ჩემი რძალი ძალიან თავხედია. მას სურს, რომ ჩემს სახლში თავსი მშობლები გადმოიყვანოს, მე კი პატარა “საკუჭნაოში” გადამასახლოს

1077

არასდროს მიფიქრია, რომ სიბერეში ასეთ საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. მე ყოველთვის ვეხმარებოდი სხვა ადამიანებს და არასდროს მითქვამს უარი არავის დახმარებაზე. ჩემი შვილი მე თვითონ გავზარდე და კარგადაც აღვზარდე. მე ძალიან მინდოდა, რომ ის ნამდვილი მამაკაცი გამხდარიყო.

ნიკოლოზი სკოლაში კარგად სწავლობდა, სამხედრო სასწავლებელში ჩააბარა. მან კარგი კარიერა შეიქმნა, მაგრამ ქალებში მაინდამაინც არ უმართლებდა. უბრალოდ, ის ძალიან მორცხვი იყო.ოთხი წლის წინ ჩემი შვილის ცხოვრება ძალიან შეიცვალა, ის შეხვდა ეკას. თავიდან ძალიან მომწონდა იგი, მაგრამ პირველი შთაბეჭდილება მცდარი აღმოჩნდა.

ექვსი თვის შემდეგ, ჩემი შვილი ეკაზე დაქორწინდა. აი, შემდეგ კი მან გვიჩვენა თავისი ნამდვილი ხასიათი და ნამდვილი სახე. ჩემს შვილს, მეთაურს, სამხედროს, რატომღაც მის წინააღმდეგ ერთი სიტყვის თქმისაც კი ეშინია. ყველაფერს უჯერებს.ეკა კი ძალიან თავხედი ქალი აღმოჩნდა და, ამასთანავე, ძალიან ზარმაცი. ნორმალურად საჭმლის მომზადებაც კი არ იცის. ნიკოლოზი მთელ ხელფასს მას აძლევს, ის კი ნახევარს მუდმივად თავის მშობლებს აძლევს. მისი მშობლებიც თავიანთ ქალიშვილს ჰგვანან: თავხედები და გაუმაძღრები. გამუდმებით იქ ძვრებიან, სადაც მათი საქმე არ არის.

ორი თვის წინ, ეკამ მოულოდნელად გამომიცხადა, რომ მისი მშობლები ძალიან დაიღალნენ პატარა და ვიწრო ბინაში ცხოვრებით და ამიტომ, ჩვენს სახლში გადმოვლენ საცხოვრებლად. ჩვენი სახლი დიდი, მყუდრო და კომფორტულია.მე კი, იმისთვის, რომ მის მშობლებს ხელი არ შევუშალო, უნდა გადავსახლდე პატარა ოთახში, რომელიც ძალიან ჰგავს საკუჭნაოს.

უბრალოდ შოკში ვარ! რატომ უნდა ვიცხოვრო მე საკუჭნაოში? ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ჩემი სახლია!როგორ შევაჩერო ჩემი რძალი და როგორ ავიცილო თავიდან ეს უწესობა? შვილის იმედი არ მაქვს. რა გავაკეთო? არ ვიცი როგორ მოვიქცე!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს