დაო! როგორ შეიძლება იყო ასეთი გულუბრყვილო და სულელი! შენი ქმარი გცემს და შენ კი იმედი გაქვს, რომ შვილის დაბადება მას შეცვლის!

0
1005

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი დის ისტორიას მოგვითხრობს.მე თამუნა მქვია. მყავს და – შორენა. მე და ჩემი და საუკეთესო მეგობრები ვართ. ჩვენ ვოცნებობდით, რომ როდესაც გავიზრდებით და გავთხოვდებოდით, ჩვენი ოჯახებით ვიმეგობრებდით, დასასვენებლად ერთად წავიდოდით, ყველა დღესასწაულს ერთად აღვნიშნავდით. ჩვენი ოცნება მხოლოდ ოცნებად დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორივე გათხოვილები ვართ. საქმე ისაა, რომ ძალიან არ მომწონს ჩემი დის ქმარი. უფრო სწორად, არ მომწონს, როგორ ექცევა ჩემს დას.

შორენა სამი წლის წინ გათხოვდა. თავიდან ქმარი მუშაობდა, შემდეგ კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ის დიდი ხნის მანძილზე სამსახურს ვერ ნახულობდა, შორენა კი მუშაობდა და ოჯახს ის ინახავდა. შემდეგ გიგიმ დაიწყო სმა. ჯერ კიდევ მაშინ ვურჩიე ჩემს დას, რომ ასეთი ქმარი მიეტოვებინა.შორენა უარს ამბობდა ამის გაკეთებაზე. ამბობდა, რომ გიგი მალე ნახავდა სამსახურს და ყველაფერი დალაგდებოდა, სმას შეწყვეტდა და იმუშავებდა. სამსახურის პოვნა კი ახლა ძალიან რთულია.

შემდეგ კი ქმარმა დაიწყო ჩემი დის ცემა. თავიდან ის ამას არავისთან არ აღიარებდა, მაგრამ ჩვენ არც ბრმები ვართ და არც სულელები. შორენა კი ამბობდა, რომ უბრალოდ შემთხვევით დაეჯახა რაღაცას.მე მუდმივად ვეუბნებოდი, რომ არ უნდა მოეთმინა საკუთარი თავის მიმართ ასეთი დამოკიდებულება და ქმარს უნდა გაყროდა. აბა, ეს რანაირი ქმარია, რომელიც არსად არ მუშაობს და დამატებით ცოლსაც სცემს?!

შორენა არ მიჯერებდა და გამუდმებით იცავდა თავის ქმარს.ორი კვირის წინ კი შორენამ ახალი ამბავი შემატყობინა: ორსულადაა და შვილის გაჩენას აპირებს. ვის უნდა გაუჩინოს? ქმარს, რომელიც არსად არ მუშაობს, სვამს და სცემს?!ძალიან ვინერვიულე, როდესაც ამის შესახებ გავიგე. ჩემი და კი მეუბნება, რომ შვილის გაჩენის შემდეგ მისი ქმარი გამოსწორდება და მათთან ყველაფერი კარგად იქნება.

  • დაო! როგორ შეიძლება იყო ასეთი გულუბრყვილო და სულელი! შენი ქმარი გცემს და შენ კი იმედი გაქვს, რომ შვილის დაბადება მას შეცვლის! მას აღარაფერი შეცვლის! მომავალში მხოლოდ უარესი იქნება!

შორენამ არ დამიჯერა. ერთი კვირის შემდეგ მან აღიარა, რომ გიგიმ სცემა, როდესაც მან უთხრა, რომ ორსულად იყო. ძალიან მეშინია იმის, რომ როდესაც ბავშვი დაიბადება, ის შორენასაც სცემს და ბავშვსაც.რა გავაკეთო, როგორ დავეხმარო ჩემს დას, უბრალოდ არ ვიცი. საერთოდ არ მესმის, რატომ იქცევა შორენა ასე. მესმის, რომ უყვარს, მაგრამ, როგორ შეიძლება ითმენდე ცემას და გქონდეს იმედი, რომ ასეთი ადამიანი გამოსწორდება!