გოგონამ ახალ ჩექმაზე უარი თქვა, რომ ღარიბი კლასელისთვის ახალი ფეხსაცმელი ეყიდა

0
426

დიდი გულის მქონე ადამიანი თავის საუკეთესო მხარეს აუცილებლად გამოავლენს. ამას არა ერთხელ და მალულად გააკეთებს. რა საჭიროა ამაზე საჯაროდ ლაპარაკი? მთავარია, კეთილმა საქმემ ადრესატამდე მიაღწიოს. ასე სამყარო აუცილებლად უკეთესი გახდება. ვინ ატრიალებს დედამიწას თუ არა თავგამოდებული კეთილი და დაუღალავი ოპტიმისტები?

ადამიანი დიდი გულით – „თათია უყურებდა, როგორ ათვალიერებდა ქალიშვილი ჩექმებს ონლაინ მაღაზიაში. გოგონა გვერდებს სქროლავდა, ფეხსაცმლის ფოტოებს აფასებდა. „დედა, ნახე, როგორი მაგარია. სეზონის ტრენდია. ასეთი ბელა ჰადიდს ეცვა“ – აღფრთოვანებული ამბობდა გოგონა. თათიამ ტელეფონს დახედა, მაგრამ ყურადღება არა ფეხსაცმელმა, არამედ ფასმა მიიქცია. „ჩემო მზეო, ეს ძალიან დიდი თანხაა. ამდენის გადახდა არ შეგვიძლია“ – დედამ ახალგაზრდა მოდის მიმდევრის ვნების ჩაცხრობა სცადა. თათიას და მის ქმარს უფრო დაბალი ხელფასი ჰქონდათ, ვიდრე ბელა ჰადიდს. მთლიანობაში მაღალი, მაგრამ ნამდვილად ღირსეული ფასი იყო. ვივიმ ჯერ ლოყები დაბერა, შემდეგ კმაყოფილმა თქვა: „თავად დავაგროვებ. დრო კიდევ მაქვს, სანამ თოვლი მოვა. გადავდებ, რასაც გამომუშავებაზე მივიღებ. თუ არ მეყოფა, ხომ დამეხმარები, დედიკო?“ თათიამ ასეთ მაცდურ წინადადებაზე უარის თქმა ვერ შეძლო, ამიტომ დათანხმდა.

ნამდვილი ლიდერი – 1 თვის შემდეგ თათიამ შეამჩნია, რომ ქალიშვილი სკოლიდან დაღვრემილი ბრუნდებოდა. ვივიმ მოუყვა, რომ მათ კლასში ახალი მოსწავლე გადმოვიდა. „კარგი და ჭკვიანია. ეს საზიზღარი ანა თავს დაესხა. ეუბნება, შენ რა ნაგავში შეაგროვე შენი ჩვრები? საწყალი გოგო უკვე რამდენჯერ დავამშვიდე. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უხერხულად ვიგრძნობდი თავს მის ადგილას. ამ ანას ტვინის ნაცვლად ნახერხი აქვს“. თათიას გაუხარდა, რომ მისი ქალიშვილი ასეთი თანამგრძნობიარე გოგო იზრდება. დაინახა, რომ მისი შვილი სხვას შეურაცხყოფის უფლებას არ მისცემს და სხვებსაც დაიცავს. ეს ძალიან ესიამოვნა. ამაყობდა, რომ მის ვივის ასეთი დიდი გული ჰქონდა. „იქნებ ქეთი შოპინგზე დაპატიჟო? ცოტა მეტ ფულს მოგცემ. სკოლისთვის რაიმე შესაფერისი შეურჩიე“. ქალიშვილი დედის მაგარი იდეით აღფრთოვანდა.

ქეთი თავიდან მორცხვობდა და სავაჭრო ცენტრში წასვლა არ სურდა. თანაკლასელი არწმუნებდა, რომ უბრალოდ გაისეირნებდნენ ან კინოთეატრში შეივლიდნენ. ღარიბ გოგონას ეშინოდა, რომ ვივი მოატყუებდა და დასცინებდა. ყოფილი კლასელები ხომ ასე მოექცნენ. ქეთის დედა ოჯახს შეძლებისდაგვარად არჩენდა, მამა არ ყავდა. სამაგიეროდ მთელი 5 ძმა და კიდევ 1 და ჰყავდა. ეს ინფორმაცია ქეთიმ ვივის გაუმხილა, როცა შეხვდნენ.

სწორი ფიქრები – „არაფერს ავიღებ, არც სცადო“ – არწმუნებდა ქეთი ახალ მეგობარს. „ზებუნებრივ გარდერობს არც გთავაზობ. უბრალოდ რთულ წუთებში მინდა დაგეხმარო. ეს საზიზღარი ლია არ მოგეშვება. ვხედავ, რომ თავის გამოჩენა შეგიძლია. ჭკვიანი ხარ. ეს დაამტკიცე. ტანსაცმელი მხოლოდ ტანსაცმელია. მხოლოდ სკოლისთვის საჭირო ნივთებს შევიძენთ“ – ვივისთან კამათი რთული იყო, ამიტომ ქეთი მორცხვად დათანმხდა. გოგოებმა დრო შესანიშნავად გაატარეს. ქეთიმ უამბო, რომ პარალელური კლასიდან ბიჭმა სასეირნოდ მიიწვია. ვივი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ დღემდე მისი ახალი მეგობარი ძველ ფეხსაცმელში რჩებოდა. ისეთი გაცვეთილია, რომ უცრემლოდ ვერ შეხედავთ. იმ მომენტში მისთვის რთული გადაწყვეტილება მიიღო. მთელი დანაზოგი ქეთის საჩუქარზე დახარჯა. მოდური ახალი ჩექმები უყიდა. ამის შესახებ საყვარელ მშობლებს უამბო. მამამ მისი ენთუზიაზმი არ გაიზიარა. „შენ რა საქველმოქმედო ფონდი გაქვს? ჯერ საკუთარ თავზე უნდა იფიქრო“. აი, დედა ჩაეხუტა და უთხრა, რომ ამაყობს. „დედა, უნდა გენახა. ქეთი ახლა ძალიან ლამაზი და მოდურია. ლია ბაყაყს ჰგავდა, როცა მისი ცვლილებები დაინახა“ დედა–შვილმა გულიანად გაიცინა.

დიდი გულის ადამიანს ბედი დააჯილდოებს – დასვენების დღეებში ვივიმ კარგი განწყობით გაიღვიძა. კეთილი საქმით მიღებული ბედნიერება ჯერ კიდევ არ ტოვებდა. მოგვიანებით საწოლის გვერდით დიდი ყუთი დაინახა. ხელი ოდნავ შეახო და მიხვდა, რომ იქ სასურველი ჩექმა იმალებოდა. „დედა, როგორ მიყვარხარ“ – ბედნიერი გოგონა მშობელს ჩაეხუტა. „ეს მე არ ვარ, ეს ბელა ჰადიდმა მისი ჩექმები გამოგიგზავნა“ – ორი ლამაზი ქალი ერთმანეთს გადაეხვია, შემდეგ ახალი ჩექმის მოსასინჯად გოგონას ოთახში გავიდნენ. თათია მიხვდა, რომ მის ოჯახში არა ერთი, არამედ ორი დიდი გულის ადამიანი ცხოვრობს.