ძლიერი ლოცვა, რომელიც ფინანსებს და კეთილდღეობას იზიდავს. ხშირად გაიმეორეთ

0
14107

ფინანსური სირთულეები ყოველთვის დამღლელი და მტანჯველია. ასეთ მომენტებში ძალიან გვინდა, რომ ვიღაც ჩაერიოს და წარუმატებლობისგან დაგვიცვას. ამ დროს უმაღლეს ძალებს დახმარებისთვის მივმართავთ. რა თქმა უნდა, უფალი მაშინვე ბევრ ფულს არ მოგვცემს, მაგრამ მოგვანიჭებს ძალას, რომ მიზნისკენ სვლა გავაგრძელოთ. ამაში ლოცვა მატერიალური კეთილდღეობისთვის დაგეხმარებათ. Paparazzi ამ ძლიერ სიტყვებს გიზიარებთ.

ლოცვა ფინანსების მოსაზიდად – ყველას ესმის, რომ ფინანსური სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის ბევრი შრომაა საჭირო. სამწუხაროდ, ფული ციდან არ ვარდება. ჩვენ, ყველა ადამიანები ვართ. ზოგჯერ შრომა დამღლელია. ამ დროს სხვების დახმარება გვჭირდება. ლოცვა ამ მხარდაჭერის მისაღებად ძლიერი გზაა. ფულის ლოცვა ფინანსურ საქმეში დაგეხმარებათ. ძლიერი ლოცვა ხშირად გაიმეორეთ. გირჩევთ, რომ ფურცელზე დაწეროთ და ყოველთვის თან ატაროთ. ეს არ არის უბრალოდ ფულის თხოვნა, არამედ ძლიერი დაცვა წარუმატებლობისა და პრობლემებისგან. ლოცვა სუფთა თეთრ ფურცელზე ლამაზად და უშეცდომლოდ დაწერეთ. შემდეგ დაწერილი წაიკითხეთ და ჩანთაში ან საფულეში შეინახეთ. უხილავი მხარდაჭერა ყოველთვის თქვენთან იქნება.

ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „პურთათვის სიუხვის მომნიჭებელის“ მიმართ

ჰოჲ ყოვლადწმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ცისა და ქუეყანისა, ყოველთა ქრისტეანეთა სახლთა და ოჯახთა კეთილად წარმმართებელო, კურთხევაო მშრომელთა, სიმდიდრეო დაულევნელო ჭირვეულთაო, გამომზრდელო ობოლთა და ქურივთა და კაცთაო ყოველთაო; მშობელო ყოვლისა სოფლისა მზრდელისაო და პურთა ჩუენთათვის ნაყოფისმომნიჭებელო; შენ, დედუფალო, გარდამოავლინე დედობრივი კურთხევაჲ ეგე შენი ქალაქთა, დაბათა და ყანობირთა და თითოეულსა სახლსა ჩუენსა ზედა, რომელნი სასოებასა ჩუენსა დავსდებთ შენ ზედა და ღმრთისმოსაობრივითა ძრწოლითა და გულისა შემუსვრილებითა სიმდაბლით გევედრებით შენ: გვეყავ ჩუენ უღირსთა და ცოდვილთა მონათა შენთა ბრძნად განმმართებელად სახლთა ჩუენთა, კეთილად წარმმართებელად ცხოვრებისა ჩუენისა. დაიცევ კეთილად სახლი და ოჯახი ყოველი ღმრთისმოსაობითა და მართლმადიდებლობითა, ერთითა ზრახვითა და მორჩილებითა გამოზარდენ უპოვარნი და გლახაკნი, მწე ექმენ მოხუცებულთა, ყრმანი აღზარდენ, და ყოველნი განსწავლენ გალობასა შინა უფლისა მიმართ: პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს. დაიცევ, ყოვლადწმიდაო დედაო, ერი შენი ყოვლისაგან ჭირისა, სნეულებისა, სიყმილისა, კლვისა, სეტყუისა, ცეცხლისა და ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაგან და მშვიდობაჲ და დიდი წყალობაი ითხოვე სავანეთათვის ჩუენთა და სახლთა და ოჯახთათვის და ყოვლისათვის სულისა ქრისტეანისა და ყოვლისა ერისა ჩუენსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა წმიდისა მღვდელმთავრისა სპირიდონ ტრიმიფუნტელისა მიმართ მატერიალური სიდუხჭირის ჟამს

ჰოჲ, ყოვლად-ნეტარო წმიდაო მღუდელ-მთავარო სპირიდონ, ევედრე კეთილ-სახიერებასა კაცთმოყუარისა ღმრთისა, რათა არა დაგუსაჯოს ჩუენ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ ჰყოს ჩუენ ზედა წყალობისაებრ მისისა. ევედრე ქრისტესა და ღმერთსა ჩუენსა, ჩუენ ღმრთისა მონათა გამო (სახელები), რათა მოგუცეს ჩუენ მშვიდობითი და უშფოთუელი ცხოვრებაჲ, სულისა და ხორცის სიმრთელეჲ. გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა სულიერისა და ხორციელისა, ყოვლისაგან ქენჯნისა და სატანებრივისა ცილისწამებისა. მომიხსენე ჩუენ წინაშე საყდრისა ყოვლისმპყრობელისა და ჰვედრე უფალსა, რათა მოგუცეს ჩუენ მრავალთა შეცოდებათა ჩუენთა შენდობაჲ, უჭირველი და უშფოთველი ცხოვრებაჲ, მოგუმადლოს ჩუენ ურცხუენელი და მშვიდობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩუენისაჲ და მომავალსა საუკუნესა შინა მარადიულსა ნეტარებასა ღირს გვყოს, რათა დაუსრულებელად დიდებასა და მადლობასა აღვავლენდეთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა მიმართ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ფულის ლოცვა ყოველთვის დაგეხმარებათ. მარტივი, მაგრამ ძლიერი სიტყვები რთულ დროში დაგეხმარებათ. როცა თქვენი საქმე მოგვარდება, უფლისთვის მადლობის გადახდა არ დაგავიწყდეთ. მხოლოდ თხოვნა და მიღება არ შეიძლება. უფლის მადლობელი უნდა იყოთ იმისთვის, რაც მოგცათ. წარმატებას გისურვებთ!