შეყვარებულმა მიმატოვა, მე კი ფეხმძიმედ ვარ. სამსახური არ მაქვს და ვცხოვრობ დეიდაჩემთან ერთად, რომელიც ნამდვილი ტირანივით იქცევა

0
2728

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას ყვება და მკითხველის რჩევა აინტერსებს.ძალიან მჭირდება რჩევა. დაბნეული ვარ და უბრალოდ არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ერთი ბიჭი გავიცანი, ყველაფერი კარგად იყო, შემდეგ კი გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. ამის შესახებ ჩემს შეყვარებული მოვუყევი, მაგრამ მან მითხრა, რომ ჯერ არ იყო მზად, რომ მამა გამხდარიყო. მაგრამ შემდეგ, მაინც მითხრა, რომ ეს მისი შვილიც იყო და ის მე დამეხმარებოდა.

ჩვენ სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ. გიორგი ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ საცხოვრებლად მის ქალაქში გადასვლა. მე ახლა დეპრესია მაქვს. საერთოდ არ ვიცი, რა გავაკეთო. ბოლო დროს, გიორგი სულ უფრო იშვიათად მირეკავს.

ძველი სამსახურიდან წამოვედი, ახალი სამსახური კი ვერაფრით ვერ ვნახე. ახლა ძალიან მიჭირს. ვცხოვრობ დეიდაჩემთან. დეიდაჩემი მთელი ცხოვრება მარტო ცხოვრობდა და ცხოვრების საკუთარ სტილს არის მიჩვეული. ის მოითხოვს, რომ მისი წეს-ჩვეულებების მიხედვით ვიცხოვრო.

დეიდა მუდმივად შენიშვნებს მაძლევს, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ. კიდევ, დეიდაჩემი მუდმივად ამბობს, რომ მე მას ძალიან ვუშლი. აი, რა ვქნა, წავიდე ჩემს შეყვარებულთან მის ქალაქში? მიმიღებს კი? თუ დეიდასთან დავრჩე საცხოვრებლად? მაგრამ, მასთან ცხოვრება უბრალოდ აუტანელია!

უბრალოდ არ ვიცი, როგორ მოვიქცე!