შემწვარი თევზი პოლონურად, რომელიც ბავშვებსაც მოეწონებათ

0
1523

გემრიელი თევზი პოლონურად ვახშმის და სადღესასწაულო სუფრის წარმატებული დანამატია. უჩვეულო რეცეპტი სიმარტივით და ხელმისაწვდომობით გაგაოცებთ. მზადდება ძირითადი პროდუქტებისგან, რომელთა ფასი არ იკბინება. კერძის გემოს და არომატს ყველა დააფასებს, როგორც ბავშვი, ასევე უფროსი.

თევზი პოლონურად – მომზადების საიდუმლო იმაშია, რომ თევზი უნდა მოხარშოთ, ხოლო მიღებული ბულიონისგან სოუსი გააკეთოთ. ბოლოს ახალი მწვანილი და მოხარშული კვერცხი დაგჭირდებათ. მათ ამ რეცეპტში გვერდს ვერ აუვლით, რადგან სწორედ ასეთი გაფორმება აქცევს კერძს პოლონურად. სასიხარულოა, რომ ყველაზე ხელმისაწვდომი ჯიშის თევზი გამოგადგებათ. მაგალითად, ხეკი ან მინტაი. მარტივად რომ ვთქვათ, თეთრი ხორცი აირჩიეთ. გამოგადგებათ ქარიყლაპია, ვირთევზა ან უბრალო მდინარის თევზი. გაითვალისწინეთ, რომ მომზადებამდე ძვლები კარგად უნდა მოაშოროთ. მდინარის თევზს გაცილებით მეტი ძვალი შეიძლება ჰქონდეს.

ინგრედიენტები:

  • 400 გ თევზის ფილე
  • 2 კვერცხი
  • 50 გ მწვანილი
  • 50 გ კარაქი
  • 1 ჩ/კ ფქვილი
  • 10 მლ ლიმონის წვენი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფნის ფოთოლი
  • წიწაკის მარცვლები

მომზადების წესი:

  1. თევზი გამდინარე ცივ წყალში გარეცხეთ. ქაღალდით შეამშრალეთ და ფილე პატარა ნაჭრებად დაჭერით. თითოეული ნაჭრიდან ძვლები ამოიღეთ. რა თქმა უნდა, ტემპერატურის გავლენით პატარა ძვლები უნდა დარბილდეს, მაგრამ უმჯობესია მოაშოროთ. თუ საჭიროა, პინცეტი გამოიყენეთ.
  2. ორი პატარა ქვაბი მოამზადეთ. ერთში თევზი მოხარშეთ, მეორეში – კვერცხი. პირველ ქვაბს მარილი, დაფნა და წიწაკა დაუმატეთ. ბულიონი ძლიერ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და თევზი დაუმატეთ.
  3. თევზი ბულიონის ადუღებიდან 5 წუთით ხარშეთ. თუ კვერცხი მეორე ქვაბში უკვე მოიხარშა, ცივ წყალში გადაიტანეთ. ასე ნაჭუჭს ადვილად მოაშორებთ. როგორც კი, კვერცხი გაცივდება, მსხვილ სახეხზე გახეხეთ ან დანით წვრილად დაჭერით.
  4. მზა თევზი თეფშზე გადაიტანეთ, დარჩენილი ბულიონი სოუსის მოსამზადებლად გამოიყენეთ. ტაფა ძლიერ ცეცხლზე გააცხელეთ და კარაქი დაუმატეთ. ფქვილი პირდაპირ ტაფაზე გაცერით, მაშინვე სოუსს აურიეთ. ეს საჭიროა, რომ ნარევი არ დაკორკოშდეს.
  5. კარაქს და ფქვილს კვერცხის ნაწილი დაუმატეთ და აურიეთ. სქელ სოუსს თევზის ბულიონი ფრთხილად დაუმატეთ. სოუსს აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მუსი მიიღოთ. ქურიდან გადმოდგით და წვრილად დაჭრილი მწვანილი დაუმატეთ.

ნაზი თევზი პოლონურად – თევზის ნაჭრები ნაზ კარაქი–კვერცხის სოუსში კარგად ამოავლეთ და სუფრაზე გაიტანეთ. კერძში ექსპერიმენტები დაშვებულია, რაიმე ინგრედიენტი შეგიძლიათ დაუმატოთ ან ამოიღოთ. მაგალითად, თუ ბოსტნეული გიყვართ, ასეთი თევზი ბოსტნეულის ბალიშზე გააკეთეთ. დაგჭირდებათ ტკბილი წიწაკა, ხახვი, ნიახური, სტაფილო და თევზი. ბოსტნეული პატარა ნაჭრებად დაჭერით და საცხობ ფორმაში გადაიტანეთ. თევზი და ბოსტნეული ფენებად შეგიძლიათ დააწყოთ. მთელი სოუსი დაასხით და ღუმელში ბოსტნეულის კარგად ჩაშუშვამდე აცხვეთ. მწიკვი ახალი ოხრახუში, კამა ან ქინძი მოაყარეთ და სუფრაზე გაიტანეთ.