25 წლის პატარძალი საკურთხეველთან მოხუც კაცთან ერთად დადგა. წყვილის ამბის გაგებისას ხალხი ატირდა

16711

ახლახანს ინტერნეტ სივრცეში ძალიან უჩვეულო ფოტოსესიის სურათები გამოჩნდა. ხალხი გაოგნდა, როცა დაინახეს რომ 25 წლის ლამაზმანი საკურთხეველთან კოჭლ მოხუც კაცთან ერთად მიდიოდა. მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა: სინამდვილეში ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

87 წლის მამაკაცი ახალგაზრდა ჩინელი ქალის მშობლიური ბაბუა აღმოჩნდა. ასეთი ფოტოსესია თავად შვილიშვილმა მოუწყო. ქალს ბაბუის სანუკვარი ოცნების ასრულება სურდა და ეს შეძლო კიდეც!

ბაბუის ოცნება იყო, რომ მისი შვილიშვილი საპატარძლოს კაბაში ენახა. თუმცა მიზანდასახული ლამაზმანი უახლოესი რამდენიმე წელი მხოლოდ კარიერულ ცხოვრებას გეგმავდა და გათხოვებაზე საერთოდ არ ფიქრობდა!

ბაბუის გულისთვის კი ყველაფერზე მზად იყო. ქალი პროფესიონალ ფოტოგრაფს მოელაპარაკა, ხანდაზმული ნათესავისთვის ლამაზი კოსტიუმი შეიძინა და მოხუცის ოცნების ასრულებას შეუდგა.

ჩინელი ქალის მშობლები განქორწინდნენ, როცა ის მხოლოდ 10 წლის იყო. პატარა ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა და ისინი მისი საუკეთესო მეგობრები გახდნენ. გოგონა ბაბუას ყველა სანუკვარ საიდუმლოს უყვებოდა, ხოლო როცა გაიზარდა, მოხუცები ღამის კლუბებშიც კი დაყავდა!

ადრე ქალი ფიქრობდა, რომ ბაბუა სანუკვარი ოცნების ასრულებამდე მშვიდად იცოცხლებდა. თუმცა 2 წლის წინ მას იშემიური ინსულტი ჰქონდა. ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო გულის პრობლემები წარმოიქმნა. ამ დროს შვილიშვილი მიხვდა, რომ მეტი მოცდა არ შეიძლებოდა!

შვილიშვილი ბაბუაზე თავგანწირვით ზრუნავდა და მალე მოხუცი კაცი გამოკეთდა. თუმცა დაავადება პერიოდულად თავს იჩენდა და საწოლს აჯაჭვებდა. ასე, ფოტოსესიის წინა დღეს მოხუც კაცს გადასხმაც კი გაუკეთეს.

ახლა, გაოცებული ხალხის კითხვებს ქალი უყოყმანოდ პასუხობს: ბებია-ბაბუასთვის ყველაფერს გააკეთებს. სწორედ მათი ძალისხმევით გოგონას ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, მოგვიანებით კი სასწავლებლად ჩინეთიდან ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ კი სინგაპურში წასვლა შეძლო.

სურათებზე ჩანს, რომ ჭაღარა, დანაოჭებული კაცი ბედნიერებისგან ბრწყინავს. ალბათ, ეს ყველაზე კარგი საჩუქარია, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს