ერთმა მოხუცმა წარმოუდგენელი ანდერძი დაწერა. ამ ანდერძმა ჩემი ცხოვრება შეცვალა

5990

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ნოტარიუსი ერთი უჩვეულო ანდერძის შესახებ გვიამბობს.მე ნოტარიუსი ვარ. ჩემი სამსახური ძალიან მომწონს. ის საინტერესოა და ზოგჯერ ჩემთან სამსახურში უბრალოდ საოცარი ამბები ხდება. არ გჯერათ? მაშინ მოგიყვებით ერთი მოხუცის შესახებ, რომელმაც ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალა.ეს ამბავი 6 თვის წინ მოხდა. ჩემთან ერთი მოხუცი მოვიდა. მას ანდერძის დაწერა სურდა.

  • -მიკარნახეთ, მე ჩავიწერ, – ვუთხარი მე.
  • ძალიან კარგი, დაწერეთ. მაშ ასე, ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემი ტვინი ლაბორატორიაში უნდა გაიგზავნოს შესასწავლად. ჩემი კატები ჩემს მეგობრებს უნდა გადაეცეს. თუ ისინი მათ წაყვანას არ მოინდომებენ, მაშინ ჩემი შვიდივე კატა თავისთან ჩემმა ბიჭმა უნდა წაიყვანოს. ჩემი სხეულის დაკრძალვა საჭირო არ არის. მე მინდა, რომ ჩემს სხეულს კრემაცია ჩაუტარდეს. ჩემი სურვილია, რომ ჩემი ფერფლი ავსტრალიაში გაიფანტოს…
  • სად?
  • ავსტრალიის ცაში! ჩემი შვილი იქ ხშირად მიფრინავს თავის საქმეებზე, ასე რომ, მას ამის გაკეთება საერთოდ არ გაუჭირდება. ჩემი სახლი და მანქანა უნდა გაიყიდოს და მთელი ეს ფული უპატრონო ცხოველების თავშესაფარს უნდა გადაეცეს. ჩემი ველოსიპედი უნდა გადაეცეს ჩემს მეზობელ დავითს. მე ზუსტად ვიცი, რომ მას ის ძალიან მოსწონს! სულ ესაა! ჩაწერეთ? რამე ხომ არ შეგეშალათ? ხელი სად უნდა მოვაწერო? – მკითხა ამ საოცარმა მოხუცმა.

არ მჯეროდა, რომ ეს რეალურ ცხოვრებაში ხდებოდა. ბებია ძალიან განსაკუთრებულად გამოიყურებოდა; მას მოდური სამოსი ეცვა, ჰქონდა საკმაოდ მკვეთრი მაკიაჟი და თმა იისფრად ჰქონდა შეღებილი.

მისი წასვლის შემდეგ, გონს დიდხანს ვერ მოვდიოდი. სულ იმაზე ვფიქრობდი, სწორად ვცხოვრობ თუ არა? იქნებ არა?სახლში დაბრუნების შემდეგ, ჩემს ცოლს ვუთხარი, რომ ჩემოდნები ჩაელაგებინა. გადავწყვიტე, დრო არ დამეკარგა და საკუთარი ოცნება ამესრულებინა: დაივინგით დავკავებულიყავი.

ეს შთაგონება ამ საოცარი ქალისგან მივიღე. უბრალოდ მივხვდი, რომ ცხოვრებას უფრო მარტივად უნდა შეხედო. ასე ცხოვრება უფრო მარტივია და თავსაც უფრო ბედნიერად იგრძნობ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს