სტრატეგიული მარაგი: რომელი საკვები უნდა მოიმარაგოთ ზამთრისთვის

0
257

პროდუქტების სტრატეგიული მარაგი ზედმეტი არასდროს არის, მით უფრო ზამთრისთვის. უკრაინელი ნუტრიციოლოგი ანასტასია გოლობოროდკო გვიზიარებს, როგორ მოვიმარაგოთ პროდუქტები სწორად.

კვების პროდუქტების მარაგი ზამთრისთვის – დღეს ზამთრისთვის პროდუქტების მომარაგებაზე მოკლედ და კონკრეტულად გიამბობთ. მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც დენის, წყლის ან გაზის დროებით გათიშვის შემთხვევაში გამოგადგებათ. ნუტრიციოლოგი მთელ საკვებს ცალკეულ ბლოკებად ყოფს. იდეალურია, თუ თითოეული ბლოკიდან 2–3 პოზიციას მაინც შეიძენთ. ცალკე სასმელი წყალიც უნდა მოიმარაგოთ, ერთ ადამიანზე 2–3 ლ. ტექნიკური წყალი და კერძის მოსამზადებელი წყალი ცალ–ცალკე ინახება. მთავარი აქცენტი კეთდება კონსერვებსა და ხმელ პროდუქტებზე. მათ შესანახად მაცივარი საჭირო არაა. ნუტრიციოლოგის ნაკრები პირობითად სასიცოცხლოდ აუცილებელი ძირითადი მაკროელემენტების მიხედვით იყოფა. მათგან პირველი ცილაა.

ცილოვანი პროდუქტები

  1. ხორცის კონსერვი. ეს შეიძლება იყოს ფრინველის, წითელი ხორცის ან სუბპროდუქტის კონსერვი. მაგალითად, ღვიძლი და სალა.
  2. თევზის კონსერვი. მაგალითად, თევზი მცენარეულ ზეთში, პომიდვრის სოუსში (სარდინი) ან მარილწყალში.
  3. დაკონსერვებული პარკოსანი. ესაა ლობიო ზეთში ან პომიდვრის წვენში, მუხუდო, ოსპი.
  4. კონსერვის სახით მზა ბულიონიც შეგიძლიათ იყიდოთ. კონცენტრირებული ფხვნილის ან კუბის სახითაც იყიდება.
  5. კაკლის პასტა ცხიმების და ცილების შესანიშნავი წყაროა. მისი დახმარებით დიდი ხნით დანაყრდებით. მიწისთხილის პასტის ყიდვა უფრო იაფი დაგიჯდებათ, თან გემრიელია.
  6. პროტეინების ბატონები აუცილებელი პროდუქტია. დღეს ბევრი სხვადასხვა ბატონი იყიდება. გემრიელი, ნოყიერი და სასარგებლოა.
  7. ხმელი ხორცი, თევზი და სოიოს პროდუქტები ცოტა ადგილს იკავებს, სამაგიეროდ შესანიშნავად დაგანაყრებთ. გრილ ოთახში შეგიძლიათ შეინახოთ.

რძის პროდუქტები

  1. მშრალი რძის შენახვა და გამოყენება მოსახერხებელია. ეს შეიძლება იყოს ქოქოსის, სოიოს რძე ან ნებისმიერი სხვა ალტერნატივა.
  2. შესქელებული რძე: კლასიკური ან მცენარეული (შვრიის, ქოქოსის). სწრაფი ნახშირწყლები ენერგიის სწრაფად შესავსებად გვჭირდება.
  3. ცილოვანი ნარევი. ესაა სხვადასხვა პროტეინი, ВСАА. თუ წყალი გაქვთ, მარტივად გააზავებთ.

ბოსტნეული

  1. ნებისმიერი დაკონსერვებული ბოსტნეული. ფაფას და სხვა გარნირს ავსებს.
  2. კონცენტრირებული პომიდვრის პასტა.
  3. მწვანე ბარდის და სიმინდის კონსერვი.
  4. მშრალი კარტოფილის პიურე გარნირად მოიმარაგეთ.
  5. უმი ბოსტნეული: ჭარხალი, სტაფილო და ძირნაყოფები. მაცივრის გარეშე დიდხანს ინახება. უმად შეგიძლიათ მიირთვათ (კარტოფილის გარდა).

კვების პროდუქტების მარაგი: მეორე ნაწილი

მარცვლეული

  1. გაუპრიალებელი ბრინჯი, წიწიბურა, ფეტვი, ქერი დიდი ხნით დაგანაყრებთ. მთელი მარცვლეულია. მათ მოსამზადებლად ტურისტული სანთურა დაგჭირდებათ, თუ დენი და გაზი არ გაქვთ.
  2. სწრაფი მომზადების ფაფა და პარკოსანი. ჩვეულებრივ, მოსახერხებელ პორციებად იყიდება. აქვე შედის სწრაფი მომზადების ატრია.
  3. მშრალი ფანტელები, ე.წ. მზა საუზმე. მშრალად შეგიძლიათ შეჭამოთ.
  4. კრეკერი და ხრაშუნა პური ზედმეტი არასდროს არის. მაცივრის გარეშე დიდხანს ინახება.

ხილი და ტკბილეული

  1. ჩირი: შავქლიავი, გარგარი, ფინიკი, ქიშმიში.
  2. ჯემი და მურაბა. პატარა პორციებად შეინახეთ. ჟელე პაკეტში შეგიძლიათ შეიძინოთ.
  3. დაკონსერვებული ხილი სიროფში.
  4. თაფლი ან შაქარი
  5. პეჩენია და კანფეტი ყინულკარამელი

ცხიმების წყარო

  1. მცენარეული ზეთი, როგორც დანაყრების დამატებითი წყარო.
  2. კაკალი და თესლი: უმი ან შემწვარი. აქვე შედის მიწისთხილიც, რომელიც პარკოსანია და არა კაკალი.

ცალკე აღსანიშნავია ელექტროლიტების ნარევი (სპორტული კვების მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ). ორგანიზმი ნორმალურად რომ ფუნქციონირებდეს, წყალი–ელექტროლიტების ბალანსი უნდა დაიცვათ. ამის გაკეთება ცუდი კვების პირობებში რთულია. ნუტრიციოლოგი გირჩევთ, რომ მზა ელექტროლიტების ნარევი მოიმარაგოთ.