ორივე ბებიამ შვილის მოვლაზე უარი მითხრა. რთული გადაწყვეტილება მივიღე

0
2186

როცა ორივე მშობელი მუშაობს, ბავშვის მოვლა და საოჯახო საქმეების შესრულება ძალიან რთულია. დღევანდელ რეალობაში ეს აუცილებელია. ამ შემთხვევაში ხშირად ბებია და ბაბუა გვეხმარება. Paparazzi–ის დღევანდელი ისტორიის გმირი საპირისპირო სიტუაციაში აღმოჩნდა.

ორივე მშობელი მუშაობს – „ამას ვწერ, რადგან ძალიან ცუდად ვარ. ოჯახში რთული პერიოდი მაქვს. მე და ჩემს მეუღლეს მყარი გეგმა გვქონდა. ბავშვის დაბადებამდე იპოთეკა ავიღეთ. 9 თვემდე ვმუშაობდი. შემდეგ დეკრეტში გასვლას ვაპირებდი, სანამ ბავშვი 3 წლის არ გახდებოდა. ამის შემდეგ ქალიშვილს ბაღში გავუშვებდი და სრულ განაკვეთზე მუშაობას შევძლებდი. გეგმა შეგვეცვალა. ქმრის კომპანიამ სერიოზული ზარალი განიცადა, ამიტომ ხელფასი შეუმცირდა. ბავშვი მხოლოდ 2 წლისაა, თავად უმუშევარი ვარ. გვესმის, რომ მეც რაღაც უნდა მოვძებნო, რომ ვალებში არ ჩავეფლო. როცა ბაღები გაიხსნა, ქალიშვილის შეყვანა მოვახერხე. თავად პირველივე ნანახ სამსახურში გავედი. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მოგვიანებით სამუშაო გრაფიკი შემიცვალეს. ახლა კვირაში რამდენიმე დღე საღამოს 8–მდე ვმუშაობ. ქმარი საერთოდ 10–ზე ბრუნდება.

ამ დღეებში ბავშვის ბაღიდან გამომყვანი არავინაა. რა თქმა უნდა, 8–მდე შეგიძლია ბაღში დატოვო, მაგრამ ეს ორჯერ მეტი ღირს. სამწუხაროდ, ამის საშუალება არ გვაქვს. ერთ დღეს დედას დავურეკე და ვთხოვე, რომ შვილიშვილი გამოეყვანა. დედამ მიპასუხა, რომ ვერ შეძლებს, რადგან ახლა მედიტაციის დრო აქვს. მამასთან განქორწინების შემდეგ სრულიად საკუთარი თავის ან კავალერის ძიებაში ჩაიძირა. ბოლომდე ვერ გავარკვიე, მასთან ძალიან მოკლე საუბარი გვაქვს. დედამთილთან დარეკვა არ მსურდა. ეს ქალი დედაჩემისგან ძლიერ განსხვავდება. ოჯახის მოვლით, ქმრით და უმცროსი ვაჟებით მთლიანად დაკავებულია. დრო არ აქვს, რადგან კაცებს საღამოს ვახშამი უნდა მოუმზადოს. გამოდის, რომ ორი ბებია გვყავს, მაგრამ არც ერთის იმედი არ გვაქვს.

რთული გადაწყვეტილება – ორივეს არაერთხელ ვესაუბრე, დახმარება ვთხოვე. თითქოს ხანდახან შვილიშვილის ბაღიდან გამოყვანაზე თანახმა არიან. მეტს ხომ არაფერს ვითხოვ. როცა ვურეკავ და ვთხოვ, უარის მიზეზი ყოველთვის აქვთ. ასე ბოლო თვეში ბაღში ორჯერ მეტი გადავიხადეთ. ფინანსური სიტუაცია საუკეთესოს სურვილს ტოვებს. ვწუხვარ, რომ ყველაზე ახლობელმა ხალხმა ურთულეს პერიოდში მიგვატოვეს. ფულს არ ვითხოვთ, ბინის ფულსაც თავად ვშოულობთ. ასეთი რთულია ბავშვის ბაღიდან სახლში მიყვანა? ისინი ხომ ახლოს ცხოვრობენ. ეს ბაღი თითქმის დედაჩემის სახლის ეზოშია. მაგრამ არა, საკუთარი თავით დაკავებული არიან. ვხვდები, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა მქონდეს. ამ შემთხვევაში სიბერეში ჩვენი დახმარების იმედი არ ჰქონდეთ. ვინაიდან თავად ვუმკლავდებით, დაე, მათაც მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი ჰქონდეთ. იქნებ, მართალი არ ვარ, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.“

სამწუხაროა, რომ ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირი ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა. თითქოს, ბავშვს ჰყავს ორი ბებია, რომლებსაც მასზე ზრუნვა შეუძლიათ, მაგრამ მათ სხვაგვარად გადაწყვიტეს. მათი ცხოვრების არჩევანს ვერ გავკიცხავთ, მაგრამ ახლობლების რთულ ვითარებაში დატოვება არასწორია. ისინი ხომ მუქთამჭამელები არ არიან, არამედ მშრომელი ხალხი. შეეძლოთ გაეგოთ, როგორი რთულია, როცა ორივე მშობელი მუშაობს.