კარი მეზობელმა გააღო. ის ძალიან მთვრალი იყო. მის უკან კი ლაშას ცოლი იდგა მოკლე ხალათით

56545

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარი ბიძაშვილის ისტორიას გვიამბობს.მე მყავს ბიძაშვილი, მას ლაშა ჰქვია. ის უკვე 13 წელია ანაზეა დაქორწინებული. მათ შორის არანაირი სიყვარული არ ყოფილა. ისინი უბრალოდ დაქორწინდნენ, როდესაც ამის დრო მოვიდა და სულ ეგაა. მაგრამ, ამასთანავე მათ შეძლეს ორი შესანიშნავი ვაჟის გაზრდა.ლაშა მამობის როლს მშვენივრად უმკლავდებოდა: ის ყოველთვის მათთან იყო, ბავშვებზე ზრუნავდა, დაჰყვებოდა შეჯიბრებზე და მათ ამეცადინებდა კიდეც.

ანა კი – არც თუ ისე კარგი დედა იყო. ქმარი და შვილები მას მაინცდამაინც არ აინტერესებდა, ის უპირატესობას საკუთარ თავზე ზრუნვას ანიჭებდა. დადიოდა მაღაზიებში და სილამაზის სალონებში. საკუთარი ქმრით მუდამ უკმაყოფილო იყო. ლაშა მუდმივად ითმენდა მის ისტერიკებს და ცუდ განწყობას.

ერთხელაც, მან თავის ქმარს განუცხადა, რომ მას კვირაში ერთხელ მაინც, კერძოდ კი შაბათობით, სჭირდებოდა დედამისთან სტუმრად წასვლა. იმისთვის, რომ მოდუნებულიყო, დაისვენა და ესაუბრა ადამიანთან, რომელიც მას უგებდა.მოკლედ, 6 თვის განმავლობაში, ყოველ შაბათს ანა დედამისთან მიდიოდა. ასე ეგონა ლაშას.

და აი, ერთ-ერთ მორიგ შაბათს, ანა დედამისთან გაემგზავრა. ლაშამ ვახშამი მოამზადა, ბავშვებს აჭამა, ჭურჭელი დარეცხა და გადაწყვიტა, ადრე დაწოლილიყო დასაძინებლად.თუმცა, ამის გაკეთება ვერ მოახერხა. კედელს უკან, მეზობელთან ძალიან მაგარი მხიარულება და ხმაური იყო. ვიღაც ქალი ძალიან ხმამაღლა იცინოდა. ლაშამ ეს ყველაფერი 2 საათის განმავლობაში ითმინა, შემდეგ კი გადაწყვიტა მეზობელთან გასულიყო და ეთხოვა, რომ ცოტა ჩუმად ყოფილიყვნენ.

ლაშამ კარზე დარეკა. კარი მეზობელმა გააღო, ის ძალიან მთვრალი იყო. მის უკან კი ლაშას ცოლი იდგა, მოკლე ხალათით.ის ძალიან მთვრალი იყო და ამიტომ იცინოდა ასე ხმამაღლა. ლაშა ისეთ შოკში იყო იმისგან, რაც ნახა, რომ მათთვის არაფერი არ უთქვამს, უბრალოდ თავის სახლში დაბრუნდა.ლაშას მთელი ღამე არ სძინებია. ის ძალიან გულნატკენი და ნაწყენი იყო: ის ხომ ასე კარგად ექცეოდა თავის ცოლს, მან კი უღალატა.

ორი კვირის შემდეგ, მან განქორწინება მოითხოვა.ანა ცდილობდა მასთან შერიგებას, პატიებას სთხოვდა, მაგრამ ლაშამ არ აპატია. ლაშა იძულებული გახდა შვილებისთვის სიმართლე ეთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შორდებოდა მათ დედას.ორი თვის შემდეგ კი უბედურება დატრიალდა: უმცროს ვაჟს მანქანა დაეჯახა. მას ოპერაცია გაუკეთეს. ვინაიდან ბევრი სისხლი დაკარგა, მას სისხლის გადასხმაც გაუკეთეს.

შვილს სისხლი ლაშამ მისცა. მათ ერთი ჯგუფის სისხლი ჰქონდათ. შემდეგ, ლაშამ გადაწყვიტა, რომ მამობის დადგენის ტესტი გაეკეთებინა. მან გაარკვია, რომ უმცროსი ვაჟი მისი შვილი არ იყო.ლაშას ბიჭზე უარი არ უთქვამს. ეს ამბავი არავისთვის არ გაუნდია.აი, რას ნიშნავს დაქორწინება სიყვარულის გარეშე. ან იქნებ, საკუთარი ცოლისთვის თვალი უფრო კარგად უნდა ედევნებინა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს