იაპონელი დედის გულითადი რჩევები ვაჟიშვილს, რომელიც ახლახანს დაოჯახდა

0
1468

ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში შემხვდა იაპონელი დედის ძალიან საყვარელი მილოცვა, რომელიც 20 წლის შვილს იუბილეს ულოცავდა. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იაპონელი დედა არც იყოს ან უბრალოდ რაღაც გამოგონილი ამბავია, მაგრამ წაკითხულმა გული ამიჩუყა. Paparazzi თქვენც გიზიარებთ.

დედის მილოცვა ზრდასრულ შვილს – „მიყვარხარ ისე, როგორც ვერავინ და ვერასდროს შეგიყვარებს. ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები, მაშინაც კი, როცა აღარ ვიცოცხლებ. ვალდებული არ ხარ, გიყვარდე. ვალდებული არ ხარ, ჩემზე იზრუნო. დედის წინაშე ვალდებულება არ გაქვს. შვილის ვალი მოიფიქრეს მათ, ვისაც მარტოობა აშინებს. თუ კვირაში ერთხელ დამირეკავ, ზოგჯერ ახალი ტორტით მესტუმრები, ჩემზე ბედნიერი დედა ამქვეყნად არავინ იქნება!

შენს ცხოვრებაში მთავარი ქალი შენი ცოლია. ალბათ, ის არ მომეწონება და შეიძლება დედის თანხმობა ვერ მიიღო. დაე, ამან არ გაგაჩეროს. ბედნიერი უნდა იყო. ვიცი, რომ სწორ არჩევანს აუცილებლად გააკეთებ. შენს ოჯახში არასდროს თქვა, რომ დედა ცოლზე უკეთ ამზადებს. ცოლი ნებისმიერი კერძისთვის შეაქე. წლების შემდეგ შენი სიბრძნე ასმაგად დაგიბრუნდება, როცა ცოლი იდეალურად, რაც მთავარია, სიყვარულით მომზადებას ისწავლის.

უფალმა დაგიფაროს, რომ თქვენი ქორწილის დღე, ცოლის და შვილების დაბადების დღეები არ დაგავიწყდეს. ყვავილები, ლამაზი მაქმანებიანი თეთრეული და ტკბილეული ყოველთვის მუშაობს. თუ გსურს, რომ საყვარელი მეუღლე ყოველ წელს გააოცო, თქვენი გაცნობის დღეც დაიმახსოვრე.

ზოგჯერ არ გეცოდინება, როგორ მიუდგე ცოლის თხოვნებს. გამოიყენე წესი სამჯერ. პირველად ცოლის მიერ ხმამაღლა ნათქვამი თხოვნა უფრო ემოციური ფონით გამოწვეულია. მაგალითად, რეკლამის შთაბეჭდილების ქვეშ. მეორედ ცოლი ხმამაღლა მსჯელობს, ნამდვილად სჭირდება თუ არა. იმოქმედე, როცა ცოლი რამეს მესამედ გთხოვს. გამოდის, რომ ნამდვილად დაფიქრდა და გადაწყვიტა. სამი თხოვნის შემდეგ კონფლიქტის სახიფათო ზონაში შედიხარ „მე ხომ ასჯერ გთხოვე!“ რაში გჭირდება კონფლიქტი შენი ცხოვრების მთავარ ქალთან?

მომთმენი იყავი, თუ სმარტფონის გამოყენებაში დახმარებას გთხოვ. ის, რაც შენთვის ელემენტარულია, ჩემთვის მთელი მეცნიერებაა. შეგახსენო, ვინ გასწავლა თავის დროზე ქოთნის გამოყენება? მიყვარხარ, ჩემო დიდო პატარა შვილო“.

დედის სიყვარულის ძალა – მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაწერა: იაპონელმა, გერმანელმა თუ ქართველმა. უფრო მნიშვნელოვანია, რა აზრი დევს. დედის სიყვარულის ძალა უსაზღვროა. თუ დედასა და შვილს შორის ნამდვილი კავშირია, წლების განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება. დავინტერესდი, რას ურჩევდა შვილს ჩემი პოტენციური დედამთილი, მსგავსი მილოცვა რომ დაეწერა. ყველაზე საინტერესო და სასაცილო რჩევებს გიზიარებთ. აი, რა თქვა.

„შვილო, ნუ ბრაზდები, თუ შენზე ხშირად ვნერვიულობ და რამეს გირჩევ. ასე შენდამი ჩემი სიყვარულის გამოხატვას ვცდილობ. თუ რამეს გთხოვ, გახსოვდეს, რომ ეს ცარიელი სიტყვები არაა. ეცადე, რომ ჩემი თხოვნა რაც შეიძლება მალე შეასრულო.

გიყვარდეს შენი ცოლი ისე, თითქოს ხვალ შეიძლება სამუდამოდ დაკარგო. მის შინაგან ხმას მოუსმინე. ჩემთან მასზე არასდროს დაიჩივლო, რაც არ უნდა გააკეთოს. თქვენი კამათი თქვენი საქმეა. მას ჩემი და მამაშენის უთანხმოების შესახებ არაფერი უთხრა. ეს წესი ორივე მხარეს მუშაობს.

შენი საყვარელი ადამიანი არასდროს შემადარო. ვერასდროს გახდება ისეთი, როგორიც მე ვარ. მე კი, ვერასდროს გავხდები ისეთი, როგორიც ის არის. განსხვავებულები ვართ, მაგრამ ორივეს ძლიერ გვიყვარხარ. ჩვენი საყრდენი და იმედი იყავი!“