ნიკა 16 წლის იყო. ბოლო დროს დედამისს ძალიან საშინლად ექცეოდა. სახლში ძალიან გვიან მოდიოდა, ხანდახან კი – საერთოდ არ მოდიოდა სახლში ღამის გასათევად. დედა ნერვიულობდა და სთხოვდა, რომ ასე აღარ მოქცეულიყო. ნიკა კი მხოლოდ უყვიროდა დედამისს და მორიგ სკანდალს მართავდა.
ის ერთგვარ სადისტურ სიამოვნებას იღება, როდესაც დედამისს გულს სტკენდა და ის ტირილს იწყებდა.რატომ ექცეოდა დედას ასე? უბრალოდ მას, მის გამო ძალიან რცხვენოდა. ბოლო დროს კი ძალიან შეიძულა. და ეს ყველაფერი იმიტომ, ნიკა 16 წლის იყო, დედა კი უკვე 58-ის.
მას ჯერ კიდევ ახსოვდა, როგორ გამოჰყავდა დედას საბავშვო ბაღიდან. ყველას ეგონა, რომ იგი ბებიამისს მიჰყავდა. მერე ამას ყველა შეეჩვია, მაგრამ ნიკა ვერ ეჩვეოდა. რაც უფრო იზრდებოდა, მით უფრო რცხვენოდა დედის გამო. ამ ბოლო დროს კი მას ყოველდღე სკანდალებს უწყობდა. რატომ გააჩინა ის ასე გვიან და თანაც ქმრის გარეშე?!
აი დღესაც, ნიკა სახლში დაბრუნდა, მაგრამ უკვე გათენებული იყო. მას უნდოდა მხოლოდ ეჭამა და ისევ დაბრუნებულიყო მეგობრებთან. დედა სახლში არ იყო. ალბათ მაღაზიაში წავიდა. ნიკამ უკვე ფეხსაცმლის გამოცვლა დაიწყო, როდესაც უცებ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ბინის ზღურბლზე მათი მეზობელი დავითი იდგა.
- როგორ იქცევი? რა უმადური ხარ! დედაშენი საავადმყოფოში შენს გამო მოხვდა! მან კი მრავალი წლის წინ სიცოცხლე გადაგირჩინა.
დავითმა ნიკას უამბო, რომ მრავალი წლის წინ თინამ ნიკა ქუჩაში იპოვა. მაშინ ის მხოლოდ წელიწად ნახევრის იყო. ბიჭუნა მშიერი და ძალიან ბინძური იყო. თინამ ბავშვი სახლში წაიყვანა, აჭამა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიძახა პოლიცია.
პოლიციამ ბიჭის მშობლები ვერ იპოვა. ის ბავშვთა სახლში წაიყვანეს, მაგრამ თინამ გადაწყვიტა, რომ ის ეშვილებინა. თინას ქმარი არ ჰყავდა და ამიტომ, ამის გაკეთება ძალიან რთული იყო. მან მაინც მიაღწია იმას, რომ პატარა ნიკა მას გამოატანეს. მთელი ამ წლების მანძილზე ის სხვის შვილს საკუთარი შვილივით ზრდიდა. რა მიიღო მადლიერების სახით? სკანდალები, ჩხუბი და შეურაცხყოფა!
- ინანებ! მაგრამ გვიან იქნება!
მეზობელმა საუბარი დაასრულა და წავიდა. ნიკა ატირდა. მას ძალიან შერცხვა საკუთარი საქციელის. ის ხომ ასე დიდხანს და ასე ძალიან სტკენდა გულს ადამიანს, რომელმაც მისთვის ასე ბევრი რამ გააკეთა.ნიკა საავადმყოფოში გაიქცა, იპოვა დედამისის პალატა და მუხლებზე დაუჩოქა მას. მან გულწრფელად სთხოვა დედას პატიება.
მან აკოცა, ჩაეხუტა და უთხრა, რომ ყველაფერს პატიობს. ნიკა კი მიხვდა: რა კარგია, რომ ამ ქვეყნად არსებობს ვიღაც, ვისაც ყოველთვის ეყვარები და ყოველთვის გაპატიებს…