45 წლის ვარ, ფეხმძიმედ ვარ და გათხოვილი არ ვარ. არ ვიცი, რა გავაკეთო

0
39779

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – 45 წლის ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.მე ეკა მქვია. ვარ 45 წლის. მე და ჩემს ქმარს ორი შვილი გვყავს: ბიჭი და გოგო. მათ უკვე საკუთარი ოჯახები ჰყავთ. ცოტა ხნის წინ ჩემმა ქალიშვილმა შვილიშვილი გამიჩინა, ასე რომ, უკვე ბებია ვარჩემს ქმარს ორი წლის წინ დავშორდი. უბრალოდ ბავშვები გაიზარდნენ და ჩვენ მივხვდით, რომ საერთო აღარაფერი გვქონდა. ერთმანეთს მშვიდობიანად დავშორდით, ისტერიკების, ჩხუბისა და სკანდალის გარეშე. ორი წელია მარტო ვცხოვრობ. ჩემი შვილები ხშირად მოდიან ჩემს სანახავად, მაგრამ თავს მაინც მარტოდ ვგრძნობ.

და აი, სამი თვის წინ ერთი მამაკაცი გავიცანი. ისე გამოვიდა, რომ ძალიან მალე დავუახლოვდით ერთმანეთს. მალე მივხვდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი.როგორც კი ამის შესახებ მერაბს მოვუყევი, მან მაშინვე მიმატოვა. ახლა არ ვიცი, რა გავაკეთო. აბორტის გაკეთება არ მინდა – ეს ხომ ნამდვილი მკვლელობაა. მაგრამ ჩემს ასაკში გაჩენაც ძალიან საშიშია, ჩემთვისაც და ჩემი შვილისთვისაც.მე ძალიან მინდა ამ ბავშვის გაჩენა. მარტო აღარ ვიქნები. მე ამ ბავშვს სიცოცხლეს ვაჩუქებ, მას კი – ვეყვარები. მე მისთვის კარგი დედა ვიქნები.

ძალიან მეშინია ექიმთან მისვლის. ვიცი, რომ ექიმი შეეცდება გადამაფიქრებინოს ამ ბავშვის გაჩენა. კიდევ ძალიან მეშინია, რა რეაქცია ექნებათ ამაზე ჩემს შვილებს. მხარს დამიჭერენ, თუ ზურგს მაქცევენ? მე არ ვიცი, რა გავაკეთო.მეშინია, რომ ვერ შევძლებ ჩემი შვილის მატერიალურად უზრუნველყოფას. მეშინია, რომ ის დაიბადება რაიმე სახის გადახრით, დეფექტით ან დაავადებით.

ორიოდე დღის წინ, ვეღარ მოვითმინე და ჩემს ქალიშვილს დავურეკე. ყველაფერი ვუამბე. მან აბორტის გაკეთება მირჩია და ძალიან ბევრი არგუმენტი მომიყვანა, რომ ეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა.ჩემს ასაკში გაჩენა ნამდვილად ძალიან საშიშია. ჯანმრთელობა, მაინცდამაინც, კარგი არ მაქვს და მე არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ შევძლებ ამ ბავშვის გაზრდას.

არ ვიცი მაქვს თუ არა უფლება, რომ გავრისკო და ეს ბავშვი გავაჩინო. ნამდვილად არ ვიცი, როგორ მოვიქცე.