თითოეული ციფრი გარკვეული ენერგიის მატარებელია და ჩვენს ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. Paparazzi გიზიარებთ მარტივ რიტუალებს ციფრებით, რომლის დახმარებით საფულეში ფულს მოიზიდავთ და ფინანსურ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ. ფულის მაგია დაგეხმარებათ, რომ ცხოვრება უკეთესი გახადოთ, პირადი და საქმიანი ურთიერთობები დაალაგოთ. შედეგით გაოცებული დარჩებით!
- 128 – სამნიშნა ძლიერი რიცხვია. ფინანსურ პრობლემებს აქრობს. ჩაატარეთ მარტივი რიტუალი, თუ დადებითი ცვლილებების დანახვა გსურთ. თეთრ ფურცელზე 128 დაწერეთ. ლამაზად დაკეცეთ და საფულეში, საკრედიტო ბარათის განყოფილებაში შეინახეთ. მალე კარიერაში წარმატებას მიაღწევთ და ფინანსები გაიზრდება. რიტუალის ჩასატარებლად კვირის დღეს ან მთვარის ფაზას მნიშვნელობა არ აქვს.
- 8 – უსასრულობის სიმბოლო ფულს იზიდავს. თეთრ ფურცელზე სამი რვიანი დაწერეთ. დაკეცეთ და საფულეში, მონეტების განყოფილებაში შეინახეთ. სიღარიბისგან დამცავი თილისმაა. საფულეში ფული არ გამოგელევათ.
- 5 – კარგი სამსახურის პოვნაში დაგეხმარებათ და ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. 5 წვრილი ფული ერთად შეინახეთ. შესანახად ბინის შემოსასვლელი საუკეთესო ადგილია. მნიშვნელოვანია, ისეთ ადგილას შეინახოთ, რომ უცხო ხალხმა ვერ დაინახოს. ამ რიტუალით ფულის მოზიდვას შეძლებთ.
ზემოთ მოცემული რიტუალები ჩაატარეთ, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს