გოგრის კრემ–პიურეს მაგია. გიზიარებთ რამდენიმე საიდუმლოს

0
371

გემრიელი გოგრის წვნიანი შეგიძლიათ მოამზადოთ მაშინაც კი, თუ აქამდე არ გიცდიათ. გოგრა ამის გამო ძალიან მიყვარს. იღებ, ასუფთავებ, შემდეგ ნამდვილი ჯადოქრობა ხდება. ახლახანს სამარხვო წვნიანის მარტივ რეცეპტს წავაწყდი. მოვამზადე და მივხვდი: გოგრა ნაღების და სხვა რძის პროდუქტის გარეშეც გემრიელია. ნამდვილად გირჩევთ!

გემრიელი გოგრის წვნიანი – შემოდგომაზე ვგიჟდები, რადგან გოგრის სეზონი იწყება. ვაღიარებ, ადრე გოგრასთან ვერ ვმეგობრობდი. არ ვყიდულობდი და არ ვამზადებდი. გოგრის წვნიანი დამეხმარა, რომ ამ ბოსტნეულის გემო სრულად მეგრძნო. წვნიანი სხვადასხვა ვარიანტით შეგიძლიათ მოამზადოთ. Paparazzi უმარტივეს და სწრაფ მეთოდს გთავაზობთ. ასევე გიზიარებთ რჩევებს, როგორ შეიძლება კერძის მოდერნიზება. გემრიელი გამოვა!

ინგრედიენტები:

  • 500 გ გოგრა
  • 2 ხახვი
  • 50 გ ნიახურის ფესვი
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 2 სტაფილო (საშუალო ზომის)
  • მარილი და სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ბოსტნეულის ბულიონი მოამზადეთ. ქვაბში 2 ლ წყალი ჩაასხით და რამდენიმე ნაწილად დაჭრილი ხახვი დაუმატეთ. წყალი ადუღებამდე არ მიიყვანოთ, ნიახურის ფესვები დაუმატეთ და ბულიონი თავდახურულ ქვაბში ხარშეთ.
  2. ამ დროში მეორე ხახვი დააქუცმაცეთ. სტაფილო დიდ კუბებად დაჭერით. კუბების ზომა მნიშვნელოვანია, რადგან ბოსტნეული უნდა შეწვათ და არა მოთუშოთ. ეს გემოზე გავლენას ახდენს. გოგრაც კუბებად დაჭერით.
  3. მეორე ქვაბში ზეითუნის ზეთი ჩაასხით და ქურაზე გააცხელეთ. დაჭრილი ხახვი დაუმატეთ და გამჭვირვალებამდე შეწვით. ახლა სტაფილო დაუმატეთ. დროდადრო აურიეთ. თავსახური არ ახადოთ. ამ ყველაფერს დაახლოებით 5 წუთი სჭირდება.
  4. ხახვს და სტაფილოს გოგრა დაუმატეთ. კარგად აურიეთ და თავსახური დაახურეთ. ბოსტნეული 10-15 წუთით თუშეთ.
  5. გოგრას მზა ბულიონი დაასხით ისე, რომ წყალი ბოსტნეულს მთლიანად ფარავდეს. ქვაბს თავსახური დაახურეთ და 15 წუთით ხარშეთ. ბოლოს მარილი და სხვა სანელებლები გემოვნებით დაუმატეთ. წვნიანი ხელის ან სტაციონალური ბლენდერით დააქუცმაცეთ. მზადაა!

როგორ მოვამზადოთ გემრიელი გოგრის წვნიანი – გოგრის წვნიანი გოგრის ჩიფსებით შეგიძლიათ გააფორმეთ. ეს ზეითუნის ზეთში შემწვარი გოგრის თხელი ზოლებია. ჩიფსის და წვნიანის კომბინაცია უბრალოდ საოცარია. რაც შეეხება სანელებლებს, ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ. გოგრა უნივერსალური ბოსტნეულია, რადგან როგორც ტკბილი, ასევე მარილიანი კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ. მაგალითად, წვნიანისთვის მუსკატის კაკალი, პაპრიკა, ქინძი და კოჭა შესაფერისია. პიკანტურობისთვის ცოტა შავი წიწაკა, ძირი და ნიორი შეგიძლიათ დაუმატოთ. ამ რეცეპტში გოგრა შევწვით და მოვთუშეთ, მაგრამ თამამად შეგიძლიათ გოგრა გამოაცხოთ, შემდეგ ბულიონში მოხარშოთ და დააბლენდეროთ. წვნიანს თხევადი ქოქოსის რძე შეგიძლიათ დაუმატოთ. საოცარი კომბინაციაა. კერძი სამარხვო დარჩება და ვეგანების რაციონისთვის შესაფერისია. გემრიელი გოგრის წვნიანი ტრადიციული რეცეპტით, ნაღებით ან მდნარი ყველით შეგიძლიათ მოამზადოთ. ასე უფრო კალორიული, მაგრამ ნოყიერი და მკვებავი გამოვა.