რას უნდა ელოდოს თითოეული ზოდიაქოს ნიშანი ამ თვეში? ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ზამთრის დადგომამდე? თამარ გლობა ყველა კითხვას პასუხობს. Paparazzi გთავაზობთ 2022 წლის ოქტომბრის ახალ ასტროპროგნოზს.
ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი – ოქტომბერი სასწორის თვეა. როგორც წესი, წარმატებული და გაწონასწორებულია. კარგი დროა, რომ ცხოვრებაზე დაფიქრდეთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ, რომელიც ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. წელს ყველაფერი განსხვავებულად იქნება. „ახლა ახალ პერიოდში შევდივართ, რომელიც მსოფლიო მასშტაბის მოვლენებს შეარყევს“ – ამბობს თამარ გლობა. ოქტომბერი სადავო თვეა. ეს ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. ეს საკუთარი თავის და სამყაროში საკუთარი ადგილის ძიების დროა.
- ამ თვეში ვერძის ავტორიტეტზე ბევრი რამ დამოკიდებული იქნება. სამსახურში სირთულეებისთვის მოემზადეთ. ოჯახი და ახლობლები დიდ დახმარებას გაგიწევენ. სირთულეების მიუხედავად მატერიალური მდგომარეობა გაძლიერდება. ბევრი სამუშაო მივლინებისთვის მოემზადეთ. მოსალოდნელია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
- კურო ოქტომბერში ინტელექტუალურად ბევრს იშრომებს. შვილებზე, თუ გყავთ, ბევრ დროს დახარჯავთ. გლობა გაფრთხილებთ: თვის მეორე ნახევარში ახლობლებთან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები შეიძლება დაიწყოს. ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ. მატერიალურად წარმატებას მიაღწევთ.
- ტყუპებისთვის აქტიური პერიოდი იწყება. ეს როგორც პირად ცხოვრებას, ასევე ინტელექტუალურ საქმიანობას და ჯანმრთელობას ეხება. ამ თვეში სიყვარულთან დაკავშირებული ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი გელით. სამსახურში დიდი ცვლილებები მოხდება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად მოემზადეთ. გახსოვდეთ, რომ ახლობლები თქვენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ.
- კირჩხიბს ამ თვეში ურთიერთობის მოგვარება მოუწევს. კარიერული ცვლილებები, ასევე საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხები მოსალოდნელია. ოქტომბერი კარგი თვეა, რომ სწავლა დაიწყოთ და ინტელექტუალურ საქმიანობაში ჩაეფლოთ. დიდი ალბათობით, დიდ საქმეს საკუთარ თავზე აიღებთ, რომლის შესრულება გაგიჭირდებათ. ამ თვეში ჯანმრთელობას მიხედეთ.
- ლომი მომავალზე უნდა დაფიქრდეს. საუკეთესო თვეა დასაგეგმად. მეგობრები დიდ როლს შეასრულებენ. მეორე ნახევარს და ნათესავს მეტი დრო დაუთმეთ. ბევრი საქმე და მატერიალური ხარჯი გელოდებათ. მოსალოდნელია სამუშაო მივლინებები, სადაც ახალ ნაცნობებს შეიძენთ.
- ქალწულს კარიერული ცვლილებები ელოდება. წინ ბევრი სირთულე გელით, მაგრამ თქვენი ცოდნა და უნარები სამუშაო პრობლემების მოგვარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მოგებას და კარგ შესაძლებლობას ელოდეთ. ნათესავებთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმეთ. მათზე იზრუნეთ.
- სასწორისთვის გადამწყვეტი თვე შეიძლება გახდეს, რადგან ბევრ სირთულესთან გამკლავება მოუწევს. პირველ რიგში, ეს პირად ცხოვრებას ეხება. მიღებულ გადაწყვეტილებაზე თქვენი მომავალია დამოკიდებული. ყურადღება მიაქციეთ, ვის და რას ეუბნებით. არაკეთილმოსურნეებმა შეიძლება ზურგში დანა ჩაგცხონ. დიდი თანხის დაკარგვის და ჩიხში მოქცევის რისკი არსებობს.
- მორიელის ცხოვრებაში მოვლენები ისე სწრაფად შეიცვლება, რომ ახლობლების დახმარების გარეშე გაუჭირდება. ავტორიტეტი ხალხის რჩევებს მოუსმინეთ. გლობა გირჩევთ, რომ ჯანმრთელობას ყურადღება დაუთმოთ და ნებისმიერი მიმართულებით ექსტრიმს მოერიდოთ. თუ გრძნობთ, რომ ფსიქოლოგიური დახმარება გჭირდებათ, სპეციალისტს მიმართეთ.
- მშვილდოსნისთვის ოქტომბერი ყველა მიმართულებით ბრძოლის თვე გახდება. ოჯახი, მეგობრები, ნაცნობები, კოლეგები და მტრები – ნებისმიერი მხრიდან დაპირისპირებას ელოდეთ. შორ გზას უფრთხილდით, რადგან შეიძლება ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყოს. ასტროლოგი გირჩევთ, რომ სახლში ახლობლებთან მეტი დრო გაატაროთ. ოჯახის წევრები დარდის და დანაკარგისგან დაგიცავთ.
- თხის რქას ახალი წარმატებული სამსახური ან ძველ თანამდებობაზე სერიოზული ცვლილებები ელოდება. აქტიური ცვლილება ყველა სფეროს შეეხება, მათ შორის საოჯახო საქმეს და შორეულ ნათესავებთან ურთიერთობას. სახლიდან შორს მოგება გელით. გზაზე სიფრთხილე გამოიჩინეთ. ახალ ნაცნობებს შეიძენთ. ბევრი მათგანი სასარგებლო აღმოჩნდება. ოქტომბრის ბოლოს შეიძლება მეგობარი დაკარგოთ, რაც თქვენს გეგმებს ძლიერ შეცვლის.
- მერწყულს ამ თვეში სახლთან და გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხები ყველაზე მეტად აწუხებს. ცდილობს გაიგოს, რა ხდება მის ცხოვრებაში, ასევე სამყაროში. სიცხადე მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს მოვა. გლობა გირჩევთ, რომ ახლობლებს მეტი დრო დაუთმოთ. ივარჯიშეთ და ბევრი დაისვენეთ, რომ რუტინაში არ ჩაიძიროთ.
- თევზებს ოქტომბერში დიდი ცვლილებები ელოდება. ეს საცხოვრებლის საკითხს, ასევე ნათესავებთან ურთიერთობას ეხება. ამ თვეში მიმდინარე მოვლენები ხანგრძლივი ტრანსფორმაციის პერიოდის დასაწყისი გახდება. დროა ოჯახსა და შვილებზე კონცენტრირდეთ.
როგორიც არ უნდა იყოს თამარ გლობას პროგნოზი, გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრება თქვენს ხელშია. გისურვებთ, რომ ოქტომბერი სიკეთით და წარმატებით სავსე იყოს!