თოჯინა ჰიტლერის სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ნაცისტების საიდუმლო პროექტი რასის “სიწმინდის” შესანარჩუნებლად

0
825

საფრანგეთის ოკუპაცია გერმანიისთვის რთული არ ყოფილა, თუმცა, სულ რამდენიმე თვეში გერმანელ ჯარისკაცებს დაეწყოთ პრობლემები, რომლებიც მესამე რაიხის ხელმძღვანელობამ ვერ გაითვალისწინა.

ოფიცრებმა და მებრძოლებმა მასობრივად აიკიდეს სიფილისი, რომელსაც გულუხვად უზიარებდნენ ფრანგი მეძავები. თუმცა, ეს არავის აჩერებდა და ეპიდემია გავრცელდა.

საქმეს ის ამწვავებდა, რომ ჰიტლერი არ აპირებდა დაავადებასთან ბრძოლას სქესობრივი კავშირის აკრძალვით. ნაცვლად ამისა, ფიურერმა ამ დელიკატური პრობლემის გადაწყვეტის უჩვეულო ვარიანტი აირჩია: ხელოვნური ქალების შექმნა ჯარისკაცების ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

ამ მიზნით შეიქმნა საიდუმლო პროექტი, სახელად “ბორგხილდი”, რომელსაც პირადად ჰენრიხ ჰიმლერი კურირებდა. მან სწრაფად იპოვა იდეალური შემსრულებელი ამდენად უჩვეულო პროექტისთვის.

ეს გახლდათ ფრანც ჩაკერტი, ჰიგიენის მუზეუმის დირექტორი, რომელმაც მანამდე ორი წლით ადრე შექმნა “შუშის ქალი” – ადამიანის იდეალურად ანატომიური მოდელი.

ბორგხილდის თოჯინას ერთბაშად რამდენიმე პრობლემა უნდა გადაეჭრა: დაეცვა ჯარისკაცები ვენერიული დაავადებებისგან, აღმოეფხვრა ერთსქესიანთა კავშირების აუცილებლობა ფრონტზე და დაეცვა არიული რასის სიწმინდე.

თოჯინის პირველი სახელი სავსებით უწყინარი გახლდათ – “სქესობრივი ჰიგიენური ობიექტი”. ითვლებოდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა მისი დაჩუტვა და მარტივად ტრანსპორტირება სამხედრო ზურგჩანთით.

მეცნიერის წინაშე რთული დავალება იდგა – შეექმნა ცოცხალი ქალის მაქსიმალურად ზუსტი ასლი, რომელიც ნებისმიერ გერმანელ მამაკაცს აღაგზნებდა. ამისთვის, მეცნიერმა უარი თქმა მეტალის დეტალებზე და საფუძვლად სილიკონი აირჩია. თოჯინის სხეული უნდა ყოფილიყო მოქნილი, ხოლო ზედაპირი – კანივით რბილი.

ფრანცი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა პროტოტიპის სახეს, რამდენადაც ჰიტლერი ნამდვილი არიელი ქალის ასლის შექმნას მოითხოვდა, რომელიც ნებისმიერ ჯანმრთელ მამაკაცში გამოიწვევდა სქესობრივ ლტოლვას.

მაგალითისთვის უნდოდათ აეღოთ უნგრელი ვარსკვლავი, კეტ ფონ ნაგი, თუმცა მან ასეთ პატივზე უარი თქვა. საბოლოო ჯამში, ჩაკერტი აღარ ჩაიციკლა ნაკვთებზე, თუმცა თოჯინას ცისფერი თვალები და თეთრი თმა მისცა. ბრუგხილდის სიმაღლე 176 სმ-ს შეადგენდა.

“ჰიგიენური ობიექტის” მასობრივ წარმოებაში ჩაშვებამდე, ფიურერმა პირადად გამოსცადა ნაკეთობა და მისი ხარისხით კმაყოფილი დარჩა. პირველი გამოშვება 5 000-იანი ტირაჟით გამოვიდა და მის გვარდიას ეკუთვნოდა.

თუმცა, თოჯინების წარმოება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1942 წელს გერმანელი მეომრები სულ უფრო ხშირად ცვიოდნენ ტყვედ, რა დროსაც ხშირად ხდებოდნენ მოწინააღმდეგის მხრიდან დაცინვისა და ძალადობის მსხვერპლი, რეზინის ქალების მიმართ სიყვარულისთვის. რამდენიმე ინციდენტის შემდეგ, ჯარისკაცებმა ერთხმად თქვეს უარი სილიკონის მეგობრებზე.

ბორგხილდის თოჯინის ბოლო გამოშვება დრეზდენის დაბომბვის შემდეგ განადგურდა. ასე მოკვდა ჰიტლერის იდეაც, შეექმნა სუფთა არიული რასა ტყვე ქალების სილიკონის ქალებით ჩანაცვლების ხარჯზე. გერმანელი ჯარისკაცები არჩევდნენ, დაკმაყოფილებულიყვნენ ამხანაგებისა და მეძავების სხეულებს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი