მწიკვი მარილი მტრების შურს და სიძულვილს დაწვავს. ძლიერი რიტუალი თავის დასაცავად

0
14064

რაც უნდა მართალი ცხოვრებით იცხოვროთ, გზაზე არაკეთილმოსურნე და მოშურნე ხალხი მაინც შეგხვდებათ. ასეთია ადამიანის ბუნება. ბოროტი ზრახვით ნათქვამ სიტყვას ზიანის მოყენება შეუძლია. სწორედ ამიტომ, ასეთი ზეგავლენისგან თავის დაცვა უნდა იცოდეთ. ბებიამ დიდი ხნის წინ მასწავლა, როგორ დავიცვა თავი მოშურნეებისგან მარილის გამოყენებით. მარტივი მეთოდი ყოველთვის მუშაობს. Paparazzi გიამბობთ, შეიძლება თუ არა უარყოფითი გავლენისგან თავის დაცვა და როგორ დაგეხმარებათ ამ საქმეში მწიკვი მარილი

მარილი მოშურნეების წინააღმდეგ – უძველესი დროიდან მარილს ჯადოსნურ რიტუალებში იყენებენ. ხშირად თავის დასაცავად და გასაწმენდად. სიმარტივის და განსაკუთრებული თვისებების გამო ჯადოქრობაში ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური ხელსაწყოა. ჯადოქრის პოვნა აუცილებელი არაა. მარტივი რიტუალი სახლში დაგეხმარებათ. მისი არსია ყველა ბოროტი შელოცვის, წყევლის და ბოროტი სურვილის დაწვა. მწიკვი მარილი ყველა ბოროტებას გაანადგურებს.

რიტუალისთვის დრო სწორად შეარჩიეთ. ეს აუცილებლად კლებად მთვარეზე გააკეთეთ. ამ პერიოდში ყველაფერი უსარგებლოს მოშორება კარგია. აირჩიეთ საღამო, როცა სახლში მარტო იქნებით. მარცხენა ხელით მწიკვი მარილი აიღეთ და ფანჯრიდან გადაყარეთ. თან თქვით: „ხელს ვშლი, ბოროტებას ვიშორებ. ვინც ცუდს მისურვებს, ასმაგად ვუბრუნებ. დაიბრუნე ყველაფერი, რაც ზედმეტია ჩემს ბედში!“ ეს სიტყვები სამჯერ წარმოთქვით. ამის შემდეგ პირადი ფულიდან მონეტა აიღეთ, გადააგდეთ და თქვით: „გადახდილია“. აუცილებლად აიღეთ ფული, რომელიც თავად გამოიმუშავეთ. ესეც მთელი რიტუალი. რიტუალის დროს მნიშვნელოვანია იგრძნოთ, როგორ გტოვებთ ყველაფერი ცუდი. წარმოიდგინეთ, როგორ გადის ყველა ბოროტი სიტყვა და არაკეთილმოსურნე ხედვა და ფანჯრიდან მარილთან ერთად მიფრინავს.

რიტუალი დაგეხმარებათ, თუ ნეგატიურ ზეგავლენას გრძნობთ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ რომელიმე ადამიანთან საუბრის შემდეგ თავს ცუდად გრძნობთ. თითქოს სისულელეა, მაგრამ ამაზე თვალის დახუჭვა არ ღირს. ადამიანმა თავისი შურით და სიძულვილით ქვეცნობიერად შეიძლება თქვენზე გავლენა იქონიოს. უმჯობესია ნეგატივი მოიშოროთ, ვიდრე დააგროვოთ. მარილი უცხო ხალხის შურისა და სიძულვილის მოშორებაში შესანიშნავად დაგეხმარებათ! თუ უსიამოვნო შეგრძნება არ გაქრა, უფრო ძლიერი რიტუალი სცადეთ. ასე საკუთარ თავს სხვების ნეგატიური ზეგავლენისგან დაიცავთ. საკუთარ თავს გაუფრთხილდით!