მოუვლელ ხელებს ქალი „დეიდის“ კატეგორიაში გადაყავს. ჯადოსნური ნიღბის რეცეპტი

0
870

დედა კოსმეტოლოგთან არასდროს დადის და ძვირადღირებულ კრემებს არ ყიდულობს. ძველებურად ჯადოქრობს და თავის მოვლის საშუალებებს თავად ამზადებს. ამას სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ დედამ ხელნაკეთი ხელის კრემის გაკეთება დამარწმუნა. როგორც ამბობს, ეს არის ჯადოსნური მალამო „მოვლილი ხელები“. მალე აცივდება, ანუ დროა ხელის კანზე ვიზრუნოთ. ის ხომ პირველ რიგში იტანჯება! Paparazzi გიზიარებთ შინაურული ხელის მკვებავი კრემის რეცეპტს. ასევე გიამბობთ, როგორ იზრუნოთ ხელზე შემოდგომა–ზამთრის პერიოდში.

შინაურული ხელის კრემი – შემოდგომა–ზამთრის პერიოდში ხელებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რადგან კანი სიცივეში ძლიერ შრება. თუ პროფილაქტიკას დროულად არ მიხედავთ, ბევრი სხვა უსიამოვნო პრობლემა გამოჩნდება. კანზე აქერცვლა და ნახეთქები უსიამოვნო დისკომფორტს იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად მარტივი რეკომენდაციების დაცვა საკმარისია.

როგორ ვიზრუნოთ ხელებზე შემოდგომასა და ზამთარში

  1. ნაზი საპონი გამოიყენეთ. ყურადღებით შეისწავლეთ იმ საშუალებების შემადგენლობა, რომელთა შეძენას აპირებთ. მაგალითად, სურფაქტანტებს გვერდი აუარეთ. ის კანის გამოშრობას აძლიერებს. გირჩევთ, რომ ნატურალური კომპონენტებისგან დამზადებული საპონი შეიძინოთ. ესაა ეთერზეთი, ქოქოსის ზეთი და შიის კარაქი, ნატრიუმის მარილი, ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი და ა.შ. ჩემს სახლში მხოლოდ ხელნაკეთი საპონი ჩნდება. ეს მასმარკეტის საუკეთესო ალტერნატივაა!
  2. ხელის ავტომატური საშრობი არ გამოიყენოთ. დაბანის შემდეგ ხელები ყოველთვის პირსახოცით ან ქაღალდის სალფეთქით გაიმშრალეთ. ასე კანს გამოშრობისგან დაიცავთ.
  3. ბინაში ჰაერი დაატენიანეთ. ამაზე თქვენი კანის და ჯანმრთელობის მდგომარეობაა დამოკიდებული. სახლში ტენიანობის ნორმალური დონე რომ შეინარჩუნოთ, კომპაქტური დამატენიანებელი შეიძინეთ.
  4. წყლის ბალანსი დაიცავით. მარტივი ჭეშმარიტება, რომელსაც გვერდს ვერ აუვლით. თუ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყალს დალევთ, კანი მადლობას გეტყვით.
  5. ხელთათმანი გაიკეთეთ. ცივ ამინდში გარდერობში ეს ელემენტი აუცილებლად უნდა გამოჩნდეს. ხელები სითბოში გააჩერეთ და ცივი ქარისგან დაიცავით!
  6. ცხიმიანი კრემი გამოიყენეთ. შინაურული ნიღაბი ხელის კანისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო ეტაპია. თუმცა მუდმივად მკვებავი კრემის გამოყენებას გვერდს ვერ აუვლით. ნატურალური საშუალებებით დამზადებული კრემის გამოყენებას გირჩევთ.

როგორ მოვამზადოთ შინაურული ხელის საშუალება – ხელნაკეთი ხელის კრემის მოსამზადებლად მინიმუმი ინგრედიენტები დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ მარილი
  • 1 ლ თბილი წყალი
  • 1 კვერცხის გული
  • 20 გ თაფლი
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი

მომზადების და გამოყენების წესი: თბილი წყალი და მარილი აურიეთ და ხელები ამ ხსნარში 10 წუთით გააჩერეთ. თუ ხელზე ხილული ბზარები ან ნაკაწრები გაქვთ, მარილიან წყალში ხელების გაჩერება არ ღირს. ამის შემდეგ მარილიანი წყალი ხელიდან არ ჩამოიბანოთ, პირდაპირ სალფეთქით გაიმშრალეთ. კვერცხის გული, თაფლი და მცენარეული ზეთი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. მიღებული ნარევი ხელზე წაისვით და გაიჩერეთ. შედეგის დასანახად 20 წუთი საკმარისია. ნიღაბი ჩამოიბანეთ და პირსახოცით გაიმშრალეთ. მზადაა! საუკეთესო ეფექტისთვის კანზე კრემი წაისვით. თუმცა ეს აუცილებელი არაა, რადგან კანი ძალიან რბილი და მოვლილია. ამ ჯადოსნური მალამოს დახმარებით კანზე სიწითლე თანდათან გადავა. პროცედურა ყოველ მეორე დღეს შეგიძლიათ გაიმეოროთ. საუკეთესო საშუალებაა, რომელიც გამოგადგებათ, თუ მთელი დღე სიცივეში ხელთათმანის გარეშე ყოფნა მოგიწიათ. აუცილებლად ჩაინიშნეთ.