უთანასწორო ბრძოლა ბინის გამო. ვინ არის მართალი რძალი თუ დედამთილი? 

6497

დიახ, ბევრი დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბინის გამო ძალიან ხშირად ხდება კონფლიქტები ნათესავებს შორის. ისეც ხდება, რომ ამის გამო ოჯახები ინგრევა და ნათესავები ერთმანეთთან ურთიერთობას წყვეტენ.დიახ, ნებისმიერ დროში საცხოვრებლის საკითხი ძალიან მწვავედ იდგა. ახლა, ხომ საერთოდ, ძალიან აქტუალური პრობლემაა. განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის.

ახლა ხომ ბინები ისეთი ძვირი ღირს, რომ ყიდვა მხოლოდ მდიდარ ხალხს შეუძლია. ძირითად მასას კი ბინის საყიდლად ფულის შეგროვება ნახევარი ცხოვრების მანძილზე უწევს. ან იმის იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ რომელიმე ნათესავი გარდაიცვლება და ბინას მემკვიდრეობით მათ დაუტოვებს.მოგითხრობთ სიტუაციის შესახებ, რომელშიც ჩემი საუკეთესო მეგობარი მოხვდა.

ის უკვე სამი წელია, რაც თავის შეყვარებულთან ერთად ცხოვრობს. ისინი დაქორწინებულები არ არიან, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა აქვთ. გეგმავენ ოჯახის შექმნას და შვილების გაჩენას. თამუნა და ნიკა იმ ბინაში ცხოვრობენ, რომელიც ნიკას მისმა მშობლებმა აჩუქეს. მაგრამ არის ერთი ნიუანსი: ეს ბინა ნიკას დედის სახელზეა გაფორმებული. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ განქორწინების დროს თამუნას ბინაზე პრეტენზია არ განეცხადებინა. დედა კი არასოდეს გააგდებს თავის შვილს სახლიდან.

თამუნა ფიქრობს: ღირს თუ არა საერთოდ ამ ბინაში რემონტის გაკეთება, ავეჯის ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვა, თუ მას ამ ბინაზე საერთოდ არანაირი უფლება არ გააჩნია? ნებისმიერი ჩხუბის შემდეგ შემდეგ შეუძლიათ მისი ქუჩაში გაგდება ერთი ჩემოდნით და მორჩა.თამუნამ უბრალოდ არ იცის, როგორ მოიქცეს.

ერთის მხრივ ის მართალია, მაგრამ ის ხომ ჯერ ნიკას ცოლადაც არ გაჰყოლია. იქნებ, ეს არც მოხდეს. თუ თამუნა გრძნობს, რომ ნიკამ შეიძლება მიატოვოს, მაშინ საერთოდ არ არის საჭირო ამ ბინისთვის რამის გაკეთება, მაგალითად, გარემონტება ან რაღაცის ყიდვა. ნუ… თუ ასე ძალიან არ ენდობა ნიკას და საკუთარ დედამთილს. თუმცა, მას შეუძლია  ქვითრების შენახვა, რათა შემდეგ სასამართლოზე შეძლოს იმის დამტკიცება, რომ ამ ბინისთვის თვითონაც უყიდია რაღაც.თანაც მას არავინ აძალებს რემონტის გაკეთებას ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვას.უბრალოდ თამუნა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. თუ დაფეხმძიმდება, უნდა გათხოვდეს და მისი შვილი აუცილებლად ამ ბინაში უნდა ჩაეწეროს. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ჩხუბისა და გაყრის შემდეგ, თამუნა თავის ბავშვთან ერთად შეიძლება ქუჩაში აღმოჩნდეს.

მე თამუნას მომავალი დედამთილისაც მესმის, მან საიდან იცის, რა აქვს ჩაფიქრებული თამუნას?ჩემი აზრით თამუნა იმის მადლობელი უნდა იყოს, რომ ის და ნიკა ნაქირავებ ბინაში არ ცხოვრობენ, ეს ხომ ასე ძვირია.ყველა დანარჩენი პრობლემის მოგვარება კი შეიძლება, თუ ყველაფერს კარგად გაიაზრებ და გააანალიზებ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს