ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ვანგასაც აშინებდა. მათი სიტყვა ყოველთვის ხდება

0
13611

ალბათ, გყავთ მეგობარი, რომელიც სხვებზე ხშირად ამბობს: „მართალი ვიყავი“. არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ რაღაცას ამბობენ და მათი სიტყვები ხდება. აღმოჩნდა, რომ ეს ზოდიაქოს ნიშანზე დამოკიდებულია. მხოლოდ 5 ნიშანია, რომელსაც განსაკუთრებული ნიჭი აქვს. მათი სიტყვები ყოველთვის ხდება. ან განვითარებული ინტუიცია აქვთ ან რაღაც ალღო. Paparazzi გიამბობთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნების სიტყვები ხდება ყოველთვის. მათი ვანგასაც ეშინოდა.

  • მორიელი – შეუძლია რაღაცაზე იხუმროს, შემდეგ ახდეს. საქმე იმაშია, რომ მორიელს წარმოუდგენლად განვითარებული ინტუიცია აქვს. თანამოსაუბრეს მოხარშულს იცნობს. სხვა ადამიანების ცოდნით და გამჭრიახობით ხშირად მართალი გამოდის. ამბობენ, რომ მისი სიტყვა წინასწარმეტყველურია. ყველაზე უსიამოვნო ნიშნად ითვლება, მაგრამ მისი ხასიათი შეიძლება აიხსნას იმით, რომ ხალხს კარგად იცნობს. პირდაპირი ლაპარაკი უყვარს და არ ელოდება, როდის მოატყუებენ.
  • მშვილდოსანი – კიდევ ერთი ნიშანი, რომლის სიტყვებიც ხდება. ცრუ განცხადებებს არასდროს აკეთებს. მისი აზრი ფაქტებს ეყრდნობა. სწორედ ამიტომ, ხშირად მართალი გამოდის. მშვილდოსანი დაპირებას ტყუილად არ გასცემს. სიტყვას ყოველთვის იცავს. დიდ ძალისხმევას იღებს, რომ მისი სიტყვა ყოველთვის ახდეს.
  • ქალწული – საგნების სიღრმის დანახვა და დეტალების შემჩნევა შეუძლია. თუ რამეში ეჭვობს, ამაზე არასდროს იტყვის. სწორედ ამიტომ, მისი სიტყვა ყოველთვის მართალია. მხოლოდ იმას ამბობს, რაც ზუსტად იცის. შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ ქალწულმა სხვებზე მეტი იცის და გრძნობს. საფრთხის დანახვა და შეგრძნება შეუძლია. მის ალღოს ენდეთ და არ ინანებთ.
  • თევზები – ერთი შეხედვით, უჩვეულო და ცოტა ჩაკეტილია. წინასწარმეტყველების უნარი აქვს. ზოგჯერ რაღაც უცნაურს ამბობს, მაგრამ შემდეგ ხდება. ზოგჯერ ეს შემთხვევითი ფიქრების სახით მოდის, რასაც თავად ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ მოგვიანებით ხდება. წინასწარმეტყველურ სიზმრებს ხედავს. მათი გაშიფვრა უნდა ისწავლოს, რომ ეს ცოდნა სასიკეთოდ გამოიყენოს.
  • თხის რქა – ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ თხის რქამ სიტყვის ძალის გამოყენება სხვებზე უკეთ იცის. ალღო აქვს, რომელიც აჩვენებს, რა და როდის უნდა თქვას. ეს ჯადოქრობას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში მაღალი ინტელექტით და ცხოვრებისეული გამოცდილებით გამოწვეულია. ხალხში კარგად ერკვევა და მათთან მიდგომას ადვილად პოულობს. ეს ნიჭი მიზნის მიღწევაში ეხმარება.

აი, ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც განსაკუთრებული ნიჭი აქვთ. ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი ჩვენს ხასიათს განსაზღვრავს, მაგრამ მხოლოდ ამით შეზღუდვა არ ღირს. თითოეულს საკუთარი ცხოვრების მართვა შეგვიძლია.