მომაჯადოებელი სალის როლები: სუნი თავბრუდამხვევია, გემო შეუდარებელი

0
308

სალის მომზადების ბევრი ვარიანტი და მეთოდი არსებობს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. სალა უნივერსალური კომპონენტია. ნოყიერ ბორშს და მსუბუქ წასახემსებელ კანაპეს თანაბრად იდეალურად ავსებს. უფრო მეტიც, სალიდან როლიც შეგიძლიათ გააკეთოთ. უჩვეულო, მაგრამ გემრიელია.

სალის მომზადება – ასეთი როლები სადღესასწაულო სუფრისთვის გააკეთეთ. მსგავსი წასახემსებელი სტუმრებს გააოცებს და შიმშილს მოკლავს. ეს სალა სუფრაზე სხვადასხვა გზით შეგიძლიათ გაიტანოთ. ცოტა ფანტაზია ჩართეთ. ჩხირები გამოიყენეთ, თუ პიკანტურ სალაზე სხვა ინგრედიენტების დამატებას აპირებთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ სალა
  • წიწაკა
  • ახალი კამა
  • მარილი
  • ნიორი
  • პაპრიკა
  • ხმელი მწვანილი
  • კურკუმა

მომზადების წესი:

  1. აირჩიეთ სალა, რომელსაც ხორცის ნაწილები არ აქვს. ამ რეცეპტში მხოლოდ ხელს შეგიშლით. სალას ზედმეტი ელემენტები მოაშორეთ. მაგალითად, ტყავი. სალა პატარა ნაჭრებად დაჭერით და ხორცსაკეპში გაატარეთ.
  2. საჭირო რაოდენობის ნიორი გაასუფთავეთ და ხორცსაკეპში სალის გატარების დროს დაამატეთ. მიღებულ მუსს კარგად აურიეთ და სხვადასხვა თეფშებზე გადაიტანეთ. რეცეპტი სამი სხვადასხვა როლის მომზადებას გულისხმობს.
  3. პირველ თეფშზე სალას დაუმატეთ შავი წიწაკა და წვრილად დაჭრილი ახალი კამა. გაითვალისწინეთ, რომ მწვანილი მაქსიმალურად წვრილად დაჭრილი უნდა იყოს. მეორე თეფშს დაუმატეთ მარილი, შავი და წითელი წიწაკა, პაპრიკა. მესამეს – შავი წიწაკა და კურკუმა.
  4. შესაფუთი პარკი და ხმელი ბალახები მოიმარაგეთ. საჭირო რაოდენობის პარკი გადაჭერით და ხმელი მწვანილი მოაყარეთ. კოვზით ან საკონდიტრო ტომრით სალა პარკზე გადაიტანეთ. სალა პარკში კანფეტივით შეახვიეთ და საყინულეში შეინახეთ.
  5. სალის ძეხვები საყინულეში 2 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ მაცივრიდან გამოიღეთ და პარკი მოაშორეთ. სალა თხელ ზოლებად დაჭერით და თითოეული სახეობა გასინჯეთ. თუ ფიქრობთ, რომ სანელებელი საკმარისი არაა, დაუმატეთ. საჭირო რაოდენობის სანელებელი პარკს მოაყარეთ და სალა გაახვიეთ.

სალის მომზადების ასეთი მეთოდი ექსპერიმენტებს მწვანე შუქს ურთავს. საყვარელი ინგრედიენტები დაუმატეთ და სალა დახვეწილ წასახემსებლად აქციეთ. მაგალითად, შავი პურით, მწნილი კიტრით და ყურძნით, ლორით და სანელებლებიანი სალით კანაპე მოამზადეთ. წარმოუდგენლად გემრიელი გამოვა. გარდა ამისა, პიკანტური სალა ლუდს უხდება.