდე ვიყავი მისული, გამახსენდა, რომ უთოს გამორთვა დამავიწყდა. სახლში დაბრუნება დამჭირდა. საბოლოოდ, მივრბოდი და იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორ უნდა მემართლებინა თავი ჩემს უფროსთან.

მოულოდნელად ჩემს წინ მანაქანა გაჩერდა. ჩვეულებრივ, არასოდეს ვუჯდები მანქანაში უცხო მამაკაცებს, მაგრამ დღეს განსაკუთრებული დღე იყო: ძალიან არ მინდოდა სამსახურში დაგვიანება.

მძღოლი მაშინვე ძალიან უცნაურად მომეჩვენა. ჩემზე დაახლოებით სამი წლით უფროსი იქნებოდა. ვთხოვე, რომ სამსახურამდე მივეყვანე. ის ყურადღებით მაკვირდებოდა, მაგრამ არაფერს ამბობდა. მაშინ, კიდევ ერთხელ გავუმეორე, სად მინდოდა მისვლა. მან თავი დამიქნია და წავედით.მთელი გზა ჩუმად ვიყავით. მეშინოდა, რომ დამაგვიანდებოდა და ამიტომ არაფერს ვამბობდი.

სამუშაო დღემ ჩაიარა და ოფისიდან გამოვედი. ოფისის შესასვლელთან ის ახალგაზრდა მელოდა, რომელმაც დილით სამსახურამდე მომიყვანა. ხელში ძალიან ლამაზი თაიგული ეჭირა. ჩუმად გამომიწოდა თაიგული და ქაღალდის ფურცელი. ფურცელზე ეწერა: “გამარჯობა, მე მიხეილი მქვია. მე ყრუ-მუნჯი ვარ, მაგრამ ნორმალური ადამიანი. შენ ძალიან მომეწონე!”

მე ძალიან გამიკვირდა, თაიგული არ ამიღია. უბრალოდ შემოვბრუნდი წამოვედი. მიხეილი ასე ადვილად არ დანებდა. ის მთელი ერთი თვის განმავლობაში მელოდებოდა სამსახურთან დიდი თაიგულით ხელში. ბოლოს, კაფეში წასვლაზე დავთანხმდი.მიხეილმა ძალიან კარგად იცოდა კითხვა ტუჩების მიხედვით. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა, ძალიან გვაინტერესებდა ერთმანეთი.

კომუნიკაცია ძირითადად სმარტფონის მეშვეობით გვქონდა. მიხეილი ძალიან საინტერსო და მხიარული მოსაუბრე იყო. ერთი თვის შემდეგ მივხვდი, რომ ის შემიყვარდა. სამი თვის შემდეგ ჟესტების ენა შევისწავლე. ხუთი თვის შემდეგ კი – მიხეილმა ხელი მთხოვა. მე სიხარულით დავთანხმდი.

ჩემს მშობლებს რომ ვუთხარი, დედაჩემმა ნამდვილი ისტერიკა გამართა. მამამ მითხრა, რომ უზარმაზარ შეცდომას ვუშვებდი. მე ასე არ ვთვლიდი. მე მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ მიხეილი – ყველაზე კარგი ბიჭია მთელს მსოფლიოში. ჩვენს ქორწილში ჩემი მშობლები არ მოსულან.

უკვე 15 წელია ცოლ-ქმარი ვართ. ჩვენი ვაჟი 12 წლისაა, ის სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ის უპრობლემოდ ურთიერთობს მამამისთან. ჩვენ – ძალიან ბედნიერი ოჯახი ვართ. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წლების უკან ჩემს მშობლებს არ დავუჯერე და საყვარელ ადამიანს გავყევი ცოლად.

ჩემს მშობლებს მთელი 10 წელი არ ენახათ შვილიშვილი და საერთოდ არ ჰქონდათ მასთან ურთიერთობა. თუმცა, უკვე ორი წელია, რაც მიხვდნენ, რომ ისინი სრულიად არ იყვნენ მართლები. ისინი დიდი ხნის მანძილზე ვერ იჯერებდნენ, რომ მე ასეთი ბედნიერი ვიყავი და ყველაფერი კარგად იყო.