ფოფოდიამ მასწავლა უკვერცხო მაიონეზის გაკეთება. სხვას აღარ ვცნობ

0
6345

სხვადასხვა გემოებით და ინგრედიენტებით ექსპერიმენტები ძალიან მიყვარს. ბევრ პროდუქტზე ალერგიული ვარ, ამიტომ ცოტა დახელოვნება მიწევს. კერძში კვერცხის ჩანაცვლება განსაკუთრებით გამიჭირდა, მაგრამ უკვე მთელი რიგი სხვადასხვა ხრიკი მაქვს. ახლახანს სახლის მაიონეზის კვერცხის გარეშე მომზადება მომინდა. Paparazzi გიამბობთ, როგორ მოამზადოთ სახლის მაიონეზი კვერცხის გარეშე. სამარხო ალტერნატივასაც გთავაზობთ.

უკვერცხო მაიონეზი

ინგრედიენტები:

  • 150 მლ რძე
  • 300 მლ მცენარეული ზეთი
  • 2–3 ჩ/კ მდოგვი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • მწიკვი შაქარი

მომზადების წესი:

  1. მაიონეზის რეცეპტი მარტივია. ხელის ბლენდერი დაგჭირდებათ. საჭირო ინგრედიენტები, ბლენდერი და მშრალი ჭურჭელი მოიმარაგეთ.
  2. რძე ათქვიფეთ მანამ, სანამ ფაფუკი არ გახდება.
  3. ზეთი წვრილად დაუმატეთ ისე, რომ ათქვეფა არ შეწყვიტოთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. თუ ფიქრობთ, რომ მაიონეზი საკმარისად სქელი არაა, ცოტა მეტი ზეთი დაუმატეთ.
  4. საჭირო მასის მიღების შემდეგ მარილი, შაქარი, მდოგვი და ლიმონის წვენი დაუმატეთ.
  5. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. მაიონეზი კვერცხის გარეშე მზადაა!

კვერცხიანი მაიონეზისგან განსხვავებული გემო შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ცუდი არაა. ძალიან ნაზი და ფაფუკი გამოდის. სალათისთვის შესაფერისია. მაგალითად, კიბორჩხალის სალათი ამ სოუსით ძალიან გემრიელი გამოდის.

სამარხო მაიონეზიც შეგიძლიათ მოამზადოთ. ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ აკვაფაბი. ეს პარკოსანის ნახარშია, რომელსაც კვერცხის ალტერნატივად არა მხოლოდ სოუსში, არამედ ცომეულში ხშირად იყენებენ. მარტივი მეთოდიც არსებობს. ამ შემთხვევაში სოიოს ან ნუშის რძე გამოიყენეთ. ისიც საჭირო კონსისტენციის მიღებამდე ათქვიფეთ. სასურველი შედეგის მისაღებად ცოტა მეტი ზეთი დაგჭირდებათ. ნუშის რძით მომზადებულ მაიონეზს უჩვეულო გემო აქვს. ასეთი საკაზმი სალათებისთვის იდეალურია.