პაველ გლობა გაფრთხილებთ. ოქტომბერში დაბნელების დერეფანი სერიოზული გამოცდა გახდება

1634

დაბნელების დერეფანი ყოველთვის რთული პერიოდია. მას ცხოვრებაში ქაოსი და არეულობა მოაქვს, ზოგჯერ წარუმატებლობას იზიდავს. პაველ გლობა გვაფრთხილებს, რომ ოქტომბერში გველოდება დაბნელების დერეფანი, რომელმაც ცხოვრებაზე ძლიერი გავლენა შეიძლება მოახდინოს. Paparazzi გიამბობთ, რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი.

დაბნელების დერეფანი ოქტომბერში – დაბნელების მოახლოებასთან ერთად მას უფრო ძლიერ ვგრძნობთ. ჩნდება გრძნობა, რომ მალე სამყარო თავდაყირა დადგება. ინტუიცია არ გვღალატობს, რადგან საკმაოდ რთული პერიოდი იწყება. ის ყველა სფეროზე და თითოეულ ადამიანზე გავლენას მოახდენს. ოქტომბერში დაბნელების დერეფანი 25–ში მზის დაბნელებით იწყება და 8 ნოემბერს, მთვარის დაბნელებით სრულდება.

პაველ გლობას თქმით, ამ დღეებში რაღაც გარდაუვალს შევეჯეხებით. ყველას სერიოზული ცვლილებები ელის. „ყველასთვის სახიფათო პერიოდია. პლუტონი, ფინანსების, მართვის და ატომური ენერგიის სიმბოლო, პირდაპირი მიმართულებით იმოძრავებს. ეს ძლიერ ეფექტს მოახდენს“ – ამბობს ასტროლოგი. მარსი სვლას ანელებს და რეტროგრადული ხდება. ეს ადამიანს უფრო ფეთქებადს და გაღიზიანებულს გახდის. ამან სერიოზული შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. „სამყაროს შეცვლის დროა და ეს ყველას შეეხება. გარდაქმნების სერია დაიწყება. 2 კვირიანი შემოწმება, როგორც „ზეციური გამოცდა“. კარმის კანონები ამუშავდება, გადახდის დრო მოდის. ბევრისთვის სერიოზული გამოცდა იქნება“ – გვაფრთხილებს ასტროლოგი. პაველ გლობა არ აკონკრეტებს, რა გველის ზუსტად. მისი თქმით, ეს ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია.

რას ველოდოთ – ამ პერიოდში სიფრთხილე და კონცენტრირება გამოიჩინეთ. ზეციური სხეულების გავლენით შეიძლება კონტროლი დაკარგოთ და შედეგებთან გამკლავება დიდხანს მოგიწიოთ. რთული პერიოდი გველის, მაგრამ გამოცდისთვის უკვე მზად ხართ. აპათია და სისუსტე შეიძლება იგრძნოთ. ეს ნორმალურია. არ დაგავიწყდეთ, რომ დასვენება ყველას სჭირდება. მთელი სამყაროს ტვირთის ტარება აუცილებელი არაა. თავი არ დაიტანჯოთ. ასე წარუმატებლობის რისკი მხოლოდ გაიზრდება. დაბნელების დერეფანში ახალი საქმის დაწყება არ ღირს. საუკეთესო დროა, რომ დაუსრულებელ საქმეებს მიხედოთ. გადადებული საქმე და არასწორი გადაწყვეტილება დაბნელების პერიოდში თავს იჩენს. ასეთია ამ მოვლენის თავისებურება. კატასტროფულ შედეგებს თავი რომ აარიდოთ, ყველაფერში გაერკვიეთ და სიტუაციის გამოსწორება სცადეთ.

ალბათ, რთული პერიოდი იქნება. ასტროლოგი გაფრთხილებთ, რომ ოქტომბერში დაბნელების დერეფანი თქვენი ბედის შეცვლის შანსია. მაქსიმალურად კონცენტრირებული და შეუპოვარი უნდა იყოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ გადადოთ, თამამი იყავით. ასე ვარსკვლავები წარმატებას და იღბალს გაჩუქებთ. ძლიერი იყავით და ყველაფერი გამოგივათ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს