მარტოხელა პენსიონერი ბოსტანს ნიგვზის ფოთლებით ანოყიერებს და შესაშურ მოსავალს იღებს

0
2328

კაკლის გამოყენება სამზარეულოს საზღვრებს სცდება. უფრო მეტიც, ხალხურ მედიცინაში არა მხოლოდ კაკალი, არამედ ამ ხის ფოთლები აქტიურად გამოიყენება. მასში შემავალი ეთერზეთები და ვიტამინები ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. Paparazzi კაკლის ფოთლების ყველა თვისებაზე დეტალურად გიამბობთ.

კაკლის გამოყენება – კაკალს სამეფო კაკალს უწოდებენ. ამ ხეს ყველაფერი სასარგებლო აქვს: ფოთოლი, ბირთვი, ტიხარი, ნაყოფსაფარი, მისი ნასკვი და ქერქიც. სამკურნალო თვისებების გარდა გამწმენდი თვისებები აქვს, ასევე ბაქტერიებს ანადგურებს. მას წყლის დეზინფექციისთვის იყენებენ. კაკლის ფოთლები წინასწარ უნდა მოამზადოთ, სანამ გამოიყენებთ. ჩვეულებრივ, ეს ივნისში კეთდება, როცა ბოლომდე განვითარებული არაა. მნიშვნელოვანია, რომ ფოთლებს შავი ლაქები არ ჰქონდეს. მაშინ აუცილებლად უნდა გაახმოთ და შემდეგ კონკრეტული შემთხვევის მიხედვით გამოიყენოთ.

რა სარგებელი აქვს კაკლის ფოთლებს? პირველ რიგში, მასში ბევრი C ვიტამინი შედის. ფოთლებში მაქსიმალურად კონცენტრირებული ივნისშია. გარდა ამისა, შეიცავს კაროტინს, B1 და P ვიტამინებს, ეთერზეთებს, ქინონებს, ფენოლკარბოლ მჟავას, კუმარინს, ფლავონოიდს, ელაგის, გალუსინის და კოფეინის მჟავებს. C ვიტამინი ორგანიზმის მდგრადობას ზრდის, სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს (როგორც P ვიტამინი), ღვიძლის და თირკმლების მუშაობაზე დადებითად მოქმედებს. B1 ვიტამინი ნერვული სისტემის კვებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, გულის, სისხლძარღვებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემებისთვის სასარგებლოა. კაროტინი ანტიოქსიდანტი და იმუნოსტიმულატორია. კაკლის ფოთლის ტანინებს შემკვრელი თვისებები აქვს. ფიტონციდები და იუგლონი ბევრ ბაქტერიას ებრძვის, ხოლო ეთერზეთი ბუნებრივი რეპელენტია.

ცნობილი ექიმბაშები კაკლის ფოთლებიდან სხვადასხვა მალამოს, ნაყენს, ნახარშს და ჩაის ამზადებენ. ასევე ფოთოლს ფხვნილის მისაღებად ახმობენ. კაკლის ნაცარი სხვადასხვა კულტურის სასუქად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მებოსტნეებმა ყურადღება უნდა მიაქციონ! ოღონდ სიფრთხილე გამოიჩინეთ. კაკლის ფოთოლი იუგლონს შეიცავს. ეს ანტიბიოტიკური თვისების მქონე სპეციალური ნივთიერებაა. ამის გამო სასუქმა მცენარის ზრდა შეიძლება შეაფერხოს. მებოსტნეები ამის თავიდან ასაცილებლად კაკლის ფოთლებიდან ნაცარს აკეთებენ. იუგლონი ფოთლების წვისას ნეიტრალდება. ნაცრით მჟავე ნიადაგი, ხილის და კენკრის ბუჩქები გაანოყიერეთ. თუ ნეიტრალურ ან ტუტე მიწა გაქვთ, კაკლის ნაცრის გამოყენებას არ გირჩევთ.

კაკლის ფოთლების გამოყენების სხვა მეთოდები – კაკალი და მისი ფოთლები არა მხოლოდ ხალხურ მედიცინაში გამოიყენება. მას ფარმაკოლოგიაშიც შეხვდებით. კაკალზე დაფუძნებული სხვადასხვა მზა ნაყენი არსებობს. ხშირად კანის უსიამოვნებების სამკურნალოდ ნიშნავენ. კაკლის ფოთლების ჩაი და ნახარში პროფილაქტიკისთვის შეგიძლიათ დალიოთ. მოსამზადებლად რაიმე უნარის ფლობა საჭირო არაა. ფოთლები ზაფხულის დასაწყისში შეაგროვეთ, გარეცხეთ და გაახმეთ, შემდეგ დაფშვენით. მიღებული ნედლიდან ნახარში მოამზადეთ. 2 მარტივი მეთოდი არსებობს. მაგალითად, 1 ჩ/კ კაკლის ფოთლებს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ და 30 წუთით გააჩერეთ. შემდეგ სითხე გადაწურეთ და მზადაა. მეორე მეთოდი: 2 ჩ/კ ხმელ ფოთლებს 250 მლ ცივი წყალი დაასხით და ქურაზე დადგით. წყლის ადუღების შემდეგ 3–5 წუთით ხარშეთ. ამის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ.

კაკლის ფოთლების ნახარში შეგიძლიათ გამოიყენოთ ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, დიარეის, შაქრიანი დიაბეტის, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადების, ასევე შინაგანი სისხლდენის დროს. კუჭის და ნაწლავების ტკივილის შემცირებაში, დიარეის გაქრობასა და საჭმლის მომნელებელი პროცესის გაუმჯობესებაში არაყზე დაფუძნებული კაკლის ფოთლების ნაყენი დაგეხმარებათ. ხმელ ნედლს არაყი 1:10 თანაფარდობით დაასხით და 2 კვირა გააჩერეთ. 10 წვეთი ნაყენი წყალში გააზავეთ და დღეში 3–4–ჯერ დალიეთ. კურსი – 14 დღე. სხვათა შორის, კაკლის ფოთლების მომარაგება საჭირო არაა. მზა ნედლი ნებისმიერ აფთიაქში თეთრებად შეგიძლიათ შეიძინოთ. ნახარში იმუნიტეტის გასაძლიერებლად და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ მიიღოთ.

კაკლის ფოთლების ნახარში – ქალები კაკლის ფოთლების ნახარშს კოსმეტოლოგიაში იყენებენ. მაგალითად, ცვენის შესამცირებლად თმაზე შეგიძლიათ გადაივლოთ. ასევე სახეზე კანის პრობლემების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ, ყელის ტკივილის დროს სავლებად გამოიყენოთ. კიდევ ერთი ხრიკი – ზეთოვანი ნაყენი. მოსამზადებლად ახალი ფოთლები დაგჭირდებათ. 80 გ დაქუცმაცებულ ნედლს 300 მლ რაფინირებული მცენარეული ზეთი დაასხით. მიღებული სითხე 20-25 დღე ოთახის ტემპერატურაზე დააყენეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ საშუალებას მზის პირდაპირი სხივები არ მოხვდეს. ასეთი ნაყენი სამკურნალოდ, კანზე გამონაყარის და სხვა უსიამოვნების დროს გამოიყენება. მოგიწოდებთ, რომ თვითმკურნალობა არ დაიწყოთ და ნებისმიერი ხალხური ხრიკის გამოყენებამდე ექიმთან კონსულტანცია გაიაროთ.