სახლში საშინელი სიურპრიზი ელოდა. ნიკას არ შეეძლო დაეჯერებინა, რომ ეს მის რეალურ ცხოვრებაში ხდებოდა

7610

თამუნამ და ნიკამ ერთმანეთი ექვსი წლის უკან გაიცნეს. ეს იყო უბრალოდ შემთხვევითი შეხვედრა ავტობუსების გაჩერებაზე. შემდეგ იყო ნაცნობობა, რომელიც მალე გადაიზარდა ნამდვილ და ძლიერ სიყვარულში. თავიდან თამუნა და ნიკა უბრალოდ ხვდებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ ბინა იქირავეს და ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად.

ქორწილზეც კი დაიწყეს ფიქრი. თამუნას ოცნება ჰქონდა, მას საკუთარ სახლში უნდოდა ცხოვრება, რათა საშუალება ჰქონოდა, რომ ხილი და ბოსტნეული მოეყვანა, ბევრი ყვავილები დაერგო. რომ ბავშვებსაც ჰქონოდათ სასეირნო ადგილი.

თამუნა და ნიკა დაქორწინდნენ. თამუნას ოცნების ასასრულებლად, ახალგაზრდებმა სესხი აიღეს და კარგი დიდი სახლი იყიდეს.

ნიკა როტაციის წესით მუშაობდა: ერთი თვე მუშაობდა და ორი კვირა სახლში იყო. ის ძალიან ბევრს მუშაობდა, რომ ფული იპოთეკისთვისაც ყოფნოდათ და მისი საყვარელი მეუღლის კარგი ცხოვრებისთვისაც. ასე იცხოვრეს ახალგაზრდებმა ერთი წელი.

ერთ დღეს კი ნიკა სახლში დაბრუნდა და თავის სახლში ახალგაზრდა და სიმპათიური მამაკაცი დახვდა. თამუნამ ნიკას უთხრა, რომ ეს იყო მისი ბიძაშვილი – ირაკლი. მას დიდი უბედურება დაემართა, სახლი დაეწვა და საცხოვრებელი ადგილი არ ქონდა. თამუნამ ის შეიფარა. ნიკას ბიჭი შეეცოდა და მისცა უფლება, რომ მათთან ერთად ეცხოვრა.

ასე გავიდა ერთი წელი. ნიკას ირაკლი მოსწონდა კიდეც. მას უხაროდა ის, რომ თამუნა სახლში მარტო არ იყო, როდესაც ის სამსახურში მიდიოდა.

ერთ დღესაც ნიკა სამსახურიდან დაბრუნდა. იყიდა ტორტი, კანფეტები. ხილი, შამპანიური და თავისი ცოლის საყვარელი ყვავილები – შროშანები. ის ძალიან ბედნიერი მიიჩქაროდა სახლში – თავის საყვარელ მეუღლესთან.

ნიკას სახლში საშინელი სიურპრიზი ელოდა. მას არ შეეძლო იმის დაჯერება, რომ ეს მის რეალურ ცხოვრებაში ხდებოდა. სახლი ცარიელი იყო. სრულიად ცარიელი. სახლში არ იყო არც თამუნა და არც ირაკლი. არ იყო არაფერი: არც ავეჯი, არც ჭურჭელი, არც ხალიჩები. ნიკა ვერ ხვდებოდა, თუ რა მოხდა.

როდესაც ცოტა გონს მოვიდა, თამუნას ნათესავებთან წავიდა. მან დაიწყო მათი გამოკითხვა ირაკლის შესახებ. აღმოჩნდა, რომ მათ ასეთი ნათესავი საერთოდ არ ყავდათ. მაშინ ნიკა ყველაფერს მიხვდა. მიხვდა, რომ ეს ირაკლი თამუნას ბიძაშვილი კი არა, არამედ მისი საყვარელი იყო. მას სინდისი ეყო, რომ საყვარელი სახლში მოეყვანა და მასთან ერთად ეცხოვრა.

ნიკა დიდხანს ვერ მოდიოდა გონს, თამუნას ასეთი ღალატის გამო. მთელი ორი კვირის მანძილზე შეუსვენებლად სვამდა. შემდეგ მან თავი ხელში აიყვანა. პირველ ხანებში ძალიან უჭირდა. ღალატით მიყენებული ტკივილი წარმოუდგენლად ძლიერი იყო. მაგრამ ის გაუმკლავდა. მან იპოვა საკუთარ თავში ძალები, რომ ცხოვრება გაეგრძელებინა.

გავიდა ერთი წელი. და აი, ერთ დღესაც თამუნამ დაურეკა. ის ნიკას პატიებას სთხოვდა. მასთან დაბრუნება უნდოდა. ნიკამ მას არ აპატია. მისთვის, ის ერთი ჯერიც საკმარისი იყო, როდესაც თამუნამ მისი გული ფეხქვეშ გათელა და ნათესავების, ნაცნობებისა და მეგობრების წინაშე შეარცხვინა. რაში სჭირდება მას ასეთი ცოლი?

თამუნა ძალიან ნანობდა, რომ ირაკლის დაუკავშირდა. ირაკლიმ ის უბრალოდ გამოიყენა. მას თამუნა არასოდეს არ უყვარდა. მუშაობა არ უნდოდა, უბრალოდ დივანზე იწვა მთელი დღეების განმავლობაში. თამუნა ძალიან ბევრს მუშაობდა, რათა საკუთარი თავიც გამოეკვება და ირაკლიც.

ახლა ძალიან ხშირად ესიზმრება ნიკა. ის მისკენ შროშანების თაიგულითა და შამპანიურით მორბის, უღიმის და ხელს უქნევს.

მაგრამ… ეს მხოლოდ სიზმარია, რომელიც არასოდეს იქცევა რეალობად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს