ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ხრიკი, რომ სააბაზანოში ყოველთვის ზეციური არომატი ტრიალებდეს

0
389

როგორ მივიღოთ სასიამოვნო სუნი სააბაზანოში? ზოგიერთ სახლში მშვენიერი სურნელის მიღწევა საკმაოდ რთულია. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სახლის სიძველესთან, ცუდ ვენტილაციასთან, უხარისხო მილებთან. თუ მსგავსი პრობლემის მოშორების შესაძლებლობა გაქვთ, აუცილებლად გააკეთეთ. კარგი სუნის მიღებაში Paparazzi–ის მარტივი ხრიკი დაგეხმარებათ.

სასიამოვნო სუნი საააბაზანოში – უნიტაზის საწმენდად განსაკუთრებული თხევადი ნარევი მოამზადეთ. გარდა ამისა, ხელნაკეთი ნარევი მთელი სააბაზანო ოთახის საწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ. თხევადი ფხვნილი, მარილი და ძმარი გამოგადგებათ. ასეთი კოქტეილი უსიამოვნო არომატებს ანეიტრალებს და ნებისმიერ ჭუჭყს აშორებს. თუ სააბაზანო ოთახს ამ საშუალების გამოყენებით გაწმენდთ, საყოფაცხოვრებო ქიმიაზე კარგად დაზოგვას შეძლებთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ლ თხევადი ფხვნილი
  • 1 ს/კ მარილი
  • 3 ს/კ ძმარი

მარტივი გადაწყვეტილება – შესაფერისი ზომის კონტეინერში თხევადი ფხვნილი, მარილი და ძმარი აურიეთ. კომპონენტებს კარგად აურიეთ და ხელთათმანის გაკეთება არ დაგავიწყდეთ. ახლა უნიტაზი გაწმინდეთ. სარეცხი საშუალების ნახევარი უნიტაზში ჩაასხით, მეორე ნახევარი სააბაზანოს სხვა ნაწილების საწმენდად დატოვეთ. უნიტაზის შიდა გვერდები კარგად გახეხეთ, რომ ძველი ნადები მოაშოროთ. როცა წყალი ხარისხიანი არაა, ყვითელ კვალს ხშირად ტოვებს. ამ ხრიკით ასეთი კვალი უნდა გაქრეს. ჩვარი ან პატარა ჯაგრისი აიღეთ და უნიტაზი საჯდომის ქვეშ გაწმინდეთ.

სასურველია, რომ უნიტაზის ავზიც თხევადი ფხვნილით დაამუშაოთ. ასევე სახურავი და უნიტაზის დანარჩენი ელემენტებიც. წინასწარ მოამზადეთ საჭირო ზომის ჯაგრისი და ღრუბელი, რომელსაც სანტექნიკის საწმენდად გამოიყენებთ. გარდა ამისა, სასიამოვნო სურნელისთვის მეტი ნარევი შეგიძლიათ მოამზადოთ და უნიტაზი ყოველი მანიპულაციის შემდეგ ამ ნარევით ჩარეცხოთ. მსგავსი საშუალება სააბაზანო ოთახის სხვა დეტალების გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ.