ჩემი ძმის ცოლი ჩემზე მუდმივად უსიამოვნო რაღაცებს ლაპარაკობს

3929

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ პრობლემაზე საუბრობს.

მე და ჩემი ძმა სოფელში გავიზარდეთ. მერე მე ქალაქში წამოვედი სასწავლებლად და აქვე დავრჩი. ჩემი ძმა სოფელში დარჩა. მან ცოლი მოიყვანა და ორი შვილი ჰყავს. ჩემი ძმა და რძალი ქორწილის შემდეგ ჩემი მშობლების ბინაში ცხოვრობენ.მამაჩვენი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, დედა მარტო დარჩა.

მე ზოგჯერ ჩავდივარ მათთან, დედაჩემის მოსანახულებლად. თუმცა ამას ძალიან ხშირად არ ვაკეთებ და არა იმიტომ, რომ არ მინდა, არამედ იმიტომ, რომ ჩემი აქ ჩამოსვლა მაინცდამაინც არ უხარიათ. ჩემი ძმის ცოლს ვგულისხმობ. მას უბრალოდ ვეჯავრები და როგორც დაუპატიჟებელ სტუმარს, ისე მიყურებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახლზე მეც ისეთივე უფლებები გამაჩნია, როგორიც ჩემს ძმას.

ცოტა ხნის წინ ძალიან უსიამოვნო რამ მოხდა. მე დავურეკე ჩემს ძმას და გავაფრთხილე, რომ მალე მათ ვესტუმრებოდი. მჭირდებოდა, რომ ის დამხვედროდა. უცებ გავიგე, როგორც ეუბნებოდა ჩემს ძმას თავისი ცოლი:

  • შენს დას სახლში არ ეჯდომება? მუდმივად რას ჩამოდის?

ძალიან მეწყინა ამის მოსმენა. მე ხომ ცარიელი ხელით არასოდეს ჩავდივარ. საჩუქრები ყველასთვის მიმაქვს: დედაჩემისთვის, ძმისშვილებისთვის, მათთვისაც.

ჩემს ძმასაც კი ვუხდი იმისთვის, რომ სადგურში მოდის და სახლამდე მივყავარ.ჩემი ძმის ცოლი კი მაინც უკმაყოფილოა. რით?! რას არ ვაკეთებ სწორად?მე ხომ მხოლოდ ორი დღით ჩამოვდივარ. არავის კისერზე არ ვზივარ. ყველასთვის საჩუქრები მომაქვს. მაინც უკმაყოფილოები არიან ჩემით და ჩემი დანახვა არ უნდათ.

ცოტა ხნის წინ დედაჩემმა მითხრა, რომ მათ ხშირად სტუმრობენ ჩემი რძლის და და დედა. ამ დროს დედაჩემი საკუთარ სახლში თავს უცხოდ და ზედმეტად გრძნობს. ამ დროს ის დღის უმეტეს ნაწილს თავის მეზობელთან ატარებს. რად ვარგა ახლა ეს?

და კიდევ, დედამ შემთხვევით მოისმინა, რომ ჩემი ძმა და თავისი ცოლი სახლის გაყიდვას და ქალაქში გადასვლას აპირებენ. ქალაქში უნდათ სახლის ყიდვა. ამის შემდეგ დედაჩემმა სად უნდა იცხოვროს, ეს გაუგებარია და არავის არ აინტერესებს.

მინდა, რომ სერიოზულად დაველაპარაკო ჩემს ძმას და მის ცოლსაც, თუმცა არ ვიცი, ამით რამე შეიცვლება თუ არა.

ჩემი რძალი საერთოდ აღარ სცემს პატივს დედაჩემს და ძალიან თავხედურად იქცევა, როგორც თავისი დედამთილის, ასევე ჩემს მიმართ.როგორ მივუჩინო მას თავისი ადგილი? მე არც კი ვიცი, რა ვქნა…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს