იძულებული ვარ დედაჩემს მოვუარო. ის უკვე 92 წლისაა. რომ იცოდეთ, რა რთულია!

0
21754

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი თავის მოხუცებულ დედაზე საუბრობს.ვფიქრობ, ბევრ ადამიანს ჰქონია ისეთი სიტუაცია, როდესაც ადრე თუ გვიან უნდა გადაეწყვიტა, რა ექნა თავისი მოხუცებული მშობლებისთვის. როგორ მიეხედა მათთვის.მოვიდა დრო და ამ პრობლემის წინაშე მეც დავდექი. მაგრამ მე, რატომღაც ყველაზე ცუდი ვარიანტი ავირჩიე მოხუცი დედაჩემის მოსავლელად.

დედაჩემი 92 წლისაა. ის ცხოვრობს ბინაში, სადაც უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც რემონტი არ გაკეთებულა. საქმე ფულში სულაც არ არის, არამედ იმაშია, რომ დედას არაფრის შეცვლა არ სურს საკუთარ ბინაში. მას ყველაფერი მოსწონს.

ბინა ძალიან ცუდად გამოიყურება.როდესაც მივხვდი, რომ დედაჩემს დახმარება სჭირდებოდა, მე ის ვერ მივატოვე. დედამ ხომ გამაჩინა, გამზარდა და განათლებაც მომცა.მე ჩემი ნივთები შევაგროვე და ჩემი ქალაქიდან გადავედი ქალაქში, სადაც დედაჩემი ცხოვრობდა. ჩვენ ერთ ბინაში ვცხოვრობდით. დედაჩემის ჩემს სახლში წაყვანის შემეშინდა, იქნებ ცუდად გადაეტანა მგზავრობა და უარესად გამხდარიყო?

როდესაც დედაჩემთან გადავედი, დავიწყე მისი დარწმუნება, რომ იმ ოთახის გარემონტების უფლება მაინც მიეცა, რომელშიც მე უნდა მეცხოვრა. დედა ჯერ დამთანხმდა, ერთი კვირის შემდეგ კი გადაიფიქრა.ახლა დედაჩემი მისი სახლიდან ერთი ნივთის გადაგდების უფლებასაც კი არ მაძლევს. ძველი და არასაჭირო ნივთებიც კი თავის ადგილზე უნდა დარჩეს.

მთელი სახლი სავსეა ძველი ტანსაცმლით, გაზეთებით, ჟურნალებით, წიგნებით. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სანაგვეზე ვცხოვრობდეთ.ძალიან ბევრი ძალისხმევა დავხარჯე იმაზე, რომ დედას უფლება მოეცა, ცოტა რამ მაინც შემეცვალა ამ სახლში. უშედეგოდ! მე საშინელ საწოლზე მძინავს. ნორმალური საწოლის ყიდვა არ შემიძლია, დედა არ მიშვებს ძველი საწოლის და ბუმბულის ლოგინის გადაყრას. ახალი საწოლის დასადგმელი სხვა ადგილი არ მაქვს!

რაც არ უნდა გავაკეთო ან შევთავაზო, დედაჩემს არ მოსწონს. იმის გათვალისწინებით, რომ დედაჩემს ასაკის მატებასთან ერთად მხედველობა და სმენაც გაუუარესდა, ჩემი ცხოვრება ნამდვილ კოშმარად იქცა.დედა ძალიან ხმამაღალ ხმაზე უყურებს ტელევიზორს, ის ძალიან ბუტია და ფეთქებადი გახდა.ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჯოჯოხეთში ვცხოვრობ. მესმის, რომ დედაჩემის სახლში ვცხოვრობ, მაგრამ მე ხომ იმისთვის ჩამოვედი, რომ მას დავხმარებოდი.მე ვფიქრობ, რომ არსებობს 3 ვარიანტი იმისა, თუ როგორ უნდა მოუარონ შვილებმა მოხუც მშობლებს.

  • ვარიანტი პირველი: შვილებმა უნდა მისცენ საკუთარ მშობლებს დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება, სანამ მათ შეუძლიათ საკუთარი თავის რჩენა. რა თქმა უნდა, ამავდროულად, შვილებმა ხშირად უნდა მოინახულონ ისინი.
  • ვარიანტი მეორე: შვილებს შეუძლიათ მშობლების თავისთან წაყვანა. ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა გამოსავალი არ არსებობს.
  • ვარიანტი მესამე: შვილები უნდა გადავიდნენ მშობლების ბინაში.

სწორედ ეს ვარიანტი ავირჩიე მე და მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: ეს საშინელებაა! არ ვიცი როგორ არ შევიშალო აქ ჭკუიდან. დედას მდგომარეობა უარესდება, მისი მარტო დატოვება და ჩემს სახლში დაბრუნება არ შემიძლია.მაგრამ… დედასთან ცხოვრების და მისი მოვლის ძალა მეც არა მაქვს. არ ვიცი რა ვქნა…