დენის მჭამელები, რომლებიც სახლში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ

0
3853

ძვირი ელექტროენერგია არა ჭორი, არამედ მკაცრი რეალობაა. Paparazzi გასწავლით, როგორ შეამციროთ დატვირთვა დენზე.

გამორთეთ მოწყობილობები, რომელთაც თითქმის არ იყენებთ, მაგრამ როზეტში შეერთებულია. ყველაზე მეტ დენს ხარჯავს გათბობის ქვაბი, ტელევიზორი და მტვერსასრუტი. პატარა ტექნიკაც, როგორიცაა მიკროტალღური ღუმელი, ყავის აპარატი, ელექტროჩაიდანი ან ტოსტერი დენს ფლანგავს. ჩვევად გქონდეთ, რომ ყველა მოწყობილობა დენის წყაროდან გამორთოთ, თუ არ გჭირდებათ. რა თქმა უნდა, მაცივარს ვერ გამორთავთ, რადგან ასე ყველა პროდუქტი გაფუჭდება. აი, სხვადასხვა დასატენი მოწყობილობა, ელექტრო კბილის ჯაგრისი, თანამედროვე რობოტის დამტენი სადგური აუცილებლად გამორთეთ.

მთელი ფული საფულეში – საიდუმლო არაა, რომ დიდი ტექნიკა ბევრ დენს მოიხმარს. აქ შედის მაცივარი, საყინულე, ელექტრო ქურა, სარეცხი მანქანა, ღუმელი, გათბობის ქვაბი, კონდიციონერი. ზოგიერთი მათგანი აუცილებლობის მიხედვით გამოიყენება, ამიტომ მათზე ფულის დახარჯვა არ ღირს. აუცილებლად გამორთეთ ის, რასაც უახლოეს მომავალში არ გამოიყენებთ. ასე ქსელს განტვირთავთ და ფულს დაზოგავთ. დროდადრო ზოგიერთი მოწყობილობა იმავე ეკონომიის მიზნით შეცვალეთ. მაგალითად, მტვერსასრუტის ნაცვლად ცოცხი გამოიყენეთ. მსგავსი ალტერნატივა პირადი საქმეა. ზოგი უფრო დახვეწილ ხრიკს იგონებს, ზოგს ამაზე უარის თქმა არ სურს.

ბრძნული ზომები – დენის დასაზოგად ძირითადი მინიმუმი გააკეთეთ. როგორ? განსაზღვრეთ, რომელი მოწყობილობა შეგიძლიათ გამორთოთ ღამით და ამის მუდმივად კეთება ჩვევად გქონდეთ. ღამით ტელევიზორი, მიკროტალღური ღუმელი, ჩაიდანი ან ყავის აპარატი არ გჭირდებათ. რატომ არ გამოვრთოთ? თუ საჭიროა, მარტივად შეგიძლიათ როზეტში შეართოთ და ტექნიკა ჩართოთ.

თუ საღამოს დენი გამოირთო, დროა, რომ ძვირფას მეუღლესთან ერთად სანთლის შუქზე ივახშმოთ ან სახლში ფანრებით ერთგვარი კვესტი მოაწყოთ. სიტუაციას იუმორით მიუდექით, რომ ტონუსი შეინარჩუნოთ და სულით არ დაეცეთ. სანთლების იდეა ძალიან კარგია. ბევრი სინათლის წყარო, რომელიც არ გამოიყენება, მაინც ბევრ დენს ხარჯავს. ზედმეტი ციფრი ქვითარში უზრუნველყოფილია. ყურადღება მიაქციეთ, რომ ოჯახის წევრებმა სინათლე ანთებული არ დატოვონ იმ ოთახში, სადაც არ იმყოფებიან. ასე ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვას შეძლებთ.

როგორ დავზოგოთ ძვირადღირებული ელექტროენერგია – არაკომფორტულ სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეთ, პრობლემის მოგვარების ყველა შესაძლო ვარიანტი წინასწარ განიხილეთ. ყველა ტელეფონი, ფანარი და პორტატული დამტენი წინასწარ დატენეთ და არ გამოიყენოთ, თუ აუცილებელი არაა. გარდა ამისა, ეს დღისით გააკეთეთ, როცა ადამიანების უმეტესობა სამსახურში მიდის. ზემოთ მოცემული რჩევების გათვალისწინებით ნაკლებ ელექტროენერგიას დახარჯავთ და ოჯახის ბიუჯეტსაც გაუფრთხილდებით.