უკრაინელმა დეიდამ სოკოს წვნიანის საფირმო რეცეპტი გამიმხილა

0
919

ადრე მე და ჩემი მეუღლე დეიდასთან უკრაინაში ხშირად ჩავდიოდით. მისი სახლი ჩვენი მყუდრო და უსაფრთხო კუთხე იყო, სადაც სამყაროს აურზაურს გავურბოდით. სულიერად ვისვენებდით. დეიდა შესანიშნავი დიასახლისია. ყოველთვის უგემრიელესი კერძებით გვიმასპინძლდებოდა. მისი საფირმოს სოკოს წვნიანი ყველაზე მეტად მიყვარს. თეთრ სოკოს თავად აგროვებს და ახმობს. ერთხელ მაჩვენა, როგორ ხარშავს სოკოს წვნიანს და რეცეპტი გამიზიარა. Paparazzi ამ საოცარი რეცეპტის საიდუმლოს გაგიმხელთ. წვნიანი სულიერ ჭრილობას შეახორცებს და გულს დაამშვიდებს.

ინგრედიენტები:

  • 100 გ ხმელი სოკო
  • 700 გ კარტოფილი
  • 2 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 1 მდნარი ყველი
  • 300 გ არაჟანი
  • 1 ს/კ ფქვილი
  • 4 ს/კ მცენარეული ზეთი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • 1 ჩ/კ პაპრიკა
  • მწვანილი

მომზადების წესი:

  1. ინგრედიენტების რაოდენობა ხუთლიტრიან ქვაბზეა გათვლილი. ზუსტად 1,5-2 ლ წყალი დაგჭირდებათ. თეთრი სოკოს ზედმეტად შეფასება შეუძლებელია, მაგრამ ყველას არ აქვს. სწორედ ამიტომ, ხელმისაწვდომი სოკო შეგიძლიათ გამოიყენოთ. მომზადება დაიწყეთ. პირველ რიგში, ხმელ სოკოს მდუღარე წყალი დაასხით. 100 გ სოკოს 500 მლ წყალი დაასხით. 30 წუთით გააჩერეთ.
  2. კარტოფილი გათალეთ და კუბებად დაჭერით. სტაფილო გახეხეთ, ხახვი დააქუცმაცეთ. კარტოფილი მაშინვე ქვაბში გადაიტანეთ, წყალი დაასხით და ქურაზე დადგით. მარილი მოაყარეთ.
  3. სოკო წყლიდან ამოიღეთ და დააქუცმაცეთ. წყალი არ გადაასხათ, დაგჭირდებათ. სუფრის კოვზი ზეთი ტაფას დაასხით და სოკო შეწვით. რამდენიმე წუთით შეწვით, რომ საოცარი არომატი მიიღოთ. როცა კარტოფილი ადუღდება, სოკო დაუმატეთ. თავსახური დაახურეთ და ხარშეთ, სანამ კარტოფილი არ მომზადდება.
  4. ტაფას დარჩენილი ზეთი დაუმატეთ. დაჭრილი ხახვი ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. სტაფილო დაუმატეთ. მარილი მოაყარეთ და რამდენიმე წუთით ჩაშუშეთ. სტაფილო გვერდზე გადადეთ. ცოტა ზეთი დაუმატეთ და ფქვილი შეწვით, სანამ ღია ყავისფერი არ გახდება. პაპრიკა დაუმატეთ, ბოსტნეული და ფქვილი აურიეთ. არაჟანი დაუმატეთ, აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.
  5. როცა ყველაფერი ადუღდება, მდნარი ყველი დაუმატეთ. მუდმივად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი გახდეს, ყველი გადნეს. წყალი დაუმატეთ, რომელშიც სოკო გქონდათ ჩალბობილი. კვლავ ადუღებამდე მიიყვანეთ, წიწაკა და სანელებლები გემოვნებით დაუმატეთ. მზა შემწვარი ბოსტნეული წვნიანს დაუმატეთ. აურიეთ და კიდევ რამდენიმე წუთით ადუღეთ. წვნიანი მზადაა!

გემრიელი სოკოს წვნიანი მოამზადეთ და ერთხელ და სამუდამოდ შეგიყვარდებათ. გემრიელად მიირთვით.