სსრკ–ში „ჩიტის რძის“ რეცეპტი თავხედურად მოიპარეს. ის პოლონელმა კონდიტერმა გამოიგონა

1420

კლასიკური „ჩიტის რძე“ საყვარელი დესერტია სსრკ–დან. უფრო ზუსტად, ბევრი ასე ფიქრობს. სინამდვილეში ასე არაა. უბრალოდ საბჭოთა კავშირის პერიოდში კანფეტი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ადამიანების უმრავლესობა მათ ბავშვობასთან აკავშირებს. იმ პერიოდში არ მიცხოვრია, მაგრამ ამ კანფეტზე ვგიჟდები. ყოველთვის ჯერ შოკოლადს ვჭამ, შემდეგ ნაზი სუფლეთი სიამოვნებას ვიღებ. დავინტერესდი კანფეტის რეცეპტით და ვინ გამოიგონა პირველად სსრკ–ში. „ჩიტის რძის“ შექმნის ისტორია საკმაოდ საინტერესოა!

კლასიკური „ჩიტის რძე“ – „ჩიტის რძე“ პოლონური წარმოშობისაა და მისი ნამდვილი რეცეპტი კონდიტერ იან ვედელს ეკუთვნის. 1845 წელს მისი ბაბუა კაროლი ვარშავაში გადავიდა, სადაც შოკოლადის ქარხანა გახსნა. საკონდიტრო საქმეში დიდი გამოცდილება ჰქონდა, ამიტომ საქმე სწრაფად წარმატებული გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ბაზარზე კაროლ ვედელი პირველი იყო. მის შოკოლადის დახლთან ყოველთვის ხალხი ირეოდა. მალე გახსნა ახალი საკონდიტრო კომპანია, რომელიც მოგვიანებით შვილს გადასცა. მისგან კი საქმე იან ვედელმა მიიღო. კონდიტერმა კანფეტები „ჩიტის რძე“ 1936 წელს წარმოადგინა. მალე მთელ ევროპაში პოპულარული გახდა. საინტერესოა, რომ ვედელმა ტკბილეულის სახელი ისესხა ვლადიმერ დალის კრებულიდან „რუსი ხალხის ანდაზები“ და ასე ჟღერდა: „მდიდრებს ყველაფერი აქვთ, მაგრამ ჩიტის რძე არ აქვთ“.

სსრკ–ში ნაზი სუფლეს კანფეტები მხოლოდ 30 წლის შემდეგ, 1966 წელს გამოჩნდა. ეს სსრკ–ს მაშინდელი მრეწველობის მინისტრის ვასილი ზოტოვის წყალობით მოხდა. ის ჩეხოსლოვაკიაში ვიზიტით ჩავიდა და „ჩიტის რძე“ გასინჯა. იმდენად მოეწონა, რომ რამდენიმე კანფეტი წამოიღო. არა მხოლოდ პირის ჩასატკბარუნებლად. ყველაზე პროფესიონალი კონდიტრები შეკრიბა და კონკრეტული მიზანი დაუსახა. კლასიკური „ჩიტის რძე“ ხელახლა უნდა შეექმნათ! იღბლიანი, რომელმაც ეს ყველაზე კარგად მოახერხა, ანა ჩულკოვა იყო. თავად რეცეპტი შეცვალა. თუ პოლონურ ვერსიაში სუფლე ჟელატინით მზადდებოდა, სსრკ–ში აგარ–აგარს იყენებდნენ. რეცეპტი სსრკ–ს ყველა საწარმომ მიიღო. ასევე ცნობილ რესტორანში „პრაღა“ მოხვდა. აქ საუკეთესო საბჭოთა საკონდიტრო იყო. სწორედ აქ კონდიტრებმა კანფეტების მსგავსი ტორტი „ჩიტის რძე“ პირველად შექმნეს.

ცნობილი ტკბილეულის შექმნის ისტორია სსრკ–ში – ტორტის რეცეპტი ცნობილ კონდიტერს ვლადიმერ გურალნიკს ეკუთვნის. მან ცხოვრება კულინარიულ ხელოვნებას მიუძღვნა და მინიმუმ 25 ნამცხვარი შექმნა. როცა პირველად გასინჯა სუფლეს კანფეტი შოკოლადში, ამავე რეცეპტით ტორტის გაკეთება გადაწყვიტა. რეცეპტზე 6 თვე მუშაობდა. მცირე დეტალებიც გაითვალისწინა, რომ იდეალური ვარიანტი შეექმნა. ტორტისთვის უჩვეულო ფორმა შეარჩია: „ჩიტის რძე“ მართკუთხა გახდა. საფუძვლად ორიგინალური ნახევრად მზა პროდუქტი, კექსის ცომი მოიფიქრა. როცა ხალხმა ეს ნამცხვარი გასინჯა, საკონდიტრო მაღაზიებში რიგები არ წყდებოდა. ყოველდღე 30 ტორტის წარმოება მალე 600 გახდა. ესეც საკმარისი არ იყო, რომ ყველა მსურველის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ. 4 წლის შემდეგ სსრკ–ს საკონდიტრო საწარმოებს ოფიციალურად გადაეცა. ტორტის „ჩიტის რძე“ სამრეწველო წარმოება დაიწყო. 1982 წელს, სსრკ–ს ისტორიაში პირველად, ტორტზე პატენტი გაიცა.

სხვათა შორის, ვლადიმერ გურალნიკი ჯერ კიდევ ცოცხალია. დღეს ცნობილი ტორტის სხვადასხვა ვარიანტს სიამოვნებით მიირთმევს. ბევრი მათგანი მოსწონს. ხალხს მოუწოდებს, რომ ტკბილეულის შემადგენლობას ყოველთვის ყურადღება მიაქციონ. ორიგინალურ რეცეპტში გამოიყენება შემდეგი პროდუქტები: მაღალი ხარისხის ხორბლის ფქვილი, შაქარი, კარაქი, მარგარინი, ვანილი, შესქელებული რძე, ლიმონმჟავა, სახამებლის ბადაგი, აგარ–აგარი და შოკოლადი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს